ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თათასია
ჟანრი: პროზა
14 ოქტომბერი, 2010


ერთი ნაბიჯი ჩემამდე

ჩემიდან შენამდე სულ რაღაც 40 000 ნაბიჯია და 80 000 ამოსუნთქვა
70 000 მდე შენობა მაქვს გასავლელი შენამდე,რომ მოვიდე. 90 000 ჯერ ნერვების ხეთქვა და 7 000 მდე დამშეული მზერა მელოდება ჩემიდან შენამდე.
ჩემიდან შენამდე სულ რაღაც 12 საათის დაღლაა..( რათქმაუნდა თუ ფეხით წამოვალ) და მერე მთელი ცხოვრება დასვენება.
მოვდივარ, 40 000 ნაბიჯიდან სულ რაღაც 3 ნაბიჯი დარჩა შენამდე, მაგრამ როგორც ყოველთვის შენ ხელს მკრავ და იმდენად შორს მაგდებ, რომ შენამდე მოსაღწევად ახლა უკვე 60 000 ნაბიჯის გავლა მიწევს. ჩემიდან შენამდე სულ ცოტა 1200 ლიტრა ცრემლი და ერთი პატარა მდინარეა გადასაცური..
შენამდე 78 გზაა და ამათგან უნდა დავფიქრდე წუთში 60 ჯერ ,რომ მივხვდე რომელი გზაა სწორი. შენამდე 20 000 მდე იმედგაცურებაა, 50 000 ტკივილი და 1 ცალი ბედნიერება. ჩემიდან ცოცხალი მოვდივარ და იმედია შენამდე ცოცხალი მოვაღწევ. შენიდან ჩემამდე კი მხოლოდ ერთი ნაბიჯია და ისიც გადაუდგმელი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები