ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პოეზია
5 აგვისტო, 2008


ვა-ბანკი

აღარ დავფიქრდები არაფერზე-
ყველაფრის ცოდნისას რწმენა ქრება,
ნავის ტარებას თუ ტალღებს ვანდობ-
სიცოცხლეს ეშხი ემატება.

შიში გვერდზე უნდა გადავდო და
წყალში გადავყარო ეს ნიჩბებიც,
რისკი უფრო ნაკლებ საშიშია
ეჭვების წყალქვეშა მეჩეჩებზე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები