ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: იუმორისტული
8 ნოემბერი, 2010


ტერორის დროა

რა  საოცარი  არსებაა  ადამიანი !...
მით უფრო თუ ერთხელაც  გენიალური  აზრი  მოუვა  და  ეპოქაც  შესძლებს  შესაბამისად  ამის  რეალიზებას.
აი საათი .....  მაგარი  რამეა ,  არა ?..
ახლა  წარმოიდგინეთ ,  საათი რომ  არ  გამოეგონებინათ , რამდენ  ხიფათს  ავიცილებდით  თავიდან.
    გამწარებული  ტერორისტი .........          ის  შენობაშია , პოლიცია  და  სპეცდანიშნულების  რაზმი  გარშემო  უვლის ,  მაგრამ  ამაოა  ყველაფერი ,  ის  კარგად  გამაგრებულა ,  მძევლებიც  აუყვანია  ,  ფულს  ითხოვს ...  სამ  თუ  ხუთ  მილიონს,  წვრილი  კუპიურებით ,  კიდევ  ?....    ვერტმფრენს ,  ჩართული  ძრავით.
    ესეც  შენ  ,  საათის  გამომგონებელო  !...  გესმის ,  რა  უბედურება  ჩაიდინე ?...
მაგრამ  რა შუაშია  აქ  საათი  ?...  იკითხავთ  თქვენ  და  მერე  იმედია  კითხვას  გააგრძელებთ ,  ჰო, რა იყო ?....  მართალი  ხართ ,  მაგრამ  იქნებ  ჩავწვდეთ  როგორმე  სადაა  ძაღლის  თავი  დამარხული .
        ეს  კი  წამში  გაირკვევა ,    აბა  მოუსმინეთ:
  მოთმინებადაკარგული    ტერორისტი  ფანჯარასთან  მიდის  და ისტერიული  ხმით  ყვირილს  იწყებს:
––– თუ  ჩემი  მოთხოვნები  არ  შესრულდება ,  ყოველ  საათში  თითო  მძევალს  დავხვრეტ!...
  ააა....  მიხვდით ,  რაში  ყოფილა  საქმე?...
  მერიის  შენობაზე საათი  თორმეტს  ჩამოჰკრავს ,  იწყება  სპეციალური  საინფორმაციო  გამოშვება ,  ადამიანები  ტელეეკრანებს  მისჩერებიან  , ტელეწამყვანი  შენობის  ფონზე    აქტიურად  ჟესტიკულირებს ...  სახე  წამოსწითლებია    აღელვებული  კამერა  ქანაობს ,  ზევით,  ქვევით , მერე  ისევ  ზევით ...    ფანჯარა !...  აი , პირველი  მსხვერპლიც  გადმოაგდეს , პროცესი  წავიდა .....    ღმერთო  დაგვიფარე !...
......................................................................................................................................................................................................


  სნაიპერები  დიდი ხანია  რაც  ჩასაფრებულან ,  ისინი    პრაქტიკულად    არ  სჩანან  მაგრამ  ყველამ  კარგად  იცის  რომ  აქ  არიან ,  მათ  შორის  ტერორისტიც  გრძნობს    ამას ,  თუმცა  შეცდომას  უშვებს  და ეს  სიცოცხლის  ფასად  უჯდება.
            ზუსტად  13–00  საათზე  შემდეგი  მძევალი  ჯიუტობას  იწყებს ,  არ  უნდა  სიკვდილი.
––– ჯერ  ხომ  არ  გასულა  ერთი  საათი  ?...    აი  ,  ნახეთ ...      თქვენი  საათი  უკანაა ,  ბატონო  ტერორისტო!...
    ტერორისტი  რატომღაც    ინტერესდება  ამ  ვერსიით ,  ეტყობა  იუმორის  გრძნობა  მასში    დინამიურადაა  შერწყმული    ბუნებრივ  სისასტიკესთან !...  მსხვერპლს  ქეჩოში  ხელს  ავლებს  ,    ფანჯარასთან  მიდის ,  თავს  ყოფს.
–––  ეი ,  მანდ  , უსაქმურებო  ,  ზუსტი  საათი  აქვს  ვინმეს?...
  ეს  ბოლო  სიტყვებია  რაც  მან  სთქვა  თავისი  მოკლე  და  ტერორით  გაჯერებული  ცხოვრების  მანძილზე.
სპაიპერის  ტყვია  ზუსტად  შუბლში  ხვდება  მას  და  თითქოს  მესამე  თვალი  ეხსნება.
  ახია  მასზე !...  წასულიყო  ტიბეტში  !....  იქ ამას  უმტკივნეულოდაც  მიაღწევდა.
    ახლა მისი  სხეული  ტომარასავით  ძირს  მიფრინავს ,    სული  კი  ზევით  აიჭრება ,  გადმოხედავს  ამ  ყველაფერს  ზევიდან  და  გაიფიქრებს:
––აუუუ .....  ეს რა  ვქენი ...  ააალაჰ !.....    ნუთუ  ეს  მე  ჩავიდინე ?...  რა მეშველება  ახლა....
  ჩვენ  კი ვიცით  რომ  მას  აღარაფერი  ეშველება !..    სამაგიეროდ  ჩვენ  გვეშველა ,    მძევლები  გაანთავისუფლეს  და  ფსიქოლოგთან    გააქანეს ,    ალყა  მოხსნილია ,  ტელევიზია  სულ  გათავხედდა ,  იღებს  ყველაფერს  მიყოლებით  რაც  შეიძლება  და  რაც  არა  ,  გვამები  გაათრიეს  და  დასუფთავების  სამსახურმაც  ქუჩა  დააწკრიალა...
ახლა  დავისვენოთ  შემდეგ  ტერაქტამდე , მაინც  რამდენი  ხნით ?...
ალბათ  რამოდენიმე  საათით ...  აი , ხედავთ  რა  საშინელი  რამ  ყოფილა    საათი !...

......................................................................................................................................................................................................


და  ეს  მაშინ  როცა  მე  ჯერ  არაფერი მითქვამს  საათის  მაქანიზმიან  ბომბზე !...
ეს საინტერესო  რამაა  და მაინც  აღნიშვნის  ღირსია  რაც  არ უნდა  იყოს.
ეს გენიალური  გამოგონება  ისეა  გათვლილი  იდეურად  რომ  პირდაპირ  ითხოვს  მასიური  თავშეყრის  ადგილებზე  დამონტაჟებას.
      აფეთქებისას  რამდენიმე  კილომეტრის  მანძილზე  ფანტავს  ადამიანს  ,        რომელსაც  კრიმინალისტი  შემდგომ  ფრთხილად  აგროვებს    ნიკელირებული  ბრჭყვიალა  პინცეტით.
      შენობაში    კი  სადაც  აფეთქება  მოხდა  შეუძლებელია  შეაღწიო ,  ეს  ყველამ  იცის  ,  მას  პოლიცია  იცავს  მაგრამ  თუ  რატომ  ახლავე  მოგახსენებთ  .
      ეს  იმიტომ  ხდება რომ  იქ  მარადიორებმა    არ  შეაღწიონ      და არ  მიიტაცონ  ჯერ  კიდევ  თბილი , კედლებსა  და იატაკს  მიტყეპებული    გული  ,  კუჭი ,  თირკმელი ....              შემდგომი  რეალიზაციის  მიზნით    ორგანოების  შავ  ბაზარზე  .
      აი  თირკმელი  განსაკუთრებით  ფასდაუდებელია !....    ერთი  ცალი    ახლაც  ძირს    აგდია ,  მაგრამ  არ  სჩანს  მეორე ...  სადაა  მეორე  ?....
      შეიძლება  სულაც  ფანჯრიდან  გადავარდა !....  იქ  ქვევით  ,  სანაგვე  ბუნკერებთან  ,  შენობებს  შორის ,  უკანა  პატარა  ეზოში  ,  სადაც    ახლა  ძაღლებს  ჩხუბი  გაუმართავთ.
          მეორე  დღეს  ქუჩებში  საპროტესტო    მსვლელობა  იმართება    . 
–– ძირს  ტერორიზმი    !!!...
––არა !..  ტერორიზმს....
  მოკლედ  ყველა  წინააღმდეგია ,  ძაღლიც  კი  ,  ის  დამჯდარა  ბუნკერთან ,  დაუდია  თავი  თათებზე ,  თვალებს    აბრიალებს  და  დუმს.
    დუმილი კი  თანხმობის  ნიშანია.
სინამდვილეში  კი .....      ჰმ .... ის ულოდება  შემდეგ  ტერაქტს , ამ  რაიონში    იმდენი  აფეთქება  მოხდა    რომ  საწყალ  ძაღლს  ბუნებრივი  რეფლექსი  გამოუმუშავდა    .
აფეთქება–––– გემრიელი  სადილი ...
აფეთქება––––  ხორცი ...
  თუ  სადმე  აფეთქების  ხმას  გაიგონებს  ენაგადმოგდებული  იქით    გარბის ...    არააა .....    არა  მგონია  ის  ტერორიზმის  წინააღმდეგი  იყოს !...
  ხოლო  რაც  შეეხება  შუბლგახვრეტილ  ტერორისტს ,  ახლა  მორგში რომ აგდია ,  მისი ბრალიც  არაა ...  მას  სასტიკი  ბუნება  გარემომ    ჩამოუყალიბა , ბავშვობაში  ალბათ  დიდი  ყურები  ანდა  დიდი  კაუჭა  ცხვირი  ჰქონდა  ,სკოლაში  ყველა  დასცინოდა  , ის  ბრაზდებოდა  , ბრაზდებოდა  და  ბოლოს  პირველად  ამ  ბოღმამ  საკლასო    თავისუფალ  თემაში  გადმოხეთქა :

                                                    ბავშვები  ხატავდნენ  ასფალტზე,
                                                    ინატრეს    ფერადი  ცარცი ...
                                                    გმადლობ ,  ტრაილერის  მძღოლო !...
                                                    წითელი  ასფალტიც  არის ....

    რის  გამოც  ის  სკოლიდან  გარიცხეს ,  შემდეგ      მორიგი  ბედის  სიმუხთლე !...  შეყვარებულთან  დაიგვიანა  მთელი  ერთი  საათით  ,  რადგან  მეზობლის  კატას  ანაწევრებდა....    ყველაზე    მეტი  დრო  გატყავებამ  წაიღო    ისე  გაერთო  სულ  გადაავიწყდა  ყველაფერი....
    მაინც  რატომ  ვფიქრობ  ამაზე?....
    რა  და  მეტროში  ვარ  ,  სადაც  ყველა  კუთხეში    საათი  კიდია ,  ერთი  გამოშტერებული  კი  მოდის  და  მე მეკითხება:
––– მაპატიეთ ,  რომელი საათია  ?..          და მისი  სათვალის  ლინზები  საშინლად  ლაპლაპებს !...
––– ტერორის  დროა ,  ტერორის  !!!...    ვუყვირი  გაბრაზებული  და  ვაგონში  შევდივარ.



    08.11.2010.  სერგეი  ნეველი.
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები