| ავტორი: სერგეი ჟანრი: პროზა 14 ოქტომბერი, 2010 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
მთელი დღეები პალატაში აქეთ–იქით დავდივარ და იმაზე ვფიქრობ თუ რატომაა ყველაფერი დღეს ცუდად , განა ცოტა ხნის წინ კარგად არ იყო ?... რადგან ერთბაშად არაფერი არ ხდება , მე დაძაბული ვფიქრობ , გავიხსენო ის მომენტი , როცა ყველაფერი გაფუჭდა , მერე გავაანალიზო და ჰაა , იქნებ ამოვძვრე კიდეც ამ ჭაობიდან , დღითიდღე რომ მითრევს . სამი თვე და ზუსტად სამი დღეა რაც აქ ვარ , ვითვლი , აბა რა გგონიათ ?... ციფრებია მთავარი და კიდევ ნიშნები , აი დღეს ჩემს ფანჯარაზე მტრედი დაჯდა .... როგორ ფიქრობთ ეს კარგის ნიშანია ?.... დიახ დიახ , მე ასე ვფიქრობ , თქვენც ?.... დიდებულია .... მოკლედ მთელი ცხოვრება ციფრები და მინიშნებებია , მას მერე რაც გავიგე რომ რაღაც საშინელი სენი მჭირს და აღარაა თურმე ჩემი საშველი . სამი თვე , სამი დღე და მტრედი ... აი ბოლო მინიშნებაც , მგონია უკვე დროა , დროა მეგობარო . დროა გავიქცე ...
......................................................................................................................................................................................................
...საწოლს რკინის ჯოხი გამოვაძვრე და გადავმალე , ვგრძნობდი რომ როდესმე აუცილებლად დამჭირდებოდა ხელს ვკიდებ და რკინის სიცივე გულში შეიჭრა თითქოს , მერე გათბა . –– ჩემი უტყვი რკინის მეგობარი !....–– ვეფერები ნაზად ვუსმევ ხელს საღებავგადაცლილ ლითონს ––– დღეს ის დამეხმარება!..–– დაცვას ორჯერ ჩავარტყი კეფაში , რაღაცის თქმას აპირებდა , მერე უცნაურად ამოიკრუსუნა და სახით პულტს გადაემხო ... მოკვდა ?... არაა ... მაინც რამხელაა ?... არა, ასეთები იოლად არ კვდებიან . კარადაში რაღაც ტანსაცმელს ვპოულობ , ცოტა დასვრილი კია მაგრამ ახლა წუნიაობის დრო არ არის , აი ქუდიც , მშვენიერი ქუდია !.. მე ვიტყოდი რომ მიხდება , სხვა დროს , სხვა სიტუაციაში . თუმცა არა , რატომ ?... ახლაც მშვენიერი დროა , განა ტყუილად დაჯდა მტრედი დღეს ჩემს ფანჯარაზე ?... ყველაფერი გამოვა . .... ღამის ქალაქი ბრწყინავს ... ჰაერი !... ჰაერი !... რა ტკბილია მაინც ჰაერი თავისუფლებისა !... ყველაფერი მახარებს ერთი რამის გარდა , რა ხდება ახლა , " იქ " ?.... გამოფხიზლდა თუ არა უკვე დაცვა ?... დარეკა თუ არა პოლიციაში ?... სად დამიწყებენ ძებნას ?...
.....................................................................................................................................................................................................
მორიგე ავტობუსი ნელა მიირწევა , თვლემა მერევა , მერე მეჩვენება რომ სალონში ყველა მე მიყურებს , ის არის ... ის ... ჩურჩულებენ და თითებს იშვერენ ჩემსკენ , ერთი მათგანი მოდის ახლოს და მეხება კიდეც , ეტყობა გმირი ასე ახლოს არ უნახავს , ან შეიძლება ურწმუნო თომას პირდაპირი შთამომავალია?... დარჩენილ თანხას მთლიანად ვხსნი ანგარიშიდან , ბანკომატიც რა ლამაზად ციმციმებს !.. მერე სასმელს ვუკვეთავ , ბევრს ... არა !.. ძალიან ბევრს !.. ახლა ქალებსაც მივხედოთ და რაც შეიძლება მეტი ტკბილეული !.. ახლა აბა, წავედით სახლისკენ , სანამ დროა , სანამ ცოცხალი ვარ და თავისუფალი. მე მიყვარს სიცოცხლე !... ძალიან მიყვარს ... მთელი სახლი საზეიმოდაა განათებული , გოგონები კისკისებენ და ცეკვავენ , ისე რომ მთელი სახლი ირყევა , უკვე ყველა ღორივით მთვრალია , მათ შორის მეც . დღეს ?... რა დღეა ?.... ჰმ , მაინც რა უნდა იყოს ?... დაბადების დღე მაქვს , აი რა !.. არ მითქვამს ?.. არ იცოდით?... სამოცის გავხდი , დიახ ბატონო ... აბა კიდევ მარტინი ... თეთრი გათავდა ?... წითელი იყოს ... დღეს დიდი დღეა !... მიირთვით ტორტი ... თქვენც ... შენ ?... ჭამე შენი.... რაა ?.. ფიგურას უფრთხილდები ?..... რა სასაცილო ხარ , ჩემო პატარავ ... ოჰ ეს სიბერე !... გავრბივარ ტუალეტში , ვკეტავ კარს , გოგონები კეკლუცად მიკაკუნებენ თავისი პატარა ხელებით და გარეთ მიხმობენ , ახლავე , ჩემო პატარა ანგელოზებო !... მამიკო მალე თქვენთან გაჩნდება , მოითმინეთ ... ცოტაც მოითმინეთ . ჯერ ვბანაობ ვიპარსავ და ვკოხტავდები , აი ჩემი კოსტუმიც , ნეტავ ბოლოს როდის მეცვა ?.... მერე ვიხსნი შარვალს და უკანასკნელად დამცინავად დავყურებ ჩემს საბრძოლო მეგობარს , ერთ დროს სასწაულებს რომ ახდენდა ჯადოსნური ჯოხივით , ახლა კი ვადა გაუვიდა .... ძალა დაკარგა . კარს ვაღებ , მთვრალი გოგონები ზედ მეტმასნებიან , უხეშად , ხელის კვრით ვიშორებ , სამზარეულოში გავდივარ , იქ სიურპრიზი მხვდება ... რა წყვილია !... ერთი გოგო მაგიდაზე წამოსკუპებულა , მეორეს კი ურცხვად უდევს თავი მის შიშველ მუხლებზე ... ისეთი ლამაზი , დახვეწილი , თეთრეული აცვიათ , ვშტერდები , წამით მეტყველების უნარს ვკარგავ , მერე მოვდივარ აზრზე ... რა საზიზღრობაა !.... ესენი როდის წამოვიყვანე ?.... მაგრამ არა უშავს , გაიხარეთ გოგოებო , გაიხარეთ ... ოღონდ ახლა დაახვიეთ აქედან !... სხვაგან განმარტოვდით , სახლი ხომ ასე დიდია ?.... გადით ... მამიკოს საქმეები აქვს ახლა . გაზის გაყვანილობის ყველა სარქველს ვხსნი , მერე ცოტას ვფიქრობ და ესეც არ მყოფნის , ვამტვრევ . ჯერ ფეხების ტყაპუნი მერე კი აღტაცებული შეძახილები გაისმის ოთახიდან , მუსიკას ისევ აუწიეს , ყველა მომღერალს აყვა , მინები ზანზარებს , წამით მეჩვენება რომ ისინი ანგელოზებივით გალობენ... ასანთი ხელში შეყოვნდა . მე მიყვარს სიცოცხლე !... მიმოვიხედე , მერე ერთ ასანთის ღერს ვირჩევ და ყურადღებით ვაკვირდები , ნუთუ ეს შ ე ნ უნდა იყო ?.... შენ ?... ხელი უკვე ჩვეულ მოძრაობას ითხოვს , უბრალოს , მაგრამ გენიალურს . ვფხიზლდები ... ოთახიდან ისევ ჟრიამული ისმის , მთვრალი გოგოები ყირაზე გადადიან , ხალისობენ , ალბათ აღარც ვახსოვარ ?.... ფული ხომ გადახდილია . მოულოდნელად ნაცნობი ციმციმი მჭრის თვალს , მაცხნივ , ფანჯარაში , ლურჯი და წითელი ფერის მონაცვლეობაა ... არა ეს არ მეჩვენება , ხმაც ისმის , უსიამოვნო , მუსიკის გადაფარვას რომ ცდილობს . აჰაა ... მოვიდნენ უკვე !.. მომაგნეს !... ასე მალე ?... ძალიან კარგი ... თვალს ვხუჭავ , ასანთს მაგრად ვუჭერ ხელს და ... როგორც წესი სანამ ერთი ერთი პროცესი არ დამთავრდება , მეორე არ დაიწყება , ასე რომ ... ღმერთოო .... როგორ მიყვარს სიცოცხლე .
.....................................................................................................................................................................................................
ხელოვნური თანამგზავრი რომელიც 45 გრადუსიანი კუთხითაა დაკიდებული ორბიტაზე , მოულოდნელად შეშფოთდა , მისმა ზემგრძნობიარე ინფრაწითელმა დეტექტორებმა ქვევით , ცოდვილ მიწაზე, აფეთქება დააფიქსირეს . ახლა მალე სახანძრო ეკიპაჟი გამოვა, იჩქარეთ , ბიჭებო !... იჩქარეთ ... თუ იყოჩაღებთ იქნებ შესაბამისმა სამსახურებმა დნმ–ის ანალიზისთვის საჭირო ძვლის ნამსხვრევის ამოჩიჩქვნა მაინც შესძლონ ნახანძრალ გამომწვარ მიწაზე . მე მიყვარს სიცოცხლე !... უსაზღვროდ მიყვარს !...
P.S.
.......დიდი , ლამაზი ავტობუსი უხმაუროდ მიჰქრის .... მაინც რა სწრაფად გარბიან უკან კოხტა მოვლილი ხეები , პატარა სახლები , კაშკაშა ფერად შეღებილი ბენზინგასამართი სადგურები !... კომუნიკაციები თანდათან მატულობს , რაც იმას ნიშნავს რომ დიდი ქალაქი ახლოვდება . ავტობუსში ყველა მე მიყურებს , ალბათ ჩემი იდიოტური უსაგნო ღიმილის გამო . ვერ ხვდებით არა , რა შეიძლება უხაროდეს ახალგაზრდას , რომელიც 18–ის გახდა ?... ოოო .... ის ძალიან მდიდარია !... მას დიდი , შეუფასებელი კაპიტალი აქვს --- მთელი ცხოვრება... მერე ავტობუსს ვაჩერებ , ჩავდივარ , აქედან უკვე კარგად სჩანს ქალაქის კონტურები , რომ ლივლივებს როგორც ზღვა ... ვიცდი , სანამ ავტობუსი თვალს მიეფარება , შვებით ამოვისუნთქებ , მერე ფეხით მივუყვები ქალაქისკენ. აი მეც დავბრუნდი !... შემიძლია თავიდან დავიწყო ყველაფერი .!... მე 18–ის ვარ და მე ძალიან მიყვარს სიცოცხლე. დიახ , ნამდვილი , აქტიური , სრულყოფილი , სიცოცხლე ..........................
14.10.2010. სერგეი ნეველი.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. კარგად წერთ, ოპტიმისტობა შეინარჩუნეთ ბოლომდე +5 კარგად წერთ, ოპტიმისტობა შეინარჩუნეთ ბოლომდე +5
12. ძლიერი თანაც დასამახსოვრებელი ტექსსტია, ყველა დეტალი ნათლად გებეჭდება თავში. მეც მიყვარს სიცოცხლე! მე 17 ის ვარ :) ძლიერი თანაც დასამახსოვრებელი ტექსსტია, ყველა დეტალი ნათლად გებეჭდება თავში. მეც მიყვარს სიცოცხლე! მე 17 ის ვარ :)
11. საინტერესოა და არა მარტო. :) პროზაიკოსი იგრძნობა აქ ... ტექსტიც ამაზე მეტყველებს და რეიტინგიც :) ქეთ-ისგან მოვედი აქ და აღმოჩნდა რომ ეს ნორმა ყოფილა აქედან დასკვნა _ აქაც და იქაც, კომენტატორები საიტზე ”მკითხველთა ელიტას” ქმნიან. სიამოვნებით ვუერთდები ამ კამპანიას :) საინტერესოა და არა მარტო. :) პროზაიკოსი იგრძნობა აქ ... ტექსტიც ამაზე მეტყველებს და რეიტინგიც :) ქეთ-ისგან მოვედი აქ და აღმოჩნდა რომ ეს ნორმა ყოფილა აქედან დასკვნა _ აქაც და იქაც, კომენტატორები საიტზე ”მკითხველთა ელიტას” ქმნიან. სიამოვნებით ვუერთდები ამ კამპანიას :)
10. სამზარეულოში გავდივარ , იქ სიურპრიზი მხვდება ... რა წყვილია !... ერთი გოგო მაგიდაზე წამოსკუპებულა , მეორეს კი ურცხვად უდევს თავი მის შიშველ მუხლებზე ... ისეთი ლამაზი , დახვეწილი , თეთრეული აცვიათ , ვშტერდები , წამით მეტყველების უნარს ვკარგავ , მერე მოვდივარ აზრზე ... რა საზიზღრობაა !.... ესენი როდის წამოვიყვანე ?....
გაიხარე, რეზო! ისე, ჩემი გადაღებული სურათი არ მოგეწონა? დააკოპირე და ის დადე, არ გირჩევნია? სამზარეულოში გავდივარ , იქ სიურპრიზი მხვდება ... რა წყვილია !... ერთი გოგო მაგიდაზე წამოსკუპებულა , მეორეს კი ურცხვად უდევს თავი მის შიშველ მუხლებზე ... ისეთი ლამაზი , დახვეწილი , თეთრეული აცვიათ , ვშტერდები , წამით მეტყველების უნარს ვკარგავ , მერე მოვდივარ აზრზე ... რა საზიზღრობაა !.... ესენი როდის წამოვიყვანე ?....
გაიხარე, რეზო! ისე, ჩემი გადაღებული სურათი არ მოგეწონა? დააკოპირე და ის დადე, არ გირჩევნია?
9. ოოო .... ის ძალიან მდიდარია !... მას დიდი , შეუფასებელი კაპიტალი აქვს --- მთელი ცხოვრება...
მე მიყვარს სიცოცხლეეეე!!!!!!!!!!! 555! რა საოცარია?! ასეთი პროზა და მხოლოდ 9 ქულა რეიტინგად?!!! :-? მდაააა... საინტერესოა... ოოო .... ის ძალიან მდიდარია !... მას დიდი , შეუფასებელი კაპიტალი აქვს --- მთელი ცხოვრება...
მე მიყვარს სიცოცხლეეეე!!!!!!!!!!! 555! რა საოცარია?! ასეთი პროზა და მხოლოდ 9 ქულა რეიტინგად?!!! :-? მდაააა... საინტერესოა...
8. არა ციფრები არ არის მთავარი...ციფრები დასაზღვრულია...სრულყოფილება კი დაუსაზღვრავი...მიყვარს შენი კითხვა სერგეი :) არა ციფრები არ არის მთავარი...ციფრები დასაზღვრულია...სრულყოფილება კი დაუსაზღვრავი...მიყვარს შენი კითხვა სერგეი :)
7. ციფრებია მთავარი და კიდევ ნიშნები. მაგარი ფრაზაა ბიდჯო. თვით ფინეთის ქვეშევრდომიც აღფრთოვანდებოდა ამით. ციფრებია მთავარი და კიდევ ნიშნები. მაგარი ფრაზაა ბიდჯო. თვით ფინეთის ქვეშევრდომიც აღფრთოვანდებოდა ამით.
6. უნდა გიყვარდეს ,უნდა გიყვარდეს, სიცოცხლე მაინც კარგია +5 უნდა გიყვარდეს ,უნდა გიყვარდეს, სიცოცხლე მაინც კარგია +5
5. ნამდვილი , აქტიური , სრულყოფილი , სიცოცხლე .......................... მიყვარს :) ნამდვილი , აქტიური , სრულყოფილი , სიცოცხლე .......................... მიყვარს :)
4. მიმოვიხედე , მერე ერთ ასანთის ღერს ვირჩევ და ყურადღებით ვაკვირდები , ნუთუ ეს შ ე ნ უნდა იყო ?.... შენ ?... ხელი უკვე ჩვეულ მოძრაობას ითხოვს , უბრალოს , მაგრამ გენიალურს. -შე მართლა გენიალურო, შენა! მიმოვიხედე , მერე ერთ ასანთის ღერს ვირჩევ და ყურადღებით ვაკვირდები , ნუთუ ეს შ ე ნ უნდა იყო ?.... შენ ?... ხელი უკვე ჩვეულ მოძრაობას ითხოვს , უბრალოს , მაგრამ გენიალურს. -შე მართლა გენიალურო, შენა!
3. .......დიდი , ლამაზი ავტობუსი უხმაუროდ მიჰქრის .... მაინც რა სწრაფად გარბიან უკან კოხტა მოვლილი ხეები , პატარა სახლები , კაშკაშა ფერად შეღებილი ბენზინგასამართი სადგურები !... ვკითხულობ და მეც ვზივარ იმ ავტობუსსი და მივქრივარ....:) ისე ცოცხალია ეს ყველაფერი... .......დიდი , ლამაზი ავტობუსი უხმაუროდ მიჰქრის .... მაინც რა სწრაფად გარბიან უკან კოხტა მოვლილი ხეები , პატარა სახლები , კაშკაშა ფერად შეღებილი ბენზინგასამართი სადგურები !... ვკითხულობ და მეც ვზივარ იმ ავტობუსსი და მივქრივარ....:) ისე ცოცხალია ეს ყველაფერი...
2. ...საწოლს რკინის ჯოხი გამოვაძვრე და გადავმალე , ვგრძნობდი რომ როდესმე აუცილებლად დამჭირდებოდა ხელს ვკიდებ და რკინის სიცივე გულში შეიჭრა თითქოს , მერე გათბა . –– ჩემი უტყვი რკინის მეგობარი !....–– ვეფერები ნაზად ვუსმევ ხელს საღებავგადაცლილ ლითონს
წერ მძაფრად...ცოცხლად...ხელშესახებად...555555555555 ...საწოლს რკინის ჯოხი გამოვაძვრე და გადავმალე , ვგრძნობდი რომ როდესმე აუცილებლად დამჭირდებოდა ხელს ვკიდებ და რკინის სიცივე გულში შეიჭრა თითქოს , მერე გათბა . –– ჩემი უტყვი რკინის მეგობარი !....–– ვეფერები ნაზად ვუსმევ ხელს საღებავგადაცლილ ლითონს
წერ მძაფრად...ცოცხლად...ხელშესახებად...555555555555
1. აი ესეთი ოპტიმისტური მომწონხარ... მეც მიყვარს სიცოცხლე და კიდევ მიყვარს ფრაზა ,, ჭიქის არსი მის სიცარიელეშია" აი ესეთი ოპტიმისტური მომწონხარ... მეც მიყვარს სიცოცხლე და კიდევ მიყვარს ფრაზა ,, ჭიქის არსი მის სიცარიელეშია"
|
|
მონაცემები არ არის |
|
|