 | ავტორი: შატილიონი ჟანრი: პოეზია 14 ნოემბერი, 2010 |
(ძღვნად პეტრეს, ბატონ პეტრე ქოჩაკიძეს, ქართული ენის დაუმცხრალ მეტრფეს)
ჩემი დიდპაპას საფლავით მომესმა მიწის სუნთქვანი, მისმა სურნელმა დამხანძრა, მოვმართე სახნის-გუთანი, პირჯვარი გადავისახე, ვახსენე მამა-უფალი, ხარი შევაბი ყევარი, ნაპატივ და ნასუქალი, რქებზე სანთლები ავუნთე, და ოროველა ვუთხარი! ძარღვებში სისხლი აბორგდა, მთის ჩანჩქერივით მქუხარი! ხნული გავავლე ლარივით, ბელტი ბელტს მძივად ვუხანი. ციხე-ტაძართა კედლები გადმომდგარიყვნენ მზირადა, არწივი მზესთან ასული მზერით ყვავ-ყორნებს გმირავდა! თავი ზღპარში მეგონა, მიწა ცას მადლსა სწირავდა! სული ზეობდა, არ ვიყავ მტრისაგან დასაცინადა! ბელტი გადმოსკდა, აღმოხდა ლალ-საგანძურთა გზნებანი, თვალ-მარგალიტთა მასურვეს მეთქვა მათ ფერთა ქებანი: ძოწთა მიხატეს თამარის სამოსი ძოწეულისა, სოსან ყელს კრთომა- ლიცლიცი ჯვარ-საკიდ ოქროწნულისა, თვალთა ნაშუქი მზემადლი მალხინებელი სულისა, შუქცისკრად აღყვავებული ყვავილი ბროწეულისა. ყურთან საყურე აყიყის, მეტრფე ძოწის და ლალისა, შუბლს ჯიღა ჯვარბორჯღლიანი შუქი მზისა და მთვარისა! გიშერმა გულში მაძგერა, წამწამ-ისართა კონები, გრძნობა რამ მასვა მიმღები, გულთა უშქართა მმონები. ზურმუხტმა ფშვენა ფოთოლთა თრთოლვა ჩურჩულით მანამა, ვაგლახ, მწვანობის კინთობით მკერძა კირთება კვლა მანა, არცა დამთმო და ქამანდი გულსა ქადილად მალა მან, ასრე მეპყრა და მიმონა, უკრძალვად გამეთამამა. ჰა, იაკინთი კიაფობს იაგუნდობით თავმწონე, ტრედისა კვერცხსა ჩამოჰგავს, ობოლი, უპირსაწონე, დამიდგრა ენა, ბაგენი, ქება ვერარა ვაწონე, ლახვარი სხივთა მარისხა გულის ჩემისა გამწონე. ლაჟვარდმა ცად ამამაღლა, დასი მასია ღრუბელთა, სიმშვიდით სული განმიბრძო, მფლა ანგელოსთა უბეთა, ედემს მასტუმრა, საჭვრეტად სამოთხის ჩიტთა ბუდეთა, მირონი მცხო და მაკურთხა, გამყარა უძღებ-უდებთა. ლალისა ბაგელალობამ ღვინო მანდომა კახური, ზვარ-ვაზთა ჯიქან-კოკები თაფლ-ბადაგ - ფერდამკრახული, მეხილა სვეტიცხოველი, ზედ ვაზი გამოსახული, გულში ტკივილად ამეწვა ზარზმა, ოშკი და ხახული! ფირუზმა ფერფირუზობით სატრფოს თვალები მაწვია, რა ვქნა, ეს გული ტიალი ტრფობით უფრორე დამწვია, ბევრჯერ გვირგვინად დამადგა, რაც ეკალი და ქაცვია! მაინც ის მიყვარს, ვინც მიყვარს, აბჯრად იმედი მაცვია! მარჯანმა წყობა-მიჯრობით, ლაშქრობით გაუნაკმარი, მახილებინა ქართველთა თორაბჯროსანთა ლაშქარი, ადგილის დედის ლოცვით და ნაკურთხი მადლით ცხრაკარის, წინ ედო დიდი ბრძოლა და დიდი საუფლო სამკალი! ალმასი სხივთ ათინათით დილის ცვარ-ნამად კიაფობს, ელავს და მზეებრ ნაკრთომით ბნელს აბრმავებს და მიაპობს, დაე, ნათელმა განგმიროს მადლი ვინაც აიაფოს, კეთილს თევზისა მუქაფად თუ გველ-ბაყაყი მიაგოს. ქარვა მთვარშუქობს, ფერთაფლობს, ბაგეს მენუკვის ამბორად, გრძნობა მეგულთქმა ბახუსის, მათრო, დამბუბნა, დამტორა, დიდპაპას გულზე მაბუქნა, ჩემს ფერფლ- მიწაზე მაგორა, ენა , მამული, უფალი, გულისხმად მყო და მაგონა. რა ქება ვაგო მარგალიტს, ნაცრემლს ობოლის თვალ-ჩინთა, მიუსაფარის, ზვარაკის დედინაცვალის ნაცილთა. თავის ბედისა მოზარე, ნამდუღრი თურთქელ ნაცრითა, მთელ ღამეს ცივ ქარ-წვიმაში, წყლისა მზიდავი საცრითა! ბედმა მაინც არ გაწირა, სხვათა უგვანთა მსახურად, დედოფლის ჯიღა-გვირგვინი ხელმწიფის ხელით დახურა. სარდიონს გული ესარდვლის, თან ხიბლავს დიონისობა, მაგრამ მიჯნურად ხელდასხმულს ხამს მეტრფე გულთა მისნობა, გამზადებულა ამურის გულთქმა-ვნებათა ისრობა, ვისაც ეტყორცვნის, ფუჭია- არ არგებს გულის მქისობა! ოქრომ და ვერცხლმან ჭირშიგან სული ნაწრთობი შთამბერეს, ჟამთ უხრწნელობით მამთხვიეს სიბრძნე-სიწმინდის სამზერებს, სული ქართული ვიცანი, დრო-ჟამი რომ ვერ აბერებს, მიწიდან მესმის ყივილი და ეს ყივილი მახელებს! ავდექ და ლარ-საგანძური მშობელ მიწაზე მოვფინე, გულზე ვიხუტე ცალ-ცალკე, ალერსით მოვეფოფინე: ჩემო განძო და ქართულო, ჩემო სულო და სალაროვ, დაუშრეტ-დაულეველო, უფალთან ზეაღმავალო!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
30. ჩემო განძო და ქართულო, ჩემო სულო და სალაროვ, დაუშრეტ-დაულეველო, უფალთან ზეაღმავალო! ეს ლექსიც ნამდვილი განძია! სასწაულია! გაიხარეთ:) ჩემო განძო და ქართულო, ჩემო სულო და სალაროვ, დაუშრეტ-დაულეველო, უფალთან ზეაღმავალო! ეს ლექსიც ნამდვილი განძია! სასწაულია! გაიხარეთ:)
29. აუფ დამბურძგლა სიამოვნებისაგან. ზე ლექსია ძალიან მოვიხიბლე+777 აუფ დამბურძგლა სიამოვნებისაგან. ზე ლექსია ძალიან მოვიხიბლე+777
28. ვახ, ეს რა მშვენება იყო, მიძღვნაა, საგანძური, ასხმული მძივებად, ყველა საიუვერილო ქვა ვიცანი,იაკინთი ? არა,!. ეხლა ვხვდები, თუ რატომ ერქვა ბაბუაჩემის 100 წელს მიტანებულ მეზობელს იაკინთე, აუ,რა განათლებული მღვდელი ყოლია სოფელს გურიაში! ლექსის ავტორი და ადრესატი,საამაყო ქართველები არიან +2, დასანანია,რომ მეტის დაწერის უფლება არ მაქვს. ვახ, ეს რა მშვენება იყო, მიძღვნაა, საგანძური, ასხმული მძივებად, ყველა საიუვერილო ქვა ვიცანი,იაკინთი ? არა,!. ეხლა ვხვდები, თუ რატომ ერქვა ბაბუაჩემის 100 წელს მიტანებულ მეზობელს იაკინთე, აუ,რა განათლებული მღვდელი ყოლია სოფელს გურიაში! ლექსის ავტორი და ადრესატი,საამაყო ქართველები არიან +2, დასანანია,რომ მეტის დაწერის უფლება არ მაქვს.
27. ღმერთმანიიიი, არაჩვეულებრივიააააააააააააააა!!! ქართველოოო, ვამაყობ შენით!!! უძლიერესო პოეტო!!! გაიხარე შენა!!! ღმერთმანიიიი, არაჩვეულებრივიააააააააააააააა!!! ქართველოოო, ვამაყობ შენით!!! უძლიერესო პოეტო!!! გაიხარე შენა!!!
26. ბელტი გადმოსკდა, აღმოხდა ლალ-საგანძურთა გზნებანი, თვალ-მარგალიტთა მასურვეს მეთქვა მათ ფერთა ქებანი: ძოწთა მიხატეს თამარის სამოსი ძოწეულისა, სოსან ყელს კრთომა- ლიცლიცი ჯვარ-საკიდ ოქროწნულისა, თვალთა ნაშუქი მზემადლი მალხინებელი სულისა, შუქცისკრად აღყვავებული ყვავილი ბროწეულისა. ყურთან საყურე აყიყის, მეტრფე ძოწის და ლალისა, შუბლს ჯიღა ჯვარბორჯღლიანი შუქი მზისა და მთვარისა!
აუუუ, ეს ლექსი მიმაქვს დღიურში! საიუველირო ქვების უბადლო ცოდნაა! ბრავო! =D> =D> 5 ბელტი გადმოსკდა, აღმოხდა ლალ-საგანძურთა გზნებანი, თვალ-მარგალიტთა მასურვეს მეთქვა მათ ფერთა ქებანი: ძოწთა მიხატეს თამარის სამოსი ძოწეულისა, სოსან ყელს კრთომა- ლიცლიცი ჯვარ-საკიდ ოქროწნულისა, თვალთა ნაშუქი მზემადლი მალხინებელი სულისა, შუქცისკრად აღყვავებული ყვავილი ბროწეულისა. ყურთან საყურე აყიყის, მეტრფე ძოწის და ლალისა, შუბლს ჯიღა ჯვარბორჯღლიანი შუქი მზისა და მთვარისა!
აუუუ, ეს ლექსი მიმაქვს დღიურში! საიუველირო ქვების უბადლო ცოდნაა! ბრავო! =D> =D> 5
25. შენ, ჩემო ილტოსპირელო, ხმა შენი გულზე მეფონა, ილტოს ტალღებმა, დამაშვრალს მომიალერსეს, მეგონა.
შენ, ჩემო ილტოსპირელო, ხმა შენი გულზე მეფონა, ილტოს ტალღებმა, დამაშვრალს მომიალერსეს, მეგონა.
24. 55555
სულ იმას ვამბობ: ქართული ენის სალარო უხვია, თუკი კაცს გულით სწადია და სული შეუწუხია, სიმდიდრეს ამოაჩქერებს მისას, გაქრება მწუხრია, ნეტავი იმას, ვისაც ეს უნჯი თავისკენ უხრია! მარჯვე ხარ, შატილიონო, ენა-ოქრო და გულღია, მინედლებ, დრო-ჟამს რაც ენა გამოუხმ-გამოუღლია, გემარადისოს ეგ ქნარი, ლექსების გედგას ბუღია, გესალმა ილტოსპირელი, შენს მხარეს შემოუხვია!.. 55555
სულ იმას ვამბობ: ქართული ენის სალარო უხვია, თუკი კაცს გულით სწადია და სული შეუწუხია, სიმდიდრეს ამოაჩქერებს მისას, გაქრება მწუხრია, ნეტავი იმას, ვისაც ეს უნჯი თავისკენ უხრია! მარჯვე ხარ, შატილიონო, ენა-ოქრო და გულღია, მინედლებ, დრო-ჟამს რაც ენა გამოუხმ-გამოუღლია, გემარადისოს ეგ ქნარი, ლექსების გედგას ბუღია, გესალმა ილტოსპირელი, შენს მხარეს შემოუხვია!..
23. მომნატრებია ეს გვერდი :)
არაჩვეულებრივი მიძღვნაა.... მდიდარი ხართ... რა მხრივ ვამბობ,მიმიხვდებით...
მოგიკითხეთ.საუკეთესო სურვილებით... მომნატრებია ეს გვერდი :)
არაჩვეულებრივი მიძღვნაა.... მდიდარი ხართ... რა მხრივ ვამბობ,მიმიხვდებით...
მოგიკითხეთ.საუკეთესო სურვილებით...
22. ღირსეულ კაცს - ღირსეული ლექსი - ღირსეული კაცისაგან! "მადლობა ყველას, ვისაც გეყოთ მოთმინება, ბოლომდის ჩაგეკითხათ ჩემი ”ქებანი”-იო, რომ წერს ავტორი... მოთმინება კი არა, გვალვისაგან დამშრალ და დამსკდარ მიწას კოკისპირული წვიმა რომ მოუვა და ნელა-ნელა იღჟინთება - ასე ვიჟღინთებოდი მეც კითხვისას! ღირსეულ კაცს - ღირსეული ლექსი - ღირსეული კაცისაგან! "მადლობა ყველას, ვისაც გეყოთ მოთმინება, ბოლომდის ჩაგეკითხათ ჩემი ”ქებანი”-იო, რომ წერს ავტორი... მოთმინება კი არა, გვალვისაგან დამშრალ და დამსკდარ მიწას კოკისპირული წვიმა რომ მოუვა და ნელა-ნელა იღჟინთება - ასე ვიჟღინთებოდი მეც კითხვისას!
21. მადლობა ჭას, მადლობა ბატონ თენგიზს, მადლობა ყველას, ვისაც გეყოთ მოთმინება, ბოლომდის ჩაგეკითხათ ჩემი ”ქებანი” და შიგ ის მშვენიერება დაინახეთ, რაც მონდოდა, დაგენახათ. ღმერთმა დაგლოცოთ! მადლობა ჭას, მადლობა ბატონ თენგიზს, მადლობა ყველას, ვისაც გეყოთ მოთმინება, ბოლომდის ჩაგეკითხათ ჩემი ”ქებანი” და შიგ ის მშვენიერება დაინახეთ, რაც მონდოდა, დაგენახათ. ღმერთმა დაგლოცოთ!
20. მშვენიერია :) მშვენიერია :)
19. ელდარ თქო მინდა მოგმართო, იმიტომ რომ ძმად მეგულვი, სულიერ ძმად. მითქვამს და ვიტყვი, - ლექსის, ნაფიქრალის ანალიზით ვზომავთ ჩვენ, ერთმანეთისათვის უცნობი ქართველნი ერთ-ურთს ვირტუალურ სამყაროში. მხოლოდ ლექსია ჩვენი შემაკავშირებელ-შემადუღაბებელი აქ და არ რა სხვა რამ ქცევა ჩვენი... მე პეტრე განგებამ გამაცნო, ასე ვთვლი, ასე არის. საბედნიეროდ მე მისი მარტო ლექსი არ მიგრძვნია, მე საქციელსაც შევხედე, კაცურს, ადამიანურს, მოყვასის მოყვარულს, ღვთიურს. უბედნიერესია ქართველი ერი, ასეთი კაცების მყოლი. უნდა გვახსოვდეს ისინი, უნდა ვეფეროთ მათ, უნდა მივბაძოთ მათ. შენ ეს შენი სიტყვით შეძელი და მე მიხარია, რომ ასეთი ხარ. გფარავდეს მამაზეციერი! სულში ღმერთად შემოშვებული იესო ნაზარეველის წყალობით და მფარველობით გევლოს მთის კაცო, ალალო კაცო. ელდარ თქო მინდა მოგმართო, იმიტომ რომ ძმად მეგულვი, სულიერ ძმად. მითქვამს და ვიტყვი, - ლექსის, ნაფიქრალის ანალიზით ვზომავთ ჩვენ, ერთმანეთისათვის უცნობი ქართველნი ერთ-ურთს ვირტუალურ სამყაროში. მხოლოდ ლექსია ჩვენი შემაკავშირებელ-შემადუღაბებელი აქ და არ რა სხვა რამ ქცევა ჩვენი... მე პეტრე განგებამ გამაცნო, ასე ვთვლი, ასე არის. საბედნიეროდ მე მისი მარტო ლექსი არ მიგრძვნია, მე საქციელსაც შევხედე, კაცურს, ადამიანურს, მოყვასის მოყვარულს, ღვთიურს. უბედნიერესია ქართველი ერი, ასეთი კაცების მყოლი. უნდა გვახსოვდეს ისინი, უნდა ვეფეროთ მათ, უნდა მივბაძოთ მათ. შენ ეს შენი სიტყვით შეძელი და მე მიხარია, რომ ასეთი ხარ. გფარავდეს მამაზეციერი! სულში ღმერთად შემოშვებული იესო ნაზარეველის წყალობით და მფარველობით გევლოს მთის კაცო, ალალო კაცო.
18. ძალიან ლამაზი...შემკული ლექსია...მარტო ლექსი არ არის...555555 .ვხედავ ეს ამდენი სამკაული და თვალ-მარგალიტი მუჭით როგორ გადააფრქვიე წვენს მიწას...ზემოდან ბელტი გადააფარე და დათესე.... ასე მზრუნველად დათესილი...ერთი ათასად ამოვა...:-*
მე მაინც ზურმუხტმა გადამრია...:)
ზურმუხტმა ფშვენა ფოთოლთა თრთოლვა ჩურჩულით მანამა, ვაგლახ, მწვანობის კინთობით მკერძა კირთება კვლა მანა, არცა დამთმო და ქამანდი გულსა ქადილად მალა მან, ასრე მეპყრა და მიმონა, უკრძალვად გამეთამამა.
ძალიან ლამაზი...შემკული ლექსია...მარტო ლექსი არ არის...555555 .ვხედავ ეს ამდენი სამკაული და თვალ-მარგალიტი მუჭით როგორ გადააფრქვიე წვენს მიწას...ზემოდან ბელტი გადააფარე და დათესე.... ასე მზრუნველად დათესილი...ერთი ათასად ამოვა...:-*
მე მაინც ზურმუხტმა გადამრია...:)
ზურმუხტმა ფშვენა ფოთოლთა თრთოლვა ჩურჩულით მანამა, ვაგლახ, მწვანობის კინთობით მკერძა კირთება კვლა მანა, არცა დამთმო და ქამანდი გულსა ქადილად მალა მან, ასრე მეპყრა და მიმონა, უკრძალვად გამეთამამა.
17. დიდი მადლობა ყველას, უღრმესი მადლობა ბატონ პეტრეს, ვისმა ქართულისადმი უსაზღვრო სიყვარულმაც დამაწერინა ეს ლექსი! გაიხარეთ, გამრავლდით, მოუარეთ და გაუფრთხილდით ქართულ ენას! დიდი მადლობა ყველას, უღრმესი მადლობა ბატონ პეტრეს, ვისმა ქართულისადმი უსაზღვრო სიყვარულმაც დამაწერინა ეს ლექსი! გაიხარეთ, გამრავლდით, მოუარეთ და გაუფრთხილდით ქართულ ენას!
16. ვმადლობ უფალს რომ ასე უზურგულებ ენამარგალიტს ჩემო! მუხ არს ცხოვრება და ლექსი შენი, რომელსა არა შეამღვრევს სიკვდილი! ."ეჩო თავისკენ მიიყრის, შენ ლექსხერხს, გააქ და გამოაქ". ორხელ მოვპეშვე ჩქერალი შენი, ღვთის ნათლულო ერს შეძერწილო ქართველო! როგორ იწვართნება შენთან ამოუწყველი საუნჯე ქართველთა! მთის კორტოხიდან, იერიქონის საყვირით შენდამი მადლის გარდახდომა ყველას მინდა გავაგებინო. ხმამომაღლოდ ვიძახ! უფალმა არ მოგაკლოს არც ფქვილი,არც ზეთი და არც ღვინო! და გაკურთხოს თესლით თესლამდე! დ ღ ე გ რ ძ ე ლ დ ი შ ა ტ ი ლ ი ო ნ ო!!! ვმადლობ უფალს რომ ასე უზურგულებ ენამარგალიტს ჩემო! მუხ არს ცხოვრება და ლექსი შენი, რომელსა არა შეამღვრევს სიკვდილი! ."ეჩო თავისკენ მიიყრის, შენ ლექსხერხს, გააქ და გამოაქ". ორხელ მოვპეშვე ჩქერალი შენი, ღვთის ნათლულო ერს შეძერწილო ქართველო! როგორ იწვართნება შენთან ამოუწყველი საუნჯე ქართველთა! მთის კორტოხიდან, იერიქონის საყვირით შენდამი მადლის გარდახდომა ყველას მინდა გავაგებინო. ხმამომაღლოდ ვიძახ! უფალმა არ მოგაკლოს არც ფქვილი,არც ზეთი და არც ღვინო! და გაკურთხოს თესლით თესლამდე! დ ღ ე გ რ ძ ე ლ დ ი შ ა ტ ი ლ ი ო ნ ო!!!
15. აქაც ჩემი აღფრთოვანება :)
ვისიამოვნე
555 აქაც ჩემი აღფრთოვანება :)
ვისიამოვნე
555
14. ძალიან შთამბეჭდავი და მნიშვნელოვანი ლექსია... 555 ძალიან შთამბეჭდავი და მნიშვნელოვანი ლექსია... 555
13. -მთლიანად ძალიან მომეწონა, არაფერს გამოვყოფ. მომწონს თქვენი ლექსები,შატილიონო,გაიხარეთ!+2 -მთლიანად ძალიან მომეწონა, არაფერს გამოვყოფ. მომწონს თქვენი ლექსები,შატილიონო,გაიხარეთ!+2
12. მაინც ის მიყვარს, ვინც მიყვარს.... ეს მომეწონა მეც რაღაც ძალიან და მართლა კაი კაცს ეძღვნება ეს მაგარია 5 მაინც ის მიყვარს, ვინც მიყვარს.... ეს მომეწონა მეც რაღაც ძალიან და მართლა კაი კაცს ეძღვნება ეს მაგარია 5
11. მაინც ის მიყვარს, ვინც მიყვარს....
ეს ჯიუტი ნოტა მომეწონა ძალიან.... მაინც ის მიყვარს, ვინც მიყვარს....
ეს ჯიუტი ნოტა მომეწონა ძალიან....
10. ოქრომ და ვერცხლმან ჭირშიგან სული ნაწრთობი შთამბერეს, ჟამთ უხრწნელობით მამთხვიეს სიბრძნე-სიწმინდის სამზერებს, სული ქართული ვიცანი, დრო-ჟამი რომ ვერ აბერებს, მიწიდან მესმის ყივილი და ეს ყივილი მახელებს!
ძალიან მომეწონა. ოქრომ და ვერცხლმან ჭირშიგან სული ნაწრთობი შთამბერეს, ჟამთ უხრწნელობით მამთხვიეს სიბრძნე-სიწმინდის სამზერებს, სული ქართული ვიცანი, დრო-ჟამი რომ ვერ აბერებს, მიწიდან მესმის ყივილი და ეს ყივილი მახელებს!
ძალიან მომეწონა.
9. ჩემო განძო და ქართულო, ჩემო სულო და სალაროვ, დაუშრეტ-დაულეველო, უფალთან ზეაღმავალო
არაჩვეულებრივია! 5! ჩემო განძო და ქართულო, ჩემო სულო და სალაროვ, დაუშრეტ-დაულეველო, უფალთან ზეაღმავალო
არაჩვეულებრივია! 5!
8. გულამდე ჩავიდა, უძლიერესია... :) +2 გულამდე ჩავიდა, უძლიერესია... :) +2
7. მშვენიერი ლექსია და მართლა კარგ ადამიანს ეძღვნება :) მშვენიერი ლექსია და მართლა კარგ ადამიანს ეძღვნება :)
6. მეხილა სვეტიცხოველი, ზედ ვაზი გამოსახული, გულში ტკივილად ამეწვა ზარზმა, ოშკი და ხახული!
მშვენიერი ლექსია, გილოცავთ + + + მეხილა სვეტიცხოველი, ზედ ვაზი გამოსახული, გულში ტკივილად ამეწვა ზარზმა, ოშკი და ხახული!
მშვენიერი ლექსია, გილოცავთ + + +
5. ამ გვერდზე სული მეკვრის ყოველთვის! 5 მოწიწებით და პატივისცემით----- ამ გვერდზე სული მეკვრის ყოველთვის! 5 მოწიწებით და პატივისცემით-----
4. რა ვქნა, ეს გული ტიალი ტრფობით უფრორე დამწვია, ბევრჯერ გვირგვინად დამადგა, რაც ეკალი და ქაცვია!
თქვენი ხელწერა და გემოვნება გასაგებია...გიხდებათ იმიტომ, რომ იცით რა უნდა წეროთ...თქვენს ამლუაში ხართ. რა ვქნა, ეს გული ტიალი ტრფობით უფრორე დამწვია, ბევრჯერ გვირგვინად დამადგა, რაც ეკალი და ქაცვია!
თქვენი ხელწერა და გემოვნება გასაგებია...გიხდებათ იმიტომ, რომ იცით რა უნდა წეროთ...თქვენს ამლუაში ხართ.
3. მაგარი მიძღვნა მაგარ ადამიანსა და შემოქმედს! მაგარი მიძღვნა მაგარ ადამიანსა და შემოქმედს!
2. ვაიმე, რა მშვენიერებაა.მოხიბლული... ვაიმე, რა მშვენიერებაა.მოხიბლული...
1. ვაუუუ!!! რა გასაოცარ მიძღვნებს აკეთებთ ბატონო ელდარ?!!!! დამსახურებული მიძღვნა ღირსეულ ადრესატს!!! :) ბრავო! :-* 555! ვაუუუ!!! რა გასაოცარ მიძღვნებს აკეთებთ ბატონო ელდარ?!!!! დამსახურებული მიძღვნა ღირსეულ ადრესატს!!! :) ბრავო! :-* 555!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|