ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მუხრან აბაშიძე
ჟანრი: პროზა
30 ოქტომბერი, 2010


.... ვარ ხარ...

                                                                                              მეხსიერების შუაში ზიხარ,
                                                                                              დროა ჩვენ შორის ვიწრო.
                                                                                              არ მინახიხარ, არ გამიცნიხარ,
                                                                                              თუმცა მე მაინც გიცნობ.

                                                                                              ...

                                                                                              კოცნის კოცონის მწველი გიზგიზით,
                                                                                              ძლიერი მომე ალი.
                                                                                              და მე ვაცხადებ ცხადი ხაზგასმით–
                                                                                              ახლაა მომავალი...

    –როცა შენ გხედავ, ასე მგონია, თვალწინ იშლება ცისარტყელას ყველა ფერი. შენთან შეხვედრას სინათლე მოაქვს - ყველასა და ყველაფერზე ნათელი ხდება სამყარო. შენთან ყოფნის სანატრელი წუთები ისე ჩაივლიან,– სხეულს ვერ ვგრძნობ, სულის სიმჩატე მეუფლება და თითქოს სივრცეში შეიჭრაო,– ასე მაბრუებს ნეტარი განცდა.
    შენი წასვლა მზის ჩასვლას ჰგავს, მე კი ყოველთვის სინათლე მწყურია, ყოველთვის მზის სხივები. მინდა შენ ჩემთან მოხვიდე და მე გაჩუქო უთვალავი ყვავილების გროვა შენი ყვავილობის დასტურად.
  უსაზღვრო ღიმილში ვეხვევი, ყოველდღე რომ ერთად ვიკრიბებით გონებით. ღამით თეთრ კაბაში მესიზმრები, როგორც სათნოების დედოფალი და ასე მგონია, ზეიმი, რომელიც ამ დროს მეუფლება, –მარადისობაში იკარგება ჩვენთან ერთად, და მაშინ განვიცდი ბუნების თითოეულ დეტალს; მე ვხედავ სინაზეთა, უზომო, ნაზავს; მეხსიერებაში ტივტივებს გაშლილი სივრცე, რომელსაც მთაზე დიდი იმედი მოაქვს.
    შენმა მომღიმარმა სახემ სამუდამო ადგილი დაიმკვიდრა სულის მიდამოში, ამიტომ, როცა ერთად არა ვართ, იცოდე, მაინც ჩემთან ხარ და გეფერები, სულ გეფერები... ჩემი და შენი სული განუყოფელნია, -ერთმანეთზეა გადახლართული, მაგრამ მაინც მენატრები, - თუნდაც მთელი დღე ერთად ვიყოთ, მთელი საუკუნე, – შენი მონატრების სიხარული მაინც მენატრება.
    ყოველ დილით, როცა ჩემთან მოფრინდები და მე ყველაზე ნათლად დავინახავ ბუნების საიდუმლოებას, – შენ რაღაცას მეჩურჩულები. ყურს არ ესმის, მაგრამ გული გრძნობს შენს სიტყვებს, - ეს სიყვარულის წუთებია, რომლებიც მარადისობაში იკიდებენ ფესვებს.
    მე შენ გიგზავნი ათას კოცნას ერთად, მე შენ–...ვარ ხარ...

                                                                                                                                                                                  ავტორი: მუხრან აბაშიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები