 | ავტორი: სერგეი ჟანრი: პროზა 11 ნოემბერი, 2010 |
კოსმოსური სადგური ნელა ბრუნავდა ვერტიკალურ სივრცეში, სადღაც გალაქტიკის სპირალურ სახელოსთან, სადგურზე სრული წესრიგი სუფევდა, ისევე როგორც მთელს კოსმოსში, აქ ყველაფერი მოძრაობდა და ეს იყო სწორედ სიცოცხლის საწყისი. ასტრონავტებიც მოძრაობდნენ, ოღონდ ჰორიზონტალურად, პლასტიკის საწოლი ზანზარებდა და მათი კვნესა ხანდახან სადგურის ატომური რეაქტორის გუგუნსაც ფარავდა... მათი მოძრაობა ნაზი და გრაციოზული იყო, როგორც ელექტრონების ნაკადი ვაკუუმში... ეს არამიწიერი ალერსი კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა, მაგრამ უცებ სადგური შეირყა. - რა მოხდა? - შეშინებული ხმით იკითხეს ასტრონავტებმა, თუმცა მათ მხოლოდ ხმა ჰქონდათ შეშინებული... სინამდვილეში კი სრულიად ინარჩუნებდნენ სიმშვიდეს... რამდენიმე წამში განათება ჩაქრა და წითელი ავარიული ნათურები აინთო. რეაქტორის მონოტონური გუგუნი შენელდა და სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა!
მხოლოდ ასტრონავტთა მშვიდი და თანაბარი სუნთქვა არღვევდა გამეფებულ სიჩუმეს! მალე ეს სიჩუმე აუტანელიც კი გახდა... რაღაც უნდა ეღონათ! მდგომარეობის განსამუხტავად, ერთ-ერთი ასტრონავტი შეხტა და მთელი ძალით დაენარცხა საწოლს... ბრააახ! - რა ხდება? - იკივლა იმავე საწოლზე მწოლმა ქალმა-ასტრონავტმა და შიშისგან გაითიშა!
ქვედა ნაკვეთურში ეკიპაჟის დანარჩენი ოთხი წევრი ბოლო დროის პოპულარულ თამაშს " აბა, დაბრუნდი"–ს თამაშობდა. მათ პულტები დაყარეს და შეშინებულები, რატომღაც, ჭერს მიაჩერდნენ ... ჭერზე კი საინტერესო არაფერი ხდებოდა, რადგან კოსმოსში ცნება " ზევით – ქვევით", მოგეხსენებათ, არ არსებობს ...
სამაგიეროდ, არსებობდა ცნება "დავიღუპეთ", რაც ყველგან მისაღებია, იმისგან დამოუკიდებლად, თუ სად ხარ, გარდა ერთი შემთხვევისა, რასაც ისინი ახლა ნატრობდნენ, – სიზმარი! ნეტავ ეს სიზმარი იყოს.... სიზმარს კი... სიზმარს მხოლოდ გათიშული ასტრონავტი ქალი ხედავდა: თითქოს სადღაც კოსმიურ სივრცეს მიაპობდა მათი კოსმიური სადგური და ნელა ბრუნავდა ვერტიკალურ სივრცეში, სადღაც გალაქტიკის სპირალურ სახელოსთან...
და ყველაფერი დაიწყო თავიდან! უცებ ბიძგი იგრძნეს და თვალიც გაახილეს: ისინი ბარში ისხდნენ, უფრო სწორად – ეყარნენ, მუსიკა გამაყრუებლად, გუგუნივით ისმოდა. დიჯეი ხტუნავდა და რაღაცას გაჰყვიროდა უცნაურად არამიწიერად...
– სად ვართ? – უაზროდ იკითხა ქალმა. – ამსტერდამში, დღეს დილით ჩამოვფრინდით... – ფრენა არ მიხსენო, – გააკანკალა ქალს და ადგა. - რატომ? გამოფრენის წინ რომ შეისუნთქე ის ფხვნილი, რა გგონია, რა იყო? - დასაძინებელი არ იყო? - რა გულუბრყვილო ხარ! დასაძინებელს - სვამენ, კი არ ისუნთქავენ?! - ნარკოტიკი? - ქალს სპაზმებმა მოუჭირა ყელში... - აბა რა გეგონა? ამსტერდამში მოფრინავდი, ცუცხვათში ხომ არა?!.......
(გავაგრძელებთ მააშ)
11.11. 2010. სერგეი ნეველი თამარ ბუკია
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. აჰა როგორ ვიცნობ ავტორს: ამსტერდამი, ქალები, ალერსი, ნარკოტიკები... :))
ბრავო რეზო, კარაგდ წერ და ველოდებით გაგრძელებას ;) აჰა როგორ ვიცნობ ავტორს: ამსტერდამი, ქალები, ალერსი, ნარკოტიკები... :))
ბრავო რეზო, კარაგდ წერ და ველოდებით გაგრძელებას ;)
8. ველოდებით,მააშ!:) ველოდებით,მააშ!:)
7. თამარ ბუკია - ნარკოტიკებს, სიგარეტს, სასმელს და ქალებს - არ ეტანება! :D
ეს სიმბიოზი (სერგეი ნეველი, თამარ ბუკია) - ურაკელ მოსახლეობას შორის ფურორის მოსახდენად იყო შექმნილი... თორემ ისე, აბა სად მე და სად ასტრონავტიკა? მე ყოველგვარი რეაქტიული და ვერტიკალურად მბრუნავი კოსმოსური სადგურის გარეშე დავფრინავ პლანეტიდან პლანეტაზე! და არც არაფერს ვისუნთქავ ამისთვის, სუფთა ჰაერის გარდა! :))
ისე, სერგეი ნეველი გვპირდება: "გაგრძელება კიდევ იქნებაო" და... არ დავუჯეროთ?
უი, დედააა, არ მიაწერე, ბოშოოო? მიაწერე ახლავე! :))))))) თამარ ბუკია - ნარკოტიკებს, სიგარეტს, სასმელს და ქალებს - არ ეტანება! :D
ეს სიმბიოზი (სერგეი ნეველი, თამარ ბუკია) - ურაკელ მოსახლეობას შორის ფურორის მოსახდენად იყო შექმნილი... თორემ ისე, აბა სად მე და სად ასტრონავტიკა? მე ყოველგვარი რეაქტიული და ვერტიკალურად მბრუნავი კოსმოსური სადგურის გარეშე დავფრინავ პლანეტიდან პლანეტაზე! და არც არაფერს ვისუნთქავ ამისთვის, სუფთა ჰაერის გარდა! :))
ისე, სერგეი ნეველი გვპირდება: "გაგრძელება კიდევ იქნებაო" და... არ დავუჯეროთ?
უი, დედააა, არ მიაწერე, ბოშოოო? მიაწერე ახლავე! :)))))))
6. აუ, რა კარგი იყო :D ამსტერდამი ვიცი, მაგრამ ეს ცუცხვათი სადღაა? :D მაგარი ხარ, ნეველო! :) აუ, რა კარგი იყო :D ამსტერდამი ვიცი, მაგრამ ეს ცუცხვათი სადღაა? :D მაგარი ხარ, ნეველო! :)
5. ჰაჰ, ბოლო მართლაც რომ :D
ჰაჰ, ბოლო მართლაც რომ :D
4. თანაავტორიც დაგჭირვებია, ამ ”მონუმენტური პროზის” შესაქმნელად :) თუ ექპერიმენტია რაიმე, ცუცხვათს იქეთ ვერც გაქაჩავს მგონია მე :)
გაერთე შენ ეტყობა, ჯერ ზღაპრებით და ახლა კიდევ ნარკოტიკებით... დროა აწი, დაბრუნდე. ” ია ტაკ დუმაიუ” :) თანაავტორიც დაგჭირვებია, ამ ”მონუმენტური პროზის” შესაქმნელად :) თუ ექპერიმენტია რაიმე, ცუცხვათს იქეთ ვერც გაქაჩავს მგონია მე :)
გაერთე შენ ეტყობა, ჯერ ზღაპრებით და ახლა კიდევ ნარკოტიკებით... დროა აწი, დაბრუნდე. ” ია ტაკ დუმაიუ” :)
3. ბუკიამ ნარკოტიკი გაიყნოსა? :-O :D ბუკიამ ნარკოტიკი გაიყნოსა? :-O :D
2. 11.11. 2010. სერგეი ნეველი თამარ ბუკია ეს რას ნიშნავს?...ამსტერდამში ერთად იყავით...:))) 11.11. 2010. სერგეი ნეველი თამარ ბუკია ეს რას ნიშნავს?...ამსტერდამში ერთად იყავით...:)))
1. ცუცხვათზე ვიხალისეე:D:D:D ცუცხვათზე ვიხალისეე:D:D:D
|
|
მონაცემები არ არის |
|
|