ნაწარმოებები


ერთად უნდა შევძლოთ, რომ 2 წლის ანიტას გული არ გაჩერდეს!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ... და სხვა >> განცხადებები >> ანიტას სიცოცხლის გადასარჩენად! ->     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1505#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: იუმორისტული
30 ოქტომბერი, 2010


კეთილი ხუმრობა ურაკპარაკელებზე (სრულად)

გრიგოლიას ბებო უყვარს,
განდს ფრთამალი არწივი.
მას არც ზვავის ეშინია,
არც თოვლის და ქარ-წვიმის.
მოწოდების სიმაღლეზე
მუდამ არის ველური.
იმედომ და მაკა კოლხმა
წყალი შესვეს ტეხურის.
თამუნიას პროზა უყვარს,
დემეტრიუსს მიძღვნები.
მე-ბეჩავი, ლამაზების
სიყვარულში ვიწვები.
გვანციოლა გვანც-წყობაზე
ისევ წერს და ხალისობს.
დღეს ცბიერიც ცბიერობს და...
ეს დაისიც დაისობს...
გავიღიმოთ მეგობრებო,
გული გავიხალისოთ!!!


მსურს ვახსენო თაბაგარი,
სიყვარულის ფერია.
თეამო და ჩეგევარა
სიყვარულზე მღერიან.
ქუთაისში ოხუნჯობენ:
ოჩო, გუდა, პაპუნა.
დროს აონი ენატრება,
ქალი თვალებხატულა...
ია-ია ლექსებს უწერს
პატარებს და ბათურას!!!

ანჯელინა ბრედს უმღერის,
კუსუმუსუ მერიენს.
გ. ზედვაკელს მიმი უყვარს,
მშვენიერი მერი მე.
მინდო ისევ მყარად დგას და
ბათუმს სტროფებს ურითმავს.
და ხმამაღლა ის ემილის
’’ფროილაინს“ უკითხავს.
დაკარგული შორეთიდან
დღეღამ გვეხმიანება.
გაბაონელს მართლაც უყვარს
ჩვენთან შეხმიანება.
გენიოსი გენიოსობს,
და ლურსმანი ლურსმანობს.
გაგიმარჯოს გენიოსო,
გაგიმარჯოს ლურსმანო.
ეს ’’ურაკი“ გრაფინიას
ძლიერ უყვარს მგონია.
ამ საიტის ქება თურმე
მასაც გაუგონია.
აწ ვახსენოთ აპათია,
ემილი და ნათ-ია.
იმ ნათიას გვერდს უმშვენებს
ბექა ახალაია.


ზევსის დაქალს პატივს სცემენ,
უყვართ თბილი მაია.
ლევანამ კი ლექსი უძღვნა
თავის ძვირფას დაიას.
უკვე ყველას დაავიწყდა
პაემანი ჩაშლილი.
აბრამიშვილს ლექსებს უძღვნის
კოსტა მარტიაშვილი.
ლელას უყვარს ფიროსმანი,
მთა-წიკლაურ ირინკას.
ანემონეს გაზაფხული,
სანოს კიდევ კრიტიკა.
ილტოსპირელს კაფიაში
ეჯიბრება თანანა.
საბავშვოებს ლამაზად წერს
კაკაჩია მანანა.
მაიმასკო ჰარიზე წერს,
ლაცაბიძე ქალებზე.
მიშა ილტოსპირელმა კი
დაწერა მის ვალებზე.
ურაკპარაკს ახალისებს
ჰარირამა... ჰარალე.
არგენტინულ ’’ტანგოს“  ცეკვავს
მშვენიერი ანანე.
დემე ნატას ლექსებს ჩუქნის,
როი-ნინო კახიძეს.
იმ თებერვლის ბიჭებმა კი
ერი გამოაღვიძეს.


ახლა უკვე ჯერი მიდგა
ნინო ნადირაძეზე.
ციცანა და ხელოვანი
საუბრობენ მარკესზე.
არემარეს რომ ანათებს,
ეს ურაკის შუქია.
არამითის პოეზია
თ. ბუკიას უქია.
გაუმარჯოს ურაკპარაკს,
ურაკელებს სალამი.
კიდევ ბევრჯერ აღგემართოთ
პოეზიის ალამი.
არ ეწყინოს იმას, ვინაც
ლექსში ვერ ჩავატიე.
თქვენც მიყვარხართ... თქვენზე ფიქრში
ღამე მეც გავათიე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები