ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
2 ნოემბერი, 2010


ფერეიდანი


ფერეიდანი, ფერეიდანი,
ოთხასი წელი ეს სიტყვა ისმის.
ხალხით სავსეა დღეს მეიდანი,
შორიდან გვესმის ყივილი სისხლის.
არ დავივიწყებთ ქართულს ირანში,
ქრისტეს არ გავცემთ იუდასავით.
მაინც ვიმღერებთ ფერეიდანში,
თუნდაც რომ გაგვცენ იასესავით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები