ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პოეზია
8 აგვისტო, 2008


ფოტო-ლექსი

ცრემლისფრად ბრჭყვიალებს ღამე,
უცნაურ პირბადეს ახვევს,
ცრემლების ირიბი ლინზა -
სამყაროს გარეგნულ სახეს.

მარტო ვარ, დროის ხეს თანდათან
დღეების ფოთლები სცილდება...
ცხოვრება კადრებად გვამჟღავნებს...
სულის ნეგატივი მტკივდება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები