გასაუბრება
იყოს შენი ხმა აფოფრილი სასოწარკვეთა ოღონდ ძველისძველ სამკაულებს აღარ მოედო, სიტყვის ნაპირი მონაცრისფრო მზერით დაკვეთეს და, შეგაღამდა მოლოდინის გზაზე, პოეტო! შენ შეგაღამდა. ოღნდ ახლა ნურაფერს იტყვი, ოღონდ ბრმა წყვდიადს ნუ დაფოთლავ ძველი ცრემლებით, და, მერე, თუნდაც დაგაწამლოს სამყარომ სიტყვა, სამყარომ-შენ რომ ვერასოდეს ვერ შეგელევა, ახლა დადუმდი. ხლა რაღაც უნდა ჩამოდნეს, უნდა მოგიხმონ, უნდა გკითხონ და გამოგრიყონ რომ მერე ფოთლის ჩამომჭკნარი ფერით ხარობდე და ჯიღად გედგას მომლოდინე მტკივანი სიტყვა და მოყვითალო ფოთლის სევდა შურდეთ მავანებს-, რაღაცა შურდეთ ამ დუმილში და სინანულში, ვარდისფერ ეკლებს ისე იხდენს ზეცის თავანი ვინ რას მოროშავს შენს დუმილზე, ვინ რას მოროშავს... აკეცე ფარდა-უმჯობესი იქნება ასე- ნუ დაუდგები ძველი ცრემლით სამყაროს მისნად, შენ იცი შენი დასისხლული გენიის ფასი, შენ გინდა, შენი დაეკლილი გენია იხსნა. პოეტო, ერთმა, ერთმა ბიჯმაც იქნებ წაშალოს შენი ბალღური აღტაცებით მშვენი იერი, ამ სამყაროში რაღაცა თუ არ შეგეშალა, იმ სამყაროში ვერ იქნები მხნე და ძლიერი. ერთი ნაბიჯი... მოფართქალე ჩიტის გულებით სავსე და მაინც ამოზრდილი მიწის ხმებიდან... ჩამოიხსენი ეგ ბრჭყვიალა სამკაულები და გაიქეცი, გაიქეცი ამ ცხოვრებიდან. 1994.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. მომეწონა 7 ქულა
მომეწონა 7 ქულა
9. 4 უფრო კარგად შეიძლებოდა. 4 უფრო კარგად შეიძლებოდა.
8. "შენ შეგაღამდას" - "შემოგაღამდა" ხომ არ აჯობებდა? ეს ისე, ჩემი მოკრძალებული შენიშვნა. 4 "შენ შეგაღამდას" - "შემოგაღამდა" ხომ არ აჯობებდა? ეს ისე, ჩემი მოკრძალებული შენიშვნა. 4
7. კარგად არა ძალიან კარგად დაიწყო მერე ცოტა ვერ 4 კარგად არა ძალიან კარგად დაიწყო მერე ცოტა ვერ 4
6. შენ შეგაღამდა. ოღნდ ახლა ნურაფერს იტყვი, ოღონდ ბრმა წყვდიადს ნუ დაფოთლავ ძველი ცრემლებით, და, მერე, თუნდაც დაგაწამლოს სამყარომ სიტყვა, სამყარომ-შენ რომ ვერასოდეს ვერ შეგელევა"
გაუმართავია ეს სტროფი შენ შეგაღამდა. ოღნდ ახლა ნურაფერს იტყვი, ოღონდ ბრმა წყვდიადს ნუ დაფოთლავ ძველი ცრემლებით, და, მერე, თუნდაც დაგაწამლოს სამყარომ სიტყვა, სამყარომ-შენ რომ ვერასოდეს ვერ შეგელევა"
გაუმართავია ეს სტროფი
5. :) მომეწონა... :) მომეწონა...
4. მიუხედავად "სიძველისა" ,ძალიანკარგად მესმის და ვაფასებ მიუხედავად "სიძველისა" ,ძალიანკარგად მესმის და ვაფასებ
2. "ამ სამყაროში რაღაცა თუ არ შეგეშალა, იმ სამყაროში ვერ იქნები მხნე და ძლიერი." ჩემი სათქმელი გითქვამს...:)
"ამ სამყაროში რაღაცა თუ არ შეგეშალა, იმ სამყაროში ვერ იქნები მხნე და ძლიერი." ჩემი სათქმელი გითქვამს...:)
1. სხვა დროს, თუ დადებთ აკადნუსხურში აკრებილ ტექსტს, ჯერ იქვე არსებული ღილაკით "acadnusx-> sylfaen" გადაიყვანეთ სილფაენში და შემდეგ მიეცით შეტანა
წინააღმდეგ შემთხვევაში ლათნური ასოებით დაიდება სხვა დროს, თუ დადებთ აკადნუსხურში აკრებილ ტექსტს, ჯერ იქვე არსებული ღილაკით "acadnusx-> sylfaen" გადაიყვანეთ სილფაენში და შემდეგ მიეცით შეტანა
წინააღმდეგ შემთხვევაში ლათნური ასოებით დაიდება
|
|
მონაცემები არ არის |
|
|