ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შატილიონი
ჟანრი: პოეზია
5 ნოემბერი, 2010


  ჩამოტვირთვა

სანამ...

როგორც თერგის,
მტკვარ-რიონის,
ალაზნის და არაგვის
დაუდგრომელ  მქუხარებას
მაცხოვარი  არ აღგვის!...
სანამ ვეფხვისა და მოყმის
მხანძრავს  სული ბალადის,
ჩემი  სისხლის ღვთიურობა
იკაშკაშებს მარადის!
მერე რა, რომ წინ ჯერ კიდევ
გვემა  და უფსკრულია,
თვით მაცხოვარს დიდებისკენ
მხოლოდ ჯვარცმით უვლია!
გოლგოთიდან მდინარ  მზერას
დაუტბორავს  სამყარო,
რომ დრო-ჟამით ნამრუდალი
ბნელს ნათელი გაჰყაროს!
არ დამცხრალა ჭრილობები,
ზედ რომ მფენდნენ ნარ-ეკალს,
რაც  სისიხლ-ცრემლი  მანთხევინეს,
დედამიწას  წალეკავს!
გოლგოთიდან მონაბერო,
სურნელო საკმელისა,
ისალბუნე წყლულზე მადლი
ჩემი ვაზის ცრემლისა!
სანამ ძალუძს ქართველ დედას,
მკერდი ცეცხლით იშანთოს,
არ ჩაუქროს ბრწყინვალება
გელათსა და იყალთოს,
სანამ ხმალი, დაუმცხრალი
გმირ ხოგაის მინდისა,
ვერ ისვენებს,  ბორგავს ღამით
კრთის სიხშირე ბინდისა,
სანამ მცხეთის ძელიცხოველს
მადლად მოსჩქეფს  მირონი
უხმობს მაჯას ხმალი , გულს კი -
საქმენი საგმირონი,
მანამ სული, ჩემი სული,
არ იქცევა ღრუბელად,
იშლიგინებს ამ მიწაზე,
როგორც რაში უბელა!
და ვგრძნობ უფლის  იორდანეს,
ემბაზი საფირონის,
ნიშანს აძლევს, ხაზართაგან
დარბეული იორი.
ოქროჭალებს მოსდებია
შემოდგომის ხანძარი,
იწვის, მაგრამ არ იწვება
ქართულ სულის ტაძარი!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები