ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: მუხრან აბაშიძე
ჟანრი: პროზა
27 ოქტომბერი, 2010


ის, ის და მე (მომავალი აწმყოს ცხადი სიზმარი)

  სახურავის ტკაცუნი ისმოდა სახლში და მყუდროებას ერთფეროვნებას სტაცებდა...
  აივანზე გავედი და ნიავი ნანასავით შემომეხმიანა; მზე ნამივით წყალში და მიწაზე იცლებოდა...თვალი მოცეკვავეებმა მიიზიდეს, თითქოს ნიავის სიმღერაზე ცეკვავენო და ზღვისაკენ გავემართეთ მე და მუზა, მუზა და მე. ზღვის ხელმწიფება მეტად მაოცებდა, ის იყო იმ წუთში სიმშვიდის მეფეთ-მეფე, აბობოქრებულ მღელვარებას ფარავდა სადღაც მშვიდი ტალღების შეუპოვრობა...
  -ის-ის იყო ავითვისე იმ ადგილის დინჯი გარემოცვა, თითქმის ვაქციე იგი ჩემად, როცა ნაპირიდან საკმაოდ შორს წითელი ვარდი შევნიშნე და ისევ ძალუმად დამეწყო გულისცემა. ისე ბრწყინავდა და ელვარებდა, ვიფიქრე, მოფერებას ელის მეთქი და მე ვარდის საკოცნელად წავედი. რაც უფრო ვუახლოვდებოდი, - მზის სხივებივით თვალებს მჭრიდა მისი არამიწიერი ბრწყინვალება, მაგრამ მაინც ვუყურებდი და ვღელავდი - ძალიან მინდოდა ვარდისგულის დანახვა. მაგრამ რად მინდოდა, - როცა სულ ახლოს მივედი, ვეღარ დავინახე ვერც ვარდი და ვერც მისი თვალებისა და გულის სათნოება. გამოვცურე უკან სინათლით გაჟღენთილმა. ენა თვალებში ჩამივარდა: ვარდი ნაპირიდან კვლავ მოჩანდა, უფრო ბრწყინავდა და მორცხვად იღიმოდა.
  ცოტა ჩავფიქრდი: ნუთუ არ მომცემს კოცნის უფლებას?.. მუზამ ჩამძახა რაღაც და ისევ ზღვის სიღრმეს მივაშურეთ; ისევ ისე განმეორდა: მივუახლოვდი და გაქრა, დავშორდი და გამოჩნდა...
  - მესამედ , როცა ნაპირზე  გამოვედი, ვარდი უკვე აღარ ჩანდა. დიდხანს ველოდით მე და მუზა მის გამოჩენას, მაგრამ სამწუხაროდ ამაოდ; საბედნიეროდ ვარდისგულს მოვკარი გულისთვალი და გავუღიმე; მართალია, აღარსად ჩანდა, მაგრამ სამუდამოდ დარჩა ჩემში. ახლა უკვე სამნი ვიყავით: მუზა - გონებაში, ვარდი - გულში და მე - ვარდიანი ღიმილის სამყაროში...
  ზღვა ისევ მშვიდი იყო. მე და მუზა სახლში დავბრუნდით. ჩვენ ბევრი დაგვიგროვდა სალაპარაკო და მარტო ე რ თ ი    წ უ თ ი არ გვეყო სამუსაიფოდ. ის მეუბნება: ის თვითონ მოვა შენთან, მშვიდად დაელოდე!
  მე ზღვაზე მეტად დავმშვიდდი.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები