ნაწარმოებები



ავტორი: ლელა-65
ჟანრი: პოეზია
13 ნოემბერი, 2010


და შემეყინა ხელი კარებზე...

ათასჯერ მქონდა ეს  დღე ნანახი
და მერე მხოლოდ სიზმარი ახდა.
ქუჩაში თოვლი იდო ტალახის
და ვიღაც იდგა კუთხეში სახლთან.

უცხო სტუმარი არ გავდა ჩვეულს,
არც ხილვა იყო და არც ხილული
და ბაგაბუგი გაქონდა ჩემსგულს
დაიწყომეთქი ძილისპირული

ვთქვი... და მეგონა ვაჯობე ფიქრებს.
შენ კი თოჯინა მორთე კაბაში-
დე... გაშრებაო, თან სხვებზეც  მკითხე.
მე გადავკეტე მერე კარები.

ღამე არ იყო ფერგადასული
ვთქვი, ამოვათქო უკვე მალე მზე
მერე კედლიდან გავიდა სული
და შემეყინა ხელი კარებზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები