ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მუხრან აბაშიძე
ჟანრი: პოეზია
8 ნოემბერი, 2010


უდროობის კვალდაკვალ

სველ სახეზე მადნება, ხის ხელებზეც ასული,
წვიმის მონანაპირი ნამის მონანიება.
სასთუმალის თვალებზე ცრის ცრემლებით წარსული,
უდროობის მარხილებს და დრო მიედინება.

მოგროვილი წამები რიგ-რიგობით ისვრიან,
წელში მოხრილ წამებას და წვიმაა მორიგე.
მინდა ამინდს გავუგო, მაგრამ ახლა ნისლია,
როგორც, ისე ნაცნობი, რომ მეგობრად მოვირგე?!

-შემთხვევითი მგონია; თუმცა გამოგონილი,
მარტში უფრო მარტო-ა - გაზაფხულზე ზამთარი.
ფანტელების გროვაში ამის გამო გნოლია,
და ფერადი ქარები სითეთრეში-მართალი.

ანუ თოვლში სულია - სილამაზენაზავი,
ანუ სულში თვალები-სიქათქათის მფრქვეველი.
ანუ, ანუ ოცნებას წლები ნაზად ხაზავენ,
და მომზირალ გრიგალებს აქვავებენ ტყე-ველი...

სურვილების სიმრავლემ საუცხოო სენებით,
გულში ბინა ინება და მზესრული მშვენება.
ასე თითო-თითო და სათუთ-სათუთ შენებით,
ცივ ზამთარში სარტყელი ცისა მომეჩვენება.

აკი კოცნის კოცონსაც მოვენდე და მოვედე;
შენში ჩემი სამყარო უხილავად ვიცანი?
ზღვიდან ზოგი მორევი დნება ზეცის დონემდე,
სხვანიც დედამიწაზე კეკლუცობენ ცისანი...

სივრცეს ბოლო რიგიდან შემოვავლე ლაბადა,-
უსინათლო წამები წარსულს გადაესვენა;
ბედმა დაბადებამდე მომავალი დაბადა.
მომავალი დღესვეა! მომავალი დღესვეა!–

არნახული ხილვების ზღვა ზვავობდა პირველი,
ამხელა და ამგვარი, ხალხო, ჯერ არ ნახულა:
ჩემს ხელებში ცხოვრება, ცაში-ერთი ფრინველი,
ვინც ცისკარი გახსნა და მწუხრის კარი დახურა.

                                                                                  ავტორი: მუხრან აბაშიძე
         
       

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები