 | ავტორი: გიზო ჟანრი: იუმორისტული 28 ოქტომბერი, 2010 |
(ეგვიპტურ - იმერული ესკიზები)
ეგვიპტე 2500 წ. ჩ.წ. აღრიცხვამდე.
ფარაონ ხეფრენს მეუღლედ კოლხელი ქალბატონი ციცერონე ჰყავდა. მათ ერთადერთ შვილს ეგვიპტელთა ღვთაების - მზის და კოლხელი ბებიის საპატივცემულოდ მზია ერქვა. ფარაონის სასახლეში ნადიმი მეზობელი ქვეყნის ნუბიის მეფის და მისი ვაჟიშვილის ზეზვას საპატივცემულოდ იმართებოდა. ნადიმი ახალგაზრდების გაცნობის მიზეზით იყო მოწყობილი. აფრიკის მაღალმთიანეთში გაზრდილი ნუბიის უფლისწული, ცხვირში ძვალგაყრილი ზეზვა საოცრად მორიდებული და მორცხვი კაცი იყო. იგი ახლოს ვერ მიდიოდა მზიასთან, ნუბიიდან ჩამოყვანილ ძაღლს - კინგს ეფერებოდა, კინგი არ ასვენებდა პატრონს, ლოკავდა, ზედ ახტებოდა, ზეზვას ცხვირში გაყრილ ძვლის დაგემოვნებას ლამობდა. უფლისწული ძლიერი ხელებით იგერიებდა ძაღლს, ჯაბნიდა ოთხფეხა მეგობარს, რისთვისაც ძლიერი კუნთების დემონსტრირება უხდებოდა, ამით მზიას მოხიბვლას ცდილობდა, მალულად აპარებდა მისკენ თვალს და სიამოვნებდა, როცა საპასუხო მზერას აწყდებოდა. დედოფალ ციცერონეს ახალგაზრდების გაუბედავი საქციელი არ გამორჩენია, მზიას კატა შეაჩეჩა ხელში და ზეზვასთან ერთად გიზეს პირამიდებთან გასეირნება შესთავაზა. ქვაში გამოთლილი კერპების კორიდორის გავლით ზეზვა და მზია ოთხფეხა მეგობრებთან ერთად პირამიდებისკენ მიმავალ გზას დაადგნენ. ეგვიპტის დედა მდინარე, ლელის და ლერწმის მწვანეში ჩაფლული ნილოსი ზანტად და უხმაუროდ დაედინებოდა კალაპოტსა შინა. ზეზვას და მზიას ყურადღება პირამიდების მშენებლების ხმაურმა მიიპყრო, რომლებიც სამტონიან ქვის ბლოკებს ჭიანჭველებივით შესეოდნენ და ძლივძლივობით მიათრევდნენ პირამიდის წვეროსკენ. მშენებლობის პროცესს ქანცგაწყვეტილ მუშათა გმინვა და ოხვრა თან სდევდა. ზეზვა იტანჯებოდა, საუბრის წამოწყების მიზეზს ვერ პოულობდა, გზადაგზა კინგს ეთამაშებოდა. ზეზვას დუმილით უკმაყოფილო მზია კატას ეფერებოდა. - ტრეფი, ლამაზი პატარა ტრეფი. ტრეფი მზიას უეცრად დაუსხლტა ხელიდან, ლერწამში შეხტა, თაგვი გამოათრია და გზაზე გაწვა, ნადავლს ეთამაშებოდა, აწვალებდა. კინგს ცნობისმოყვარეობამ სძლია, ახლოს მივიდა და თაგვს თავისი დიდი თათი დაადო. ამასობაში პირამიდის მხრიდან რაღაცამ იქუხა, სამტონიანი ბლოკი პირამიდიდან დიდი სისწრაფით დაგორდა, თან ორი მშენებელი წამოიყოლა. შეშინებულმა ტრეფმა და კინგმა თაგვი მიატოვეს და პატრონებს აეკვრნენ. მზიამ გულწასული თაგვი ხელში აიყვანა, ეს იყო პირველი ტრეფი კინგის მსხვერპლი ძველ სამყაროში... საჰარის უდაბნოდან მონაბერი ქარი მზიას ხელში გაწოლილ თაგვს თმას უჩეჩავდა, ზეზვას მზიასთან მიახლოების მიზეზი მიეცა, თაგვს ისიც მიეფერა, მათი ხელები ერთმანეთს შეეხნენ... ეგვიპტის, ნუბიის და საჰარის უდაბნოს ქვეყნების ადათწესის მიხედვით, თუკი გულწასული თაგვის ფერებისას ქალ-ვაჟის ხელები ერთმანეთს შეეხებოდა, რა დროსაც შორიახლოს კატა და ძაღლი იქნებოდნენ, და თუ კი ამ დროს საჰარის უდაბნოდან მონაბერი ქარი თაგვს ქოჩორს მარცხნივ გადაუწევდა და ამავდროულად პირამიდიდან ორი მუშა ჩამოვარდებოდა, ასეთ შემთხვევაში ეს ქალ-ვაჟი უნდა დაქორწინებულიყვნენ. ამ იშვიათი თანხვედრით გახარებული მზიას დედა ციცერონე ტურისტულ სააგენტო “აქლემტურს” ესტუმრა, შუამდინარეთისკენ “ტუდა-აბრატნი” 2 ბილეთი შეიძინა და ახალგაზრდები საქორწილო მოგზაურობისთვის გაამზადა.
გამგზავრების დღე.
მემფისის მოედანზე წამოწოლილ აქლემებს ტურ ოპერატორები გასამგზავრებლად ამზადებენ. საგზლით სავსე ხურჯინებს თოკებით ამაგრებენ, აქლემები კუზებს წყლით ივსებენ... ტექ დათვალიერების შემდეგ, აქლემები მიწიდან წამოდგნენ, ატორტმანდნენ, აფრუტუნდნენ. ზიგზაგის ფორმის ცხოველებმა მხედრებთან ერთად აღმოსავლეთისკენ იქციეს პირი. მოედანზე მყოფ მზიას დედას ცრემლი მოადგა, რაღაც გაახსენდა, ადგილიდან მოწყდა და ყვირილით: - გააჩერეთ, გააჩერეთ... მზიას დაეწია. - მზია გამომართვი აი მოსასხამი, უდაბნოში იმფერი ქარი იცის, წიწკნის ყოლიფერს ნენა. მზიამ მოსასხამი გამოართვა და გზა განაგრძო. - გააჩერეთ, გააჩერეთ... ცოტა ხანში კვლავ იყვირა ციცერონემ და მიეწია მზიას: - ძირს ნაყარი არაფერი ჭამო ნენა ყუროფ. - დე, ხურჯინი სავსე მაქვს მზარეულის მიერ გადაღეჭილი ქონდარით და ომბალოთი, ძირს ნაყარს რა მაჭმევს შე ქალო, რა სიბინძურეა! რა, ბალღი ხომ არ ვარ... უთხრა მზიამ და გზას გაუყვა. ის იყო მგზავრები გიზას მიდამოებს უნდა გასცდენოდნენ, რომ ციცერონემ კიდევ ერთხელ შეჰკივლა და მზიას წამოეწია: - კიდევ რა გაგახსენდა? ჰკითხა მზიამ დედას. - სიდან დევიწყო არ ვიცი... მზია, ახლა მამაშენი არ გვისმენს, მითხარი შენ და ზეზვას შორის მოხდა უკვე რამე ნენა? - დედა რეებს ლაპარაკობ, სირცხვილია ზეზვა იყურება. - ზეზვა ეგეც ჯიხაიშის ბატონიშვილი ან დევონშირის ჰერცოგი არ მყავდეს... ცხვირში სირაქლემის ძვალი რომ აქვს გაყრილი, ნენა ე მაგას როგორ უნდა აკოცო? - დედა შენი მოწონებული სასიძო აგია და ახლა იწუნებ? - არა ნენა კი არ ვიწუნებ, შუამდინარეთში სირაქლემის ძვალს ვინღა ატარებს, გაგცინებენ ნენა... - დამანებე შე ქალო თავი, გამასწრო ზეზვამ. - უჯიკე მაი ცხოველს ნენა და მიეწევი ნუ გეშინია, უკან მობრუნებისას შეგვატყობიე ნენა დაგხვდებით. - არაა საჭირო. უპასუხა გულმოსულმა მზიამ - ღამით რომ მობრუნდე, სასახლის კარი დაკეტილი დაგხვდება, რაფერ შემოხვალ ნენა? - გასაღები ტილოს ქვეშ დატიე და შემოვალ. რაა შე ქალო, რა უსაშველო გახადე პირველად ხომ არ მივდივარ “სვაძებნიში” მაცალე ცხოვრება... თქვა მზიამ, ერთი მაგრად უჯიკა აქლემს და გაქუსლა. - პირველად რომ არ მიხვალ, მიზა ვნერვიულობ ნენა, ცუდს რაცხას მიგრძნობს გული... ჩურჩულებდა თავისთვის ციცერონე. ამასობაში მგზავრების სილუეტებმა ჩამავალი წითელი მზის დისკო გადაკვეთეს და მიიმალნენ.
ფარაონის სასახლე ერთი კვირის შემდეგ.
- შუამდინარეთს იქნებიან უკვე დედა ენაცვალოს, გეყურება ხეფრენ, ნიანგის კლანჭი ღომში გირჩევნია თუ ბაჟეში? ლობიო ამოვაზელინო თუ კირკაჟს შეჭამ? გეიღე ხმა შე კაცო, რავა მუმიასავით გეისუსე... პირამიდის მშენებლობიდან მობრუნებული ხეფრენი უხმოდ მიუჯდა სუფრას.
ფარაონის სასახლე ერთი თვის შემდეგ.
- არა არა, რაცხაშია საქმე, უკვე უნდა მობრუნებულიყვნენ... ადე ხეფრენ, გეინძერი შე კაცო... “აქლემტურში” წადი, შუამდინერეთიდან რა ისმისთქვა, სხვა ქვეყნებშიც ხომ არ მიდიოდა ქარავანი თქვა? ი-მეილი ნახე, ი მეილი კი არა, ი მიმინო მეიკითხე, წერილები რომ დააქვს, ხომ არ მოფრენილა თქვა?...
ფარაონის სასახლე ორი თვის შემდეგ.
ჩაკვდა სიცოცხლე სამეფოში. დაიშრიტა ეგვიპტის სული მის წიაღში, ნილოსი დაშრა, დაჭკნა მწვანე სანპირო მისი. სარკოფაგებიდან ამოსულ ოხვრის ხმას მიჰქონდა ყურთასმენა, ძველებური ხალისით აღარ ცვიოდნენ პირამიდებიდან მშენებლები, დამწუხრდნენ ეგვიპტელთა გულები, სევდა ეწვია მემფისს, ზეზვა და მზია აღარ მობრუნდნენ. უიმედობამ დაისადგურა ფარაონის სასახლეში. ციცერონე მესულთანეებს, ჯადოქრებსა და მკითხავებში დაიარებოდა, რათა რაიმე შეეტყო მისი შვილის შესახებ, მაგრამ ამაოდ... შეიკრიბნენ ეგვიპტელთა ბრძენნი თათბირზე და ურჩიეს ფარაონს, ჯადოსნური ლანგრის მეპატრონე, ორაკული მოეწვია ქალაქ ბუტოდან. ხეფრენი და ციცერონი მასპინძლობენ ორაკულს. - თქვენო უდიდებულესობავ! ახალ ინფორმაციას მოგაწვდით თქვენი შვილის შესახებ. ორაკულმა მაგიდაზე ვერცხლის ლარნაკი დადო, შიგ წყალი ჩაასხა, გარშემო სანთლები აანთო, სხვადასხვა ფორმის რკინის დეტალები შემოუწყო ლარნაკს. ჰაერში ხელები გაასავსავა და წარმოსთქვა: სამსუნგ, სამ სამსუნგ... ლანგარში წყალი ალივლიდა, წყალში რაღაც გაურკვეველი ფორმები გამოიკვეთა, ორაკულმა ერთერთი რკინის დეტალი შეატრიალა და გამოსახულება გასწორდა. - თქვენი შვილი და სიძე უცხო ქვეყანაში არიან და უკან აღარ მობრუნდებიან. მიმართა ორაკულმა ფარაონს. - ტყვილა გარჯილხარ, ეგ ისედაც ვიცი. უკმეხად უპასუხა ფარაონმა. - აცალე შე კაცო. ჩაერთო საუბარში ციცერონე. - უფრო მნიშვნელოვანი ინფორმაციაც მაქვს თქვენო ბრწყინვალებავ. მათი ქარავანი გასცდა შუამდინარეთს და გეზი კავკასიონისკენ აიღო, სავარაუდოდ ისინი იქ დარჩებიან საცხოვრებლად. მრავალი წლის შემდეგ ზეზვას და მზიას ნეშთს იპოვიან და აღადგენენ და დასვავენ ქალაქის დიდ სასახლეში, რომელსაც მუზეუმი ქვია. იმ ქალაქს უცნაური ხალხი სახლობს, მათ ძალზედ საკვირველი და საინტერესო წესჩვეულებები აქვთ, დაუჯერებელი ამბები ხდება იქ, ბუნება და ტრადიციები ჩვენგან განსხვავებული აქვთ... - დაწვრილებით მოგვიყევი ყველაფერი. ასეთი რა ხდება იმ ქვეყნად? ჩაეკითხა ციცერონე. - ერთ ძალზედ უცნაურ რიტუალზე მოგითხრობთ. ისინი ქვისგან ჩვენსავით თლიან მეფეების მონუმენტებს. გარკვეული დროის შემდეგ ზოგიერთ ძეგლს ნაგავში აგდებენ, ზოგიერთს ქალაქის ერთი კუთხიდან მეორეში დაატარებენ. მე ვერ ავხსენი ამ უცნაური რიტუალის ჭეშმარიტი არსი, შესაძლოა ვარსკვლავების მოძრაობასთან იყოს რაიმე კავშირში... მათ ქალაქს დედა მდინარე ყოფს ორად, საცხოვრებელი სახლებიდან მილები გამოდის და მდინარეს უერთდება, რის საშუალებითაც ქალაქის მოსახლეობა კოლექტიურად ამარაგებს დედა მდინარეს ფეკალური მასებით, ანუ მონელებული საჭმლით, კიდევ უფრო საკვირველი ისაა, რომ ამ მდინარეში მოსახლეობის ნაწილი თევზს იჭერს და ჭამს. საკვირველ შთაბეჭდილებას ტოვებს ქალაქში ამოსული ხეები, ისინი პერიოდულად ფერად ცელოფნის პარკებს ისხავენ. მრავალი წლის განმავლობაში ეს ერი ქალაქის ქუჩებსა თუ მოედნებზე, სხვადასხვა თავყრილობასა თუ სუფრებზე ძირითადად ერთი და იგივეს გაიძახის “გაუმარ-ჯოს, გაუმარ-ჯოს”! ხანდახან ამ რიტუალის აღმსრულებელი წამოიძახებს “არ ვარგა” რასაც კვლავ მოჰყვება იგივე “გაუმარჯოს”... შეიძლება ვიღაცას ეძახიან? ჯერჯერობით ბოლომდე ვერ ავხსენი რიტუალის არსი... ქალაქის ქუჩებში რკინის დიდი ყუთები აწყვია, დღისით შიგ სავსე ცელოფნის პარკებს ყრიან. საღამოს მოსახლეობის ნაწილი ყუთებთან იკრიბება, კამათობენ და ყუთებიდან რაღაცას ჭამენ, ღამით ყუთებთან ბორბლებიანი რკინის ცხენი მოდის და ამ ყუთს თავის პარკებიანად ყლაპავს, ცარიელ ყუთს კი ისევ უკან აბრუნებს. ჯადოსნურ ლანგარს ციცერონე ჩააშტერდა. იქ ბუნკერთან მდგარი ხალხი მოჩანდა. - ორაკულო შენ გეიხარე სამსუნგია თუ რაცხა ეგებ ოუწიო ცოტა ხმას ვერ ვყურობ რას ლაპარაკობს აი ხალხი. ორაკულმა რკინის დეტალები მიატრიალ-მოატრიალა, ბუნკერთან მდგარი კაცის ხმა გაისმა: - ვაფრთხილებ პატრულს, ვინაიდან ბუნკერებზე მოთხოვნილება გაიზარდა ან რიგები მოაწესრიგეთ ან სატალონო სისტემაზე გადავიდეთ. გაგიგია ერთს შეხვდეს მთელი ნაგავი სხვას კი არაფერი... რომელი საუკუნეა, ველურები ხომ არ ვართ... ლანგრიდან ამოსული ხმა ციცერონის კივილმა გადაფარა. - ნენა ნაგავს ჭამენ, დევიღუპე ნენა, გული მიგრძნობდა ძირს ნაყარი არაფერი ჭამოთქვა ნენა მზია, არ გაეკარო ძირს ნაყარს ნენა, თუ გესმის ჩემი, რა ბინძურ ცივილიზაციაში მომხვდარხარ, ვინ დაგწყევლა შვილო, არც თევზი ჭამო მაგათი ნენა, სადაც თევზს იჭერენ, იქ როგორ ინელებენ ნენა?.. დედოფლის კივილისგან დამფრთხალი ორაკული განერიდა სასახლეს. გადიოდნენ დღენი, ციცერონი არა და არ ასვენებდა მეუღლეს. - ხეფრენი, გეიგონე? წადი “აქლემტურს” უჩივლე, მაგათი ბრალია ყოლიფერი მაგათი... - რაფერ უჩივლო შე ქალო, ექვსჯერ რომ იყო შენი სანაქებო ქალბატონი “სვაძებნიში”, მსოფლიო რომ მოიარა, კმაყოფილები ვიყავით მათი მომსახურებით და მაინცდამაინც მეშვიდე არ მომეწონა თქვა... - ნენა გამახსენდა... - რა გაგახსენდა შე ქალო? - მეხუთე ქმრის ნათესავებმა დაწყევლეს. ვაი, მაგენი ამოწყდენ ერთ დღეს, მაგენის ხეხილმა მოისხას ცელოფნის პარკები შენი ცოდვიზა ნენა, მაგენს მიესიოთ მგლები, ტურები და მანდატურები მაგენს, მე რომ ვიტანჯები მოლოდინის ტანჯვით, მათ შეეყაროთ იგივე ნენა, ქაღალდის ტყვია მიეწიოთ და იგემონ უიმედო მოლოდინი რაა ნენა, ქე რომ ელოდები და რას ელოდები რო აღარ გახსოვს ნენა, ალაგ ალაგ კაი რეკლამა მაინც ჩააკვეხონ გავერთობოდით ნენა, რეკლამის მერე რომ აღარ გახსოვს რეკლამის წინ რა ნახე ნენა, ქე რომ იწელება ლოდინი მზია შვილო რა გინდოდა “სვაძებნიში” მერამდენედ შვილო, სად წაბოდიალდი მეზობლის ინდაურივით ნენა, ამ გათხოვებას ვერ გადაგაჩვიე და რა ვქნა შვილო... გაკვირვებულმა ხეფრენმა შეაჩერა მეუღლის მონოლოგი. - ციცერონე ამ ნენას რომ ყველგან აკვეხებ შევეგუე, ეს “რეკლამა” რაღაა ხომ არ მეტყვი? - ეხლა არ გამასუმაშედშო გეყურება, ვინაა აი აბდალი, ზედა ეგვიპტე, ქვედა ეგვიპტე... ზედა ეგვიპტე, ქვედა ეგვიპტე... მეტი ვერაფერს გაცდა შენი ტვინი შე გოუნათლებელო, დედა დამეჯერებინა შენზა ვყოფილიყავი ჩემთვის კოლხეთში, ვინაა აი ტუტუცი, სწორე იძახდა დედაჩემი ხეფრენი კი არა, ხეპრეა მაი კაციო. ადამიანო, ორაკულმა ჯადოსნურ ლანგარში რომ ჩაგვახედა, ვერ მოწვი რეკლამა რაა? მაგრამ შენი ტვინი პირამიდას ხომ ვერ გასცდა. კმარა, ბატონო კმარა, გავიყიდეთ, გადაგვიყოლა ამ პირამიდის მშენებლობამ, ერთი წესიერი სამოსი ვერ მიყიდია, მოისპო მაგის მომგონი ბაბუაშენი ინხოტეპი, რავა ყველაფერი უბედურება შენმა ჯიშმა და ჯილაგმა უნდა მოიგონოს, მოინდომა ქარბორბალას გამოწვევა და ცაში ფრენა... ჰაეროპლან, რა დროს მაგია, უდროოდ რომ იცი ყოლიფერი. ხეფრენ, შენ წასულიყავი “სვაძებნიში” და მოუსვლელში მარტოკინა და მზია აქ მყოლოდა არ ჯობდა ნენა? ხვალვე დავბრუნდები დედასთან, “აქლემტურში” ვიკითხავ კოლხეთისკენ თუ მიდის რამე, პირველივე აქლემს გავყვები. - “ტუდა აბრატნი” აიღე. წაილუღლუღა ხეფრენმა. - ვერ ეღირსები “აბრატნის”, “ტუდა”, “ტუდა” მხოლოდ “ტუდა”... … ტრეფიკინგის მსხვერპლი შეისუნთქავს ნიავს, ზეზვა გამოცოცხლდება გაუღიმებს მზიას, აწმყო თუ არა გწყალობს ვერ იყიდი ქლიავს, ფიტულების ქვეყანას არაგვსა და ლიახვს...
P.S. “აქლემტური” გთავაზობთ დაუვიწყარ მოგზაურობას ეგვიპტეში, გიზას პირამიდების დასათვალიერებლად. მის: გიზეს მიდამოები, ქალაქი ელ-გიზა. e-mail : Gizo_vashakidze@yahoo.com
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. ვაი ვაი ვაი ვაი ვააააი! =)) ვაი მეეეეეეეეე =))
"აფრიკის მაღალმთიანეთში გაზრდილი ნუბიის უფლისწული, ცხვირში ძვალგაყრილი ზეზვა საოცრად მორიდებული და მორცხვი კაცი იყო. იგი ახლოს ვერ მიდიოდა მზიასთან, ნუბიიდან ჩამოყვანილ ძაღლს - კინგს ეფერებოდა, კინგი არ ასვენებდა პატრონს, ლოკავდა, ზედ ახტებოდა, ზეზვას ცხვირში გაყრილ ძვლის დაგემოვნებას ლამობდა. " =)) =))
" - რაა შე ქალო, რა უსაშველო გახადე პირველად ხომ არ მივდივარ “სვაძებნიში” მაცალე ცხოვრება... " =)) =)) მაცალეეე ცხოვრებააა :D:D:D:D
"ჩაკვდა სიცოცხლე სამეფოში. დაიშრიტა ეგვიპტის სული მის წიაღში, ნილოსი დაშრა, დაჭკნა მწვანე სანპირო მისი. სარკოფაგებიდან ამოსულ ოხვრის ხმას მიჰქონდა ყურთასმენა, ძველებური ხალისით აღარ ცვიოდნენ პირამიდებიდან მშენებლები,( =)) ) დამწუხრდნენ ეგვიპტელთა გულები, სევდა ეწვია მემფისს, ზეზვა და მზია აღარ მობრუნდნენ. უიმედობამ დაისადგურა ფარაონის სასახლეში. "
"მაგენს მიესიოთ მგლები, ტურები და მანდატურები მაგენს" :D:D:D:D
"მზია შვილო რა გინდოდა “სვაძებნიში” მერამდენედ შვილო, სად წაბოდიალდი მეზობლის ინდაურივით ნენა, ამ გათხოვებას ვერ გადაგაჩვიე და რა ვქნა შვილო..." :))
"ხვალვე დავბრუნდები დედასთან, “აქლემტურში” ვიკითხავ კოლხეთისკენ თუ მიდის რამე, პირველივე აქლემს გავყვები. - “ტუდა აბრატნი” აიღე. წაილუღლუღა ხეფრენმა. - ვერ ეღირსები “აბრატნის”, “ტუდა”, “ტუდა” მხოლოდ “ტუდა”.." =))
აქლემატურიიიიი =))
ვაი, ვერ ამოვისუნთქე =)) ვაი ვაი ვაი ვაი ვააააი! =)) ვაი მეეეეეეეეე =))
"აფრიკის მაღალმთიანეთში გაზრდილი ნუბიის უფლისწული, ცხვირში ძვალგაყრილი ზეზვა საოცრად მორიდებული და მორცხვი კაცი იყო. იგი ახლოს ვერ მიდიოდა მზიასთან, ნუბიიდან ჩამოყვანილ ძაღლს - კინგს ეფერებოდა, კინგი არ ასვენებდა პატრონს, ლოკავდა, ზედ ახტებოდა, ზეზვას ცხვირში გაყრილ ძვლის დაგემოვნებას ლამობდა. " =)) =))
" - რაა შე ქალო, რა უსაშველო გახადე პირველად ხომ არ მივდივარ “სვაძებნიში” მაცალე ცხოვრება... " =)) =)) მაცალეეე ცხოვრებააა :D:D:D:D
"ჩაკვდა სიცოცხლე სამეფოში. დაიშრიტა ეგვიპტის სული მის წიაღში, ნილოსი დაშრა, დაჭკნა მწვანე სანპირო მისი. სარკოფაგებიდან ამოსულ ოხვრის ხმას მიჰქონდა ყურთასმენა, ძველებური ხალისით აღარ ცვიოდნენ პირამიდებიდან მშენებლები,( =)) ) დამწუხრდნენ ეგვიპტელთა გულები, სევდა ეწვია მემფისს, ზეზვა და მზია აღარ მობრუნდნენ. უიმედობამ დაისადგურა ფარაონის სასახლეში. "
"მაგენს მიესიოთ მგლები, ტურები და მანდატურები მაგენს" :D:D:D:D
"მზია შვილო რა გინდოდა “სვაძებნიში” მერამდენედ შვილო, სად წაბოდიალდი მეზობლის ინდაურივით ნენა, ამ გათხოვებას ვერ გადაგაჩვიე და რა ვქნა შვილო..." :))
"ხვალვე დავბრუნდები დედასთან, “აქლემტურში” ვიკითხავ კოლხეთისკენ თუ მიდის რამე, პირველივე აქლემს გავყვები. - “ტუდა აბრატნი” აიღე. წაილუღლუღა ხეფრენმა. - ვერ ეღირსები “აბრატნის”, “ტუდა”, “ტუდა” მხოლოდ “ტუდა”.." =))
აქლემატურიიიიი =))
ვაი, ვერ ამოვისუნთქე =))
14. ეგვიპტის, ნუბიის და საჰარის უდაბნოს ქვეყნების ადათწესის მიხედვით, თუკი გულწასული თაგვის ფერებისას ქალ-ვაჟის ხელები ერთმანეთს შეეხებოდა, რა დროსაც შორიახლოს კატა და ძაღლი იქნებოდნენ, და თუ კი ამ დროს საჰარის უდაბნოდან მონაბერი ქარი თაგვს ქოჩორს მარცხნივ გადაუწევდა და ამავდროულად პირამიდიდან ორი მუშა ჩამოვარდებოდა, ასეთ შემთხვევაში ეს ქალ-ვაჟი უნდა დაქორწინებულიყვნენ. =))
ტექ დათვალიერების შემდეგ, აქლემები მიწიდან წამოდგნენ. =))
გარკვეული დროის შემდეგ ზოგიერთ ძეგლს ნაგავში აგდებენ, ზოგიერთს ქალაქის ერთი კუთხიდან მეორეში დაატარებენ. მე ვერ ავხსენი ამ უცნაური რიტუალის ჭეშმარიტი არსი, შესაძლოა ვარსკვლავების მოძრაობასთან იყოს რაიმე კავშირში... =))
საკვირველ შთაბეჭდილებას ტოვებს ქალაქში ამოსული ხეები, ისინი პერიოდულად ფერად ცელოფნის პარკებს ისხავენ. =))
მაგენს მიესიოთ მგლები, ტურები და მანდატურები მაგენს. =))
P.S. და ასე შემდეგ :D მე კი არ ვიცოდი, შესანიშნავი ხარ გიზო :D:D:D
ეგვიპტის, ნუბიის და საჰარის უდაბნოს ქვეყნების ადათწესის მიხედვით, თუკი გულწასული თაგვის ფერებისას ქალ-ვაჟის ხელები ერთმანეთს შეეხებოდა, რა დროსაც შორიახლოს კატა და ძაღლი იქნებოდნენ, და თუ კი ამ დროს საჰარის უდაბნოდან მონაბერი ქარი თაგვს ქოჩორს მარცხნივ გადაუწევდა და ამავდროულად პირამიდიდან ორი მუშა ჩამოვარდებოდა, ასეთ შემთხვევაში ეს ქალ-ვაჟი უნდა დაქორწინებულიყვნენ. =))
ტექ დათვალიერების შემდეგ, აქლემები მიწიდან წამოდგნენ. =))
გარკვეული დროის შემდეგ ზოგიერთ ძეგლს ნაგავში აგდებენ, ზოგიერთს ქალაქის ერთი კუთხიდან მეორეში დაატარებენ. მე ვერ ავხსენი ამ უცნაური რიტუალის ჭეშმარიტი არსი, შესაძლოა ვარსკვლავების მოძრაობასთან იყოს რაიმე კავშირში... =))
საკვირველ შთაბეჭდილებას ტოვებს ქალაქში ამოსული ხეები, ისინი პერიოდულად ფერად ცელოფნის პარკებს ისხავენ. =))
მაგენს მიესიოთ მგლები, ტურები და მანდატურები მაგენს. =))
P.S. და ასე შემდეგ :D მე კი არ ვიცოდი, შესანიშნავი ხარ გიზო :D:D:D
13. საწყალი მზია და ზეზვა !!! :) : ) :) ისე, სადაც სადმე სამართალია, მარტო თბილისში ხომ არ ისხამენ ხეები ცელოფნებს ?! ... ან მხოლოდ ცელოფნებს ხომ არ ისხამენ ?! რატომ არ ჩაიხედა იმ დასაწვავმა ორაკულმა წესიერად იმ წყალში თბილისიდან ცოტა აღმოსავლეთით, მთელი მინდვრებია ცელოფნებით მოფენილი. :)
მეც მაწუხებს.
მომეწონა. :) პატივისცემით: ტენდი :) საწყალი მზია და ზეზვა !!! :) : ) :) ისე, სადაც სადმე სამართალია, მარტო თბილისში ხომ არ ისხამენ ხეები ცელოფნებს ?! ... ან მხოლოდ ცელოფნებს ხომ არ ისხამენ ?! რატომ არ ჩაიხედა იმ დასაწვავმა ორაკულმა წესიერად იმ წყალში თბილისიდან ცოტა აღმოსავლეთით, მთელი მინდვრებია ცელოფნებით მოფენილი. :)
მეც მაწუხებს.
მომეწონა. :) პატივისცემით: ტენდი :)
12. საუბრის წამოწყების მიზეზს ვერ პოულობდა-საუბრის დაწყებას ვერ ახერხებდა ხომ არ აჯობებს?:)
პირველად რომ არ მიხვალ, მიზა ვნერვიულობ-დაგლიჯა! ანეგდოტი გამახსენდა!:) ვტოვებ შეფასებას! საუბრის წამოწყების მიზეზს ვერ პოულობდა-საუბრის დაწყებას ვერ ახერხებდა ხომ არ აჯობებს?:)
პირველად რომ არ მიხვალ, მიზა ვნერვიულობ-დაგლიჯა! ანეგდოტი გამახსენდა!:) ვტოვებ შეფასებას!
11. "და ილუსტრაციებში - თეა სიფრაშვილი არ არის? თუ ასე ჰგავს?" ჰგაავს თამარ, ჰგაავს! მარცხენა მხარეს ნანუკა ცალუღელაშვილია, მარჯვენა მხარეს კი ეკა ბასილაშვილი. :) "და ილუსტრაციებში - თეა სიფრაშვილი არ არის? თუ ასე ჰგავს?" ჰგაავს თამარ, ჰგაავს! მარცხენა მხარეს ნანუკა ცალუღელაშვილია, მარჯვენა მხარეს კი ეკა ბასილაშვილი. :)
10. გაიხარე, გიზო! ვიხარხარე... =)) =))
და ილუსტრაციებში - თეა სიფრაშვილი არ არის? თუ ასე ჰგავს? გაიხარე, გიზო! ვიხარხარე... =)) =))
და ილუსტრაციებში - თეა სიფრაშვილი არ არის? თუ ასე ჰგავს?
9. უდაბნოდან მონაბერი ქარი თაგვს ქოჩორს მარცხნივ გადაუწევდა...:) უდაბნოდან მონაბერი ქარი თაგვს ქოჩორს მარცხნივ გადაუწევდა...:)
8. მართლა არაჩვეულებრივად წერ!!! იდღეგრძელე შენა!!! საოცრად დახვეწილი და გემრიელი ნაწერი!!! იუმორი თავისუფალი!!! სატკივარი გაშიშვლებული!!! ჩემი პატივისცემა აქ!!! გაიხარე შენა!!!
მართლა არაჩვეულებრივად წერ!!! იდღეგრძელე შენა!!! საოცრად დახვეწილი და გემრიელი ნაწერი!!! იუმორი თავისუფალი!!! სატკივარი გაშიშვლებული!!! ჩემი პატივისცემა აქ!!! გაიხარე შენა!!!
7. თენგიზ, თავს უფლებას ვაძლევ, სანამ გიზო ნახავს შენს კომენტარს (არ ვიცი ვინ ხარ (მაპატიე შენობით საუბარი, მაგრამ მჯერა შენობით მიმართვა ადამიანების დაახლოებას ემსახურება მეტად, ვიდრე მათ დაცილებას), მაგრამ ვინც ხარ მეგობარო, შეგატყვე თუ რა ძლიერ გტკივა სატკივარი), იქამდე მე გიპასუხო: გიზო ვაშაკიძე ბრწყინვალე ადამიანია! ძალიან კარგი პიროვნება და ნამდვილი ქართველი. ყავს მეუღლე და სამი შვილი. მეტად საინტერესო თემაზე სამი წიგნიც აქვს გამოცემული. თუ დაგაინტერესებს რა თემატიკაზეა ეს წიგნები, შეგიძლია ნახო ჩემს საიტში www.fereidani.ge ქვეთავი 138 - "გიზო ვაშაკიძე - პერსონალური ტორნადო ფარაონის სულისათვის". გარდა ამისა, როცა მისი ნახატები ვნახე - მოვიხიბლე! მისმა ლექსებმა და ჩანაწერებმა კი გადამაწყვეტინა "ურაკის" სამსჯავროზე გამომეყვანა! დანარჩენი თქვენ იცით! თენგიზ, თავს უფლებას ვაძლევ, სანამ გიზო ნახავს შენს კომენტარს (არ ვიცი ვინ ხარ (მაპატიე შენობით საუბარი, მაგრამ მჯერა შენობით მიმართვა ადამიანების დაახლოებას ემსახურება მეტად, ვიდრე მათ დაცილებას), მაგრამ ვინც ხარ მეგობარო, შეგატყვე თუ რა ძლიერ გტკივა სატკივარი), იქამდე მე გიპასუხო: გიზო ვაშაკიძე ბრწყინვალე ადამიანია! ძალიან კარგი პიროვნება და ნამდვილი ქართველი. ყავს მეუღლე და სამი შვილი. მეტად საინტერესო თემაზე სამი წიგნიც აქვს გამოცემული. თუ დაგაინტერესებს რა თემატიკაზეა ეს წიგნები, შეგიძლია ნახო ჩემს საიტში www.fereidani.ge ქვეთავი 138 - "გიზო ვაშაკიძე - პერსონალური ტორნადო ფარაონის სულისათვის". გარდა ამისა, როცა მისი ნახატები ვნახე - მოვიხიბლე! მისმა ლექსებმა და ჩანაწერებმა კი გადამაწყვეტინა "ურაკის" სამსჯავროზე გამომეყვანა! დანარჩენი თქვენ იცით!
5. მაგენი ამოწყდენ ერთ დღეს, მაგენის ხეხილმა მოისხას ცელოფნის პარკები შენი ცოდვიზა ნენა... და რამდენი რამე კიდე. კარგა ხანია ასეთი არაფერი წამიკითხავს...
გამოჩნდა ადამიანი ამ მპა-მპუ და მოგიკითხე-მაგარიას ქვეყანაში და თან იმ დღეს, მე რომ დავაპირე იუმორისტულში გადაბარგება. და მერე ვიღაც იტყვის ეს უბრალო დამთხვევააო. კაი ბატონო, ვიყო მე დამთხვევა. ეგვიპტელი ორაკული რას იტყოდა ამ დამთხვევაზე ნეტავ, ესაა ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი დღეს.
არ ვიცი ვინ ხარ (მაპატიე შენობით საუბარი, მაგრამ მჯერა შენობით მიმართვა ადამიანების დაახლოებას ემსახურება მეტად, ვიდრე მათ დაცილებას), მაგრამ ვინც ხარ მეგობარო, შეგატყვე თუ რა ძლიერ გტკივა სატკივარი. არაუშავს, უნდა გავუძლოთ, ესაა ჩვენი საქმე და საკეთებელი დღეს. ჩემი აღფრთოვანება შენს ნაწერს. წარმატებები.
მაგენი ამოწყდენ ერთ დღეს, მაგენის ხეხილმა მოისხას ცელოფნის პარკები შენი ცოდვიზა ნენა... და რამდენი რამე კიდე. კარგა ხანია ასეთი არაფერი წამიკითხავს...
გამოჩნდა ადამიანი ამ მპა-მპუ და მოგიკითხე-მაგარიას ქვეყანაში და თან იმ დღეს, მე რომ დავაპირე იუმორისტულში გადაბარგება. და მერე ვიღაც იტყვის ეს უბრალო დამთხვევააო. კაი ბატონო, ვიყო მე დამთხვევა. ეგვიპტელი ორაკული რას იტყოდა ამ დამთხვევაზე ნეტავ, ესაა ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი დღეს.
არ ვიცი ვინ ხარ (მაპატიე შენობით საუბარი, მაგრამ მჯერა შენობით მიმართვა ადამიანების დაახლოებას ემსახურება მეტად, ვიდრე მათ დაცილებას), მაგრამ ვინც ხარ მეგობარო, შეგატყვე თუ რა ძლიერ გტკივა სატკივარი. არაუშავს, უნდა გავუძლოთ, ესაა ჩვენი საქმე და საკეთებელი დღეს. ჩემი აღფრთოვანება შენს ნაწერს. წარმატებები.
4. ეგვიპტის, ნუბიის და საჰარის უდაბნოს ქვეყნების ადათწესის მიხედვით, თუკი გულწასული თაგვის ფერებისას ქალ-ვაჟის ხელები ერთმანეთს შეეხებოდა, რა დროსაც შორიახლოს კატა და ძაღლი იქნებოდნენ, და თუ კი ამ დროს საჰარის უდაბნოდან მონაბერი ქარი თაგვს ქოჩორს მარცხნივ გადაუწევდა და ამავდროულად პირამიდიდან ორი მუშა ჩამოვარდებოდა, ასეთ შემთხვევაში ეს ქალ-ვაჟი უნდა დაქორწინებულიყვნენ. ამ იშვიათი თანხვედრით გახარებული მზიას დედა ციცერონე ტურისტულ სააგენტო “აქლემტურს” ესტუმრა, შუამდინარეთისკენ “ტუდა-აბრატნი” 2 ბილეთი შეიძინა და ახალგაზრდები საქორწილო მოგზაურობისთვის გაამზადა.
შუამდე ვარ მისული და უკვე ვხარხარებ... დავწერ ამას და გავაგრძელებ კითხვას, არ დავწერო არ ინება. ეგვიპტის, ნუბიის და საჰარის უდაბნოს ქვეყნების ადათწესის მიხედვით, თუკი გულწასული თაგვის ფერებისას ქალ-ვაჟის ხელები ერთმანეთს შეეხებოდა, რა დროსაც შორიახლოს კატა და ძაღლი იქნებოდნენ, და თუ კი ამ დროს საჰარის უდაბნოდან მონაბერი ქარი თაგვს ქოჩორს მარცხნივ გადაუწევდა და ამავდროულად პირამიდიდან ორი მუშა ჩამოვარდებოდა, ასეთ შემთხვევაში ეს ქალ-ვაჟი უნდა დაქორწინებულიყვნენ. ამ იშვიათი თანხვედრით გახარებული მზიას დედა ციცერონე ტურისტულ სააგენტო “აქლემტურს” ესტუმრა, შუამდინარეთისკენ “ტუდა-აბრატნი” 2 ბილეთი შეიძინა და ახალგაზრდები საქორწილო მოგზაურობისთვის გაამზადა.
შუამდე ვარ მისული და უკვე ვხარხარებ... დავწერ ამას და გავაგრძელებ კითხვას, არ დავწერო არ ინება.
3. კარგად, საინტერესოდ წერ. +5 კარგად, საინტერესოდ წერ. +5
2. ფარაონ ხეფრენს მეუღლედ კოლხელი ქალბატონი ციცერონე ჰყავდა. მათ ერთადერთ შვილს ეგვიპტელთა ღვთაების - მზის და კოლხელი ბებიის საპატივცემულოდ მზია ერქვა. ფარაონის სასახლეში ნადიმი მეზობელი ქვეყნის ნუბიის მეფის და მისი ვაჟიშვილის ზეზვას საპატივცემულოდ იმართებოდა. ნადიმი ახალგაზრდების გაცნობის მიზეზით იყო მოწყობილი. აფრიკის მაღალმთიანეთში გაზრდილი ნუბიის უფლისწული, ცხვირში ძვალგაყრილი ზეზვა საოცრად მორიდებული და მორცხვი კაცი იყო. იგი ახლოს ვერ მიდიოდა მზიასთან, ნუბიიდან ჩამოყვანილ ძაღლს - კინგს ეფერებოდა, კინგი არ ასვენებდა პატრონს, ლოკავდა, ზედ ახტებოდა, ზეზვას ცხვირში გაყრილ ძვლის დაგემოვნებას ლამობდა. უფლისწული ძლიერი ხელებით იგერიებდა ძაღლს, ჯაბნიდა ოთხფეხა მეგობარს, რისთვისაც ძლიერი კუნთების დემონსტრირება უხდებოდა, ამით მზიას მოხიბვლას ცდილობდა, მალულად აპარებდა მისკენ თვალს და სიამოვნებდა, როცა საპასუხო მზერას აწყდებოდა. დედოფალ ციცერონეს ახალგაზრდების გაუბედავი საქციელი არ გამორჩენია, მზიას კატა შეაჩეჩა ხელში და ზეზვასთან ერთად გიზეს პირამიდებთან გასეირნება შესთავაზა. ქვაში გამოთლილი კერპების კორიდორის გავლით ზეზვა და მზია ოთხფეხა მეგობრებთან ერთად პირამიდებისკენ მიმავალ გზას დაადგნენ. ეგვიპტის დედა მდინარე, ლელის და ლერწმის მწვანეში ჩაფლული ნილოსი ზანტად და უხმაუროდ დაედინებოდა კალაპოტსა შინა. ზეზვას და მზიას ყურადღება პირამიდების მშენებლების ხმაურმა მიიპყრო, რომლებიც სამტონიან ქვის ბლოკებს ჭიანჭველებივით შესეოდნენ და ძლივძლივობით მიათრევდნენ პირამიდის წვეროსკენ. მშენებლობის პროცესს ქანცგაწყვეტილ მუშათა გმინვა და ოხვრა თან სდევდა. ზეზვა იტანჯებოდა, საუბრის წამოწყების მიზეზს ვერ პოულობდა, გზადაგზა კინგს ეთამაშებოდა. ზეზვას დუმილით უკმაყოფილო მზია კატას ეფერებოდა. - ტრეფი, ლამაზი პატარა ტრეფი. ტრეფი მზიას უეცრად დაუსხლტა ხელიდან, ლერწამში შეხტა, თაგვი გამოათრია და გზაზე გაწვა, ნადავლს ეთამაშებოდა, აწვალებდა. კინგს ცნობისმოყვარეობამ სძლია, ახლოს მივიდა და თაგვს თავისი დიდი თათი დაადო. ამასობაში პირამიდის მხრიდან რაღაცამ იქუხა, სამტონიანი ბლოკი პირამიდიდან დიდი სისწრაფით დაგორდა, თან ორი მშენებელი წამოიყოლა. შეშინებულმა ტრეფმა და კინგმა თაგვი მიატოვეს და პატრონებს აეკვრნენ. მზიამ გულწასული თაგვი ხელში აიყვანა, ეს იყო პირველი ტრეფი კინგის მსხვერპლი ძველ სამყაროში... საჰარის უდაბნოდან მონაბერი ქარი მზიას ხელში გაწოლილ თაგვს თმას უჩეჩავდა, ზეზვას მზიასთან მიახლოების მიზეზი მიეცა, თაგვს ისიც მიეფერა, მათი ხელები ერთმანეთს შეეხნენ... ეგვიპტის, ნუბიის და საჰარის უდაბნოს ქვეყნების ადათწესის მიხედვით, თუკი გულწასული თაგვის ფერებისას ქალ-ვაჟის ხელები ერთმანეთს შეეხებოდა, რა დროსაც შორიახლოს კატა და ძაღლი იქნებოდნენ, და თუ კი ამ დროს საჰარის უდაბნოდან მონაბერი ქარი თაგვს ქოჩორს მარცხნივ გადაუწევდა და ამავდროულად პირამიდიდან ორი მუშა ჩამოვარდებოდა, ასეთ შემთხვევაში ეს ქალ-ვაჟი უნდა დაქორწინებულიყვნენ. ამ იშვიათი თანხვედრით გახარებული მზიას დედა ციცერონე ტურისტულ სააგენტო “აქლემტურს” ესტუმრა, შუამდინარეთისკენ “ტუდა-აბრატნი” 2 ბილეთი შეიძინა და ახალგაზრდები საქორწილო მოგზაურობისთვის გაამზადა.
საინტერესოა... :D :D :D
+2 ფარაონ ხეფრენს მეუღლედ კოლხელი ქალბატონი ციცერონე ჰყავდა. მათ ერთადერთ შვილს ეგვიპტელთა ღვთაების - მზის და კოლხელი ბებიის საპატივცემულოდ მზია ერქვა. ფარაონის სასახლეში ნადიმი მეზობელი ქვეყნის ნუბიის მეფის და მისი ვაჟიშვილის ზეზვას საპატივცემულოდ იმართებოდა. ნადიმი ახალგაზრდების გაცნობის მიზეზით იყო მოწყობილი. აფრიკის მაღალმთიანეთში გაზრდილი ნუბიის უფლისწული, ცხვირში ძვალგაყრილი ზეზვა საოცრად მორიდებული და მორცხვი კაცი იყო. იგი ახლოს ვერ მიდიოდა მზიასთან, ნუბიიდან ჩამოყვანილ ძაღლს - კინგს ეფერებოდა, კინგი არ ასვენებდა პატრონს, ლოკავდა, ზედ ახტებოდა, ზეზვას ცხვირში გაყრილ ძვლის დაგემოვნებას ლამობდა. უფლისწული ძლიერი ხელებით იგერიებდა ძაღლს, ჯაბნიდა ოთხფეხა მეგობარს, რისთვისაც ძლიერი კუნთების დემონსტრირება უხდებოდა, ამით მზიას მოხიბვლას ცდილობდა, მალულად აპარებდა მისკენ თვალს და სიამოვნებდა, როცა საპასუხო მზერას აწყდებოდა. დედოფალ ციცერონეს ახალგაზრდების გაუბედავი საქციელი არ გამორჩენია, მზიას კატა შეაჩეჩა ხელში და ზეზვასთან ერთად გიზეს პირამიდებთან გასეირნება შესთავაზა. ქვაში გამოთლილი კერპების კორიდორის გავლით ზეზვა და მზია ოთხფეხა მეგობრებთან ერთად პირამიდებისკენ მიმავალ გზას დაადგნენ. ეგვიპტის დედა მდინარე, ლელის და ლერწმის მწვანეში ჩაფლული ნილოსი ზანტად და უხმაუროდ დაედინებოდა კალაპოტსა შინა. ზეზვას და მზიას ყურადღება პირამიდების მშენებლების ხმაურმა მიიპყრო, რომლებიც სამტონიან ქვის ბლოკებს ჭიანჭველებივით შესეოდნენ და ძლივძლივობით მიათრევდნენ პირამიდის წვეროსკენ. მშენებლობის პროცესს ქანცგაწყვეტილ მუშათა გმინვა და ოხვრა თან სდევდა. ზეზვა იტანჯებოდა, საუბრის წამოწყების მიზეზს ვერ პოულობდა, გზადაგზა კინგს ეთამაშებოდა. ზეზვას დუმილით უკმაყოფილო მზია კატას ეფერებოდა. - ტრეფი, ლამაზი პატარა ტრეფი. ტრეფი მზიას უეცრად დაუსხლტა ხელიდან, ლერწამში შეხტა, თაგვი გამოათრია და გზაზე გაწვა, ნადავლს ეთამაშებოდა, აწვალებდა. კინგს ცნობისმოყვარეობამ სძლია, ახლოს მივიდა და თაგვს თავისი დიდი თათი დაადო. ამასობაში პირამიდის მხრიდან რაღაცამ იქუხა, სამტონიანი ბლოკი პირამიდიდან დიდი სისწრაფით დაგორდა, თან ორი მშენებელი წამოიყოლა. შეშინებულმა ტრეფმა და კინგმა თაგვი მიატოვეს და პატრონებს აეკვრნენ. მზიამ გულწასული თაგვი ხელში აიყვანა, ეს იყო პირველი ტრეფი კინგის მსხვერპლი ძველ სამყაროში... საჰარის უდაბნოდან მონაბერი ქარი მზიას ხელში გაწოლილ თაგვს თმას უჩეჩავდა, ზეზვას მზიასთან მიახლოების მიზეზი მიეცა, თაგვს ისიც მიეფერა, მათი ხელები ერთმანეთს შეეხნენ... ეგვიპტის, ნუბიის და საჰარის უდაბნოს ქვეყნების ადათწესის მიხედვით, თუკი გულწასული თაგვის ფერებისას ქალ-ვაჟის ხელები ერთმანეთს შეეხებოდა, რა დროსაც შორიახლოს კატა და ძაღლი იქნებოდნენ, და თუ კი ამ დროს საჰარის უდაბნოდან მონაბერი ქარი თაგვს ქოჩორს მარცხნივ გადაუწევდა და ამავდროულად პირამიდიდან ორი მუშა ჩამოვარდებოდა, ასეთ შემთხვევაში ეს ქალ-ვაჟი უნდა დაქორწინებულიყვნენ. ამ იშვიათი თანხვედრით გახარებული მზიას დედა ციცერონე ტურისტულ სააგენტო “აქლემტურს” ესტუმრა, შუამდინარეთისკენ “ტუდა-აბრატნი” 2 ბილეთი შეიძინა და ახალგაზრდები საქორწილო მოგზაურობისთვის გაამზადა.
საინტერესოა... :D :D :D
+2
1. როგორც ვხედავ, ახალმა სიომ დაბერა "ურაკზე"! იუმორისტული ჟანრის ნაწარმოებები შედარებით ნაკლებადაა წარმოდგენილი, მაგრამ ეს განსაკუთრებულია! უცხო, საინტერესო, იუმორით გაჯერებული და თანაც ცოტა სარკაზმული! ზურგის ქარს გისურვებ ჩემო გიზო "ურაკის" ტალღებზე! როგორც ვხედავ, ახალმა სიომ დაბერა "ურაკზე"! იუმორისტული ჟანრის ნაწარმოებები შედარებით ნაკლებადაა წარმოდგენილი, მაგრამ ეს განსაკუთრებულია! უცხო, საინტერესო, იუმორით გაჯერებული და თანაც ცოტა სარკაზმული! ზურგის ქარს გისურვებ ჩემო გიზო "ურაკის" ტალღებზე!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|