ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რებეკა
ჟანრი: პოეზია
19 ოქტომბერი, 2010


ნათლის სხივივით

ჩვენ დავიწყება რომ გვეგონა ადრე  მარტივი
ძნელი  ყოფილა უსაშველოდ. 
                                                დღეს  თუ  არ ვტირი
მხოლოდ იმიტომ,
                            ვერ შევძელი  დამვიწყებოდი...
გავსრულდებოდი... 
                              მერე  ისევ დავიწყებოდი
ხელმეორედ და
                        მეასედ და
                                              მემილიონედ,
მეყვარებოდი...
                        თუნდაც ისევ  ცრემლი მდიოდეს
თვალებიდან და  გული  ისევ ისე  მტკიოდეს...
ყოველ მომდევნო დაბრუნებას გავამართლებდი
თუ  შენს  თვალებში   
ერთხელ მაინც  გავანათებდი
ნათლის  სხივივით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები