ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: მე-დეა
ჟანრი: პროზა
11 ნოემბერი, 2010


სხივმოსილი სული... (ლექსების გამოფენა2010)

      განმარტოებით უყვარდა ლოცვა მამაოს. განსაკუთრებით შუაღამით, ან ცისკრის ჟამს. მეუდაბნოე ახალგაზრდა, ასკეტური ცხოვრებით ეთაყვანებოდა უფალს.
სამოქალაქო ომი მძვინვარებდა. ტაძრის ეზოში, ქართველი ვაჟკაცები, მამაოსთან ერთად, უშიშრად ელოდნენ მტრის შემოსვლას.
  სისხლმოწყურებული აფხაზები შემოიჭრნენ კომანის მადლიან მიწაზე. უიარაღო ქართველი ბიჭები აწამეს. ეკლესიაში შეცვივდნენ. მოძღვარი მოხლმოდრეკილი ლოცულობდა.
– ვისი მიწაა, მამაო ეს, ქართველების თუ აფხაზების? ნიშნისმოგებით ჰკითხა ერთ–ერთმა აფხაზმა.
– ეს მიწა უფლისაა! უპასუხა მამაომ.
პირისპირ ვერ შებედეს და უკნიდან ესროლეს.
  ტაძარში დააბრძანეს მამა ანდრიას ცხედარი. სასწაული კი ის იყო, რომ, მცხუნვარე სიცხეში მისი სხეული არ იხრწნებოდა, ჭრილობიდან სისხლი უწყვეტად სდიოდა.
კეთილსურნელებას მოეცვა იქაურობა...
  კუთხეში მდგარი გაოგნებული აფხაზი მეომარი, მონანიე სახით მდუმარედ იდგა მამა ანდრიას ცხედართან.


                                         
                                             

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები