ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სალადინი
ჟანრი: პოეზია
21 ოქტომბერი, 2010


გაფრენა წვიმაში

წვიმს, ჩემს საფრენ ბილიკზე ნისლია,
მწყინს, ფიქრი გამექცა საძილედ.
ამინდმა განაჩენად ისმინა,
წვიმის მონოლოგი ხანგრძლივი.
დგას, ნისლი თავდაკარგულ ქალივით,
მგავს, გაურკვევლობაში ამინდი.
ხომ არ აჯობებს, რომ დავლიო,
და ნისლთან დანისლული გავიდე...
ცრის, შეკრულია აქვს ცას პირი,
ვცლით მე და ბოთლი დარდს, ვმკურნალობ.
წვიმაში აფრენას ვაპირებ,
და ნისლებში დაკარგვას, უბრალოდ...





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები