ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ლელა-65
ჟანრი: პოეზია
4 ნოემბერი, 2010


  ჩამოტვირთვა

ზამთრის ზღაპარი...

აკაკუნებდა ფერმკრთალ თითებს კარზე ზამთარი-
გადატეხილი პურის ყუა, ეკიდა მთვარე
და უხდებოდა გრძელ ღამეებს ამბად-ნართალი,
ვეღარ გავაგდე მოგონება ლეკვივით გარეთ.

და ერქვა სოფელს უცნაური სახელი ფაფა-
ჩემამდე ალბათ მოყოლილი ბევრჯერ ნათქვამი,
ზღაპარია და მეც გიყვები... ხო, მეტი რა ვქნა.
იმ სოფელს მგონი ქრონიკული ჭირდა ზამთარი.

მაშინ ბარდნიდა, როცა ვინმე ბერტყავდა ღრუბელს. 
არ ელეოდა ყინვა-წისქვილს ღერღილ -საფქვავი.
ცხენს აჭენებდა აღმართ - დაღმართ სტიქია უბელს
და მშიერ საპყარს ამ სოფელში ვერსად ნახავდი.

არ დაეძებდა ჩიტად ქცეულ პატარა დას ძმა,
იმედი ჰქონდა სასწაულით უეცრად პოვნის.
ყინავს და აქ კი… ეს ზამთარი იმ ზამთარს არ ჰგავს,
მოთოვს და ვიცი სხვანაირი იქნება  თოვლიც...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები