ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
24 ოქტომბერი, 2010


ჯაზი



მარი, მარი, მარი,
წყნარი, მოღიმარი!
მარის უყვარს ქმარი,
ბევრი უარა.

მერე, მოწყენილი
მაინც, რატომ არი?! -
ვერ გაიგო,  იმ ქმარს
უყვარს თუ არა.

ეკითხება ანა:
- მაინც გიყვარს ქმარი?
და პასუხობს მარი:
- ჰო, ანა!

ასეთია მარი,
ქმართან ნაომარი,
რა ქნას, უყვარს ქმარი,
ქმარს კი უყვარს მარი...
მარი...ჰუ....ანააა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები