ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: wet sparrow
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
11 ნოემბერი, 2010


ყოველდღიური თხოვნებიდან ნაწილი IV

ჩემო იასამნისფერ კაბიანო
მე შენს თვალებში ამოსულ ხეებს
ვესაუბრები.

მომიყევი ზღაპარი მზეზე
მომიყევი სინათლის ზღვაზე
და
მფრინავ ქოხზე
სადაც ცხოვრობ შენს სიზმრებში
სადაც ჩემთვისაც შენახულია
პატარა კუთხე.

ჩემო იასამნისფერ კაბიანო
მომატყუე.
მომატყუე რომ ვიცხოვრო.

ჩემო იასამნისფერ კაბიანო
ამოუშენე ფანჯრები სახლებს
არ გამოუშვა გარეთ ხალხი
გამუდმებით მიყურებენ
და უფრო ხშირად მეჯახებიან
დაწვი ქალაქი
თავის ბინძური ხმაურის ცეცხლზე
დაწვი ქუჩები
ვიტრინები
\\'ხელოვნური ყვავილები
დაწვი ცხოვრება
მანამდე კი ცეცხლს მომარიდე
შემიფარე შენი მხრების ქვეშ
სადაც არ ქრის მტვრიანი ქარი...

ჩემო იასამნისფერ კაბიანო
გადამარჩინე.

მე შენს თვალებში ამოსული
სიმშვიდის
ხე ვარ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები