ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: wet sparrow
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
31 ოქტომბერი, 2010


ძილის წინ საკითხავი !

შენი ფუტკრები უმისამართოდ დაზუზუნებენ
ჩემს სხეულში
მხოლოდ აქ დარჩა ახლა მათი
პატრონის სუნი
შემოიტყუა ამ სუნმა და-
რიგ-რიგობით მეხოცებიან,
რადგან ყვავილებს ვერ ხედავენ,
არც მზეა ჩემში
მე აქ შტორმისგან გამორიყულ
თევზებსა და ხეებიდან ჩამოხოცილ
ჩიტებს ვიფარებ.
შენი ფუტკრები ამ შიგთავსისგან
ყველაზე მწარე თაფლს ამზადებენ.
შენი ფუტკრები უმისამართოდ დაზუზუნებენ
ჩემს წყვდიადში,
ღამით კი ჩემი თვალებიდან თაფლი ჟონავს-
დროსავით მძიმე
რომ მიწის ქვემოთ - საბოლოოდ
ჩაიტანოს ქვეყნიერება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები