ნაწარმოებები


ლიტერატურულ კონკურს "ეგო-არტი 2014"-ზე საკონკურსო მასალების მიღება გრძელდება მიმდინარე წლის 19 სექტემბრამდე     * * *     ლიტერატურული კონკურსი „ემიგრანტის წერილი 2014“-ზე საკონკურსო მასალების მიღება გრძელდება მიმდინარე წლის 10 ოქტომბრამდე     * * *     ლიტერატურული ჟურნალი „ანეული“ აცხადებს „ერთი მოთხრობის კონკურსს“ რევაზ ინანიშვილის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე "ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები"     * * *    

ავტორი: თაკა სელეპანიშვილი
ჟანრი: პოეზია
29 ოქტომბერი, 2010


ნიღბებს მიღმეთიდან

სიბნელეს ვითხოვდით,
ბჟუტავდა ფანჯრიდან სინოტივე.
რაღაცას ითხოვდნენ წამები,
როდესაც ვჩუმდებოდით
და ზოგჯერ მოწყენით,
ზოგჯერ უხერხულად ამთქნარებდნენ.

წვეთები სველ ფანჯრის მინაზე
ტოვებდნენ ნათითურებს და კვალს,
იმის რომ შემოესმინათ ყველაფერი.
მე ისტერიულად სიგარეტს
ღერს ღერზე ვეწეოდი
და შენ სანთებელას
სიკვდილ მისჯილივით აწვალებდი.

თმა გავიშალე და
კედელზე ქსელებად მიმოვბლანდე.
როცა დამიდუმდი,
სიცილით სიჩუმეს გიქარვებდი.
შენ ასე მოხდენით,
ჭკვიანის როლი ხომ შეითავსე
და მე კი უნიღბოს,
ახლოსაც ვეღარ მიკარებდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები