ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: wet sparrow
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
28 ოქტომბერი, 2010


ყოველდღიური თხოვნებიდან ნაწილი III

გაიხსენე ჩვენი ამბავი.
უყურე ამ სახლს
თვალწინ რომ გეწვის
გადააფარე წამწამები...
ცივმა ქარებმა მოიტანეს
ეს სიმხურვალე ჩრდილოეთიდან.
წვიმა კი შეწყდა, რადგან
წლებია არ გიტირია
ჩვენს ამბავზე.
არ მოგირწყავს სიმშვიდის ხე
ჩვენს ოთახში
და ნახე ახლა
როგორ იწვის, გამომხმარი-
როგორ მარტივად ანადგრუებს ცეცხლის ალები
ერთ დრო სსიმშვიდით დახუნძლულ ტოტებს.
ერთად ვუვლიდით.
ყოველ დილით ხარბად რომ ვჭამდით.
გაახილე თვალები ფართოდ
თუნდაც ამდენი სიბრმავის მერე
სისხლი ჩაგექცეს.
გაიხსენე ჩვენი ამბავი
შეიცოდე, ყველა კიდურით.
გაიხსენე დილის სუსხით
შეშინებულ ყავილებში როგორ გვეძინა.
უყურე ამ სახლს
ბუდე ჩვენი ნაშენები
საკუთარი სხეულებისგან.
გაიხსენე- ჩვენი ამბავი
ერთი ნაყოფი შეგინახე სიმშვიდის ხიდან.
დაგეხმარება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები