ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ლელა-65
ჟანრი: პოეზია
26 ოქტომბერი, 2010


  ჩამოტვირთვა

როდის მოხვალ...

მოდიხარ, ისე, ჩვეულებრივ, თითქმის სხვებივით.
კითხვას სვამ, ყველა შემოსვლაზე მხოლოდ შენებურს...
და რომ ტკივილი დამიამო, უცებ ხვდები რით
დამამშვიდებ და კარებივით ღიას ტოვებ გულს.

დაწერე რამე?-შენ ამბობ და მე ისე ვღელავ,
როცა ზარმაცი მოზარდივით ვცდილობ გავწითლდე.
დავყურებ მაჯებს, ვიწრო მაჯებს და ვამბობ: ვერა!
გადავიღალე, ალბათ თორემ რამეს დავწერდი.

მე, გიხსნი როგორ გამირთულდა უკვე ეს წელიც,
შენ კი ხმამაღლა მეუბნები პოეტი ხარო...
და ლექსს თუ დაწერ უნდ იყოს ლექსი "მეწყერი".
ძნელია სიტყვა მკითხველამდე რომ მიიტანო.

მერე კი ყავა მიზეზია... და როცა ოხვრა,
სამზარეულოს კედლებს რჩება ყავის ორთქლივით.
შეგეკითხები გულუბრყვილოდ: კვლავ როდის მოხვალ?
და ასე ჩავტევ, ერთ კითხვაში, ერთად, ბევრ ტკივილს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები