ნაწარმოებები


“წერილების კონკურსი“     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე კონკურსების თემაში     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1517     * * *    

ავტორი: ეკა ბაზერაშვილი
ჟანრი: პოეზია
7 ნოემბერი, 2010


მოკეთილო პოეზია (’’ლექსების გამოფენა’’, 2010)

ლექსი ქარბორბალად ბინად მომდგომია,
თუ არ შემოვუშვი, - კარებს ჩამომიღებს,
ზღურბლთან მიტკეპნილი მისი ნადგომია,
ხმას კი ჩემებურად, ისევ ჩუმად იღებს;
სხვანაირიც იყო, - იაც მგონებია
სურნელოვანი და ხანაც ჰგავდა საკრავს,
ყელში რომ ჩამისხა იადონები და
გულის სიღრმეები რიდით გადმოსარკა;
ახლაც შემოვუშვებ, მინდა გამინათოს
ის, რაც მწუხარების ბნელი მხარე არი,
ჩემებრ მოწიწებით ჩუმად რომ მივმართო -
ჩემშიც გამოზარდოს მყუდრო არეალი;
იქნებ სატირალსაც სახე ჩამოუცხრეს,
ისევ შემართების კერძი გამოვკაზმე,
მიწას ეს გვერდები ჯერ ვერ გამოუცხვა...
ფიქრმა შეიკერა კაბა სამონაზვნე;
თავი მომეჩვენა არად მიჩნეული,
მაინც ღიმილების ბილიკს გავივლი და
დუმს ეს სიხალისე  დამბლამიჩვეული,
რწმენა გადმოვიდა ’’უჭკნობ ყვავილიდან’’...
მინდა შევაჩერო სულის ეროზია,
ლექსიც, მის სამკობად სტიქარს აუთოვებს,
მერე მოკეთილო ჩემი პოეზია
თავის ნატერფალებს მიწას დაუტოვებს!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები