ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
14 ნოემბერი, 2010


სანათა

დამწუხრებულა სანათა,
მზესთანაც აღარ საუბრობს.
ყვავთა საჯიჯგნი გამხდარა
ჯიხვ-არწივების საუფლო.
ნუ გეშინია სანათავ,
მთლად არ გაგვწირავს უფალი.
ვიცი: რითიც ხარ ავადა,
მამულის ჭირისუფალი.
ჩვენივე თავის უფალი
ჩვენვე ვართ ბაღო-ვენახო.
სამშობლო თავისუფალი
მალე სუყველას გვენახოს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები