ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამთა რეხვიაშვილი
ჟანრი: პროზა
8 ნოემბერი, 2010


გაძრომა ცისარტყელაში (100 სიტყვა)

                     

  __დე,მგლების მეშინია...__ვბურტყუნებდი საბანქვეშ.
__გოგო,ზამთარში იყინებიან მგლები!__მიბრაზდებოდა თედო.
__დე,გაყინული მგელი მიკბენს?__თოკოსაც ეშინოდა მგლების.
__ვერ გიკბენს,თოკო,დაიძინე.
__რომ გალღვება?
__ვეფხვად გადავიქცევი და მოვერევი...__ეღიმებოდა დედას.
__დე,გადაიქეცი რა ვეფხვად!..
__არა,დე,მეშინია ვეფხვების.
__დე,მამა როდის მოვა?
__მოვა,მოვა...დაიძინეთ ახლა...
__დე,მამა მოერევა მგლებს?
__აბა,რას იზამს,გოგო,მამას იმხელა კუნთები აქვს...__ბრაზობდა თედო,__დე,უთხარი რა,მიიწიოს, ვვარდები...
      დავიზარდეთ.
ვეღარ ვეტევით ერთ საწოლში და აღარც მგლების გვეშინია.
      მამა არ მოსულა...
  ჩვენ მივხვდით,რომ დედას არ სჭირდება ვეფხვად გადაქცევა,ისედაც ძლიერია...
__დე,ჩაის დალევ?__ვიცი,დალევს; გიჟდება ცხელ ჩაიზე.
  თავს მიქნევს და თვალებყვავილებით მიღიმის...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები