ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ლელა-65
ჟანრი: პოეზია
17 ნოემბერი, 2010


ფერზანე...(ლექსები ფერეიდანზე)

                        მეც ქართველი ვარ, ფერზანე მქვიაო და დასტურად მარცხენა ხელისგული გაშალა, სადაც              ფლომასტერით ქართული ასოებით დაეწერა თავისი სახელი.
ფერზანე ფერეიდნელი გოგონა აღმოჩნდა, გვარად ასფანანი (ასფანაშვილი)…
რომელსაც პაწია ხელისგულზე თავისი სახელი კი არ დაეწერა – საქართველო დაეხატა.
                                                                                ავტორი: ნომადი ბართაია



დრო იყო სისხლით აზელილი მიწა კახეთის,
უფრო მეტ ჭირს და უბედობას აღარ ელოდა...
სულ არ დაინდო უცხო ტომმა თქვენგან არცერთი,
თქვენ პირუტყვივით გადაგრეკეს საინგილოდან.

სუსტი თითებით ხელისგულზე რომ დაიხატე,
შენი სამშობლო -მოეფერე როგორ ფერზანე?-
“ქართლის ცხოვრებამ” მაინც ასე მოკლედ დატია
ეს ისტორია, ქართველებზე, ფერეიდანზე,

რომ შაჰ აბასმა, კახეთიდან სადღაც ირანში,
გადაასახლა და არაფერს არ ამბობს მერე,
რომ ჩანაცრული კერიები დაგრჩათ იქ მაშინ...
და ქართველების ცრემლით რწყავდნენ ირანის ველებს.

მე ისპაჰანის ვიწრო ქუჩა დამიდგა თვალწინ,
სისხლის ყივილი ჩვენი ჯიშის ვიგრძენ მაშინაც,
პატარა მართვე კლდის ბუდიდან მოსხლიტეს არწივს,
მან კი სამშობლო ხელისგულზე გადაარჩინა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები