ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიზო
ჟანრი: პოეზია
11 ნოემბერი, 2010


სიზმარი

მზეზე გამთბარი ზღვის თეთრი ქაფი
ხან ცაში მოქრის, ხან ეკვრის ნაპირს,
ტუჩი გამსკდარი და თეთრი შარფი
სურნელს მიამბობს ვარდისფერ ვარდის
დაბერდა ტალღა, დამრეცი, სწრაფი,
ჭაღარა ქაფი დაეცა ნაპირს
დასველდა ქვიშა და მწვანე ხავსი,

მედუზა გადნა...

და თეთრი შარფი..

ხან სიზმრად მოქრის, ხან მიფრთხობს ნადიმს

ტალღა ცისფერი სევდის და დარდის
ჩემსკენ მოიწევს, დამეძებს მალვით
თბილია ქაფი...
სიზმარი...
შარფი...
დაიქცა, გაქრა სიცოცხლე სწრაფი...
მზეზე გამთბარი ზღვის თეთრი ქაფი
ხან ცაში მოქრის, ხან ეკვრის ნაპირს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები