ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქარდა ქარდუხი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
21 ოქტომბერი, 2010


საქმე N. კონსული იუწყება




                სხვა საიტზე მქონდა სტატია გამოქვეყნებულ სადაც ვსაუბრობდი, ბათუმში ნური გელის ტბაში 1912 წელს როგორ იგეგმებოდა თვითფრინავების სადგურის აშენება, მაგრამ ეტყობა ნური გელის ტბა მრავალმხრივსაინტერესო ყოფილა რუსებისთვის და არა მარტო „აეროპორტად“  ეგულებოდათ იგი. მოკლედ რას არ აპირებდნენ ამ ტბაში და რა გეგმები არ ქონდათ!  აი ერთ-ერთი გეგმით და გეგმას გამცდარსა გავდა ეს ამბავი, რუსები  ტორპედოებიანი გემების  სადგურად აპირებდნენ ტბის გადაქცევას.
        მოკლედ კონსული სტივენსი იუწყებოდა და ემოცია მაინცადამაინც არ იკითხება მის წერილში, ბათუმში ბრიტანეთის კონსულის ჩვეულებრივ მოხსებებასა გავს, ზემდგომოს მიმართ გაგზავნილს, მაგრამ რაღაცნაირი ჩუმი შეშფოთება აშკარად იკითხება; 1899 წელია, ახალ საუკუნეში გადადის კაცობრიობა მალე და აგერ ბათუმში რუსები ახალ ხათაბალას აწყობენ თურმე. ხათაბალას რა- ბაზას, მაგრამ ბაზა ხომ უკვე ჰქონდა  რუსებს ბათუმში, ბრიტანელებისმიერ  ბერლინის კონგრესისაგან გამოცინცლული „პორტო ფრანკო“, და ვალდებულება ბათუმი ყოფილიყო „ძირითადად კომერციული“ ნავსადგური კარგა ხნის წინ „მოისაერთაშორისხელშეკრულება“ უკვე რუსეთმა,  აღარაფერი უშლიდა ხელს, ბათუმში ბაზას შექმნიდა  კი არა საეროდ  პოლიგონად აქცევდა ქალაქს თუ მოისურვებდა, მაგრამ ამას ეტყობა უკვე სტივენსიც აღარ ელოდა: რუსები ბათუმში, ბათუმში რა,  ბათუმის ტბაში, ნური გელის ტბაში... მოდით მასვე მოვუსმინოთ:
          „ბატონო ჩემო,
ჩემი 1899 წლის # 12 მოხსენებასთან დაკავშირებით, მაქვს პატივი ვაცნობო თქვენს აღმატებულებას, რომ  [ რუსეთის] საზღვაო ძალების მესვეურებმა  საბოლოოდ გადაწყვიტეს აქციონ ნური გელის ტბა ტორპედოებიანი გემების ნავსაყუდრად. გემი „ნოვოსელსკი“,  უშველებელი მიწახაპია,  რომელიც მიეკუთვნება რუსეთის საზღვაო სანაოსნოსა და სავაჭრო კომპანიას, ჩამოვიდა აქ [ბათუმში] რამდენიმე დღის წინ, ზღვასა და ტბას შორის მდებარე მონაკვეთში არხის გასაყვანად.
      მიწახაპია  ნაწილებად  გადაიტანეს  ქალაქის დასავლეთ ნაწილში  და განათავსეს  ტბის ნაპირას სადაც მისი  აწყობის სამუშაოები დაიწყება დღეს.
უღრმესი პატივისცემით.
პატრიკ სტივენსი.“
      პატრიკი ამ მოხსენებას  უგზავნის  მარკიზ ლენდსდაუნს. ამ პერიოდში მარკიზ ლენდსდაუნის ტიტულს ატარებდა ჰენრი ჩარლზ კეიტ პეტი ფიცმორისი.
    ( მეხუთე ლენდსდაუნის მარკიზი (1845-1927). ცნობილი ბრიტანელი პოლიტიკოსი: კანადის გენერალ გუბერნატორი (1883-1888), ინდოეთის მეფისნაცვალი (1888-1894), სახელმწიფო მინისტრი ომის საკითხებში,(1895-1900), სახელმწიფო მდივანი საგარეო საკითხებში (1900-1905).
    როგორც ვხედავთ, მოცემულ პერიოდში ის გახლდათ სახელმწიფო მინისტრი ომის საკითხებში, და ბუნებრივია ტორპედოების სადგურის შესახებ ცნობა სწორედ მას უნდა მიეღო, როგორც სჩანს უკვე იკვეთებოდა პირველი მსოფლიო ომის კონტურები და შესაძლო მოკავშირეები რომელთაც ჯერაც არ დაედოდ „გულითადი“ შეთანხმება, ( l’Entente cordiale) გერმანელებზე უფრო ერთმანეთის სამხედრო შესაძლებლობებს იკვლევდნენ.
    იკევთებოდა ომის კონტურები, რომელშიც  დიდი როლის თამაშს აპირებდა საქართველო და კერძოდ ბათუმი.
        ბედის ირონიით ყოველთვის სხვათა  ბაზებს, ბაზების განლაგებას და სამხედრო ბლოკებს უნდა გადაეწყვიტა საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკიხი.
      ერთი კარგად უნდამოვიძიო დოკუმენტები, რა იცი კიდევ რამეს ხომ არ აპირებდნენ ნური გელის ტბაში რუსები, ან ხომ არ  დაფლეს რამე შიგ, ბათუმელებს კარგად ემახსიოვრებათ ამ შვიდიოდე წლის წინ ყოფილი მეთაური რა გამალებით აშრობდა ტბასა და სჩიჩქნიდა ტბისპირს, ნეტა რამე ინფორმაცია ხომ არ ჰქონდა?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები