ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თარენ შარენ
ჟანრი: პოეზია
16 ნოემბერი, 2010


სოფლის წყვდიადი

გაილაჟვარდა,  გამძივდა, ღრუბლებმა გაიფრთაშუნა
მთა გულამაყი დახშულა, თავის ფიქრებში ჩარგულა.

ციმციმით  გაიკამკამა, ცაზე ღრუბლები ხატულა
ტყიდან გუგუნებს გუგული, ჩიტიც ბუდეში ჩასულა.

ჭრიალებს ძველი ხის ოდა, ფანჯრებს ხის ტოტმა აშურა
თითქოს ხარობენ ფოთლები, ნაყოფი ისე ზრდასრულა.

დაიწყვდიადა სოფელმა, ზეწრად ღრუბელი ახურავს
სარკმლიდან შუქი კიაფობს, ცაზე ნათელი გახუნდა.

ნიავმა გული იგრილა, ვარსკვლავს ემატა ნათება
ორღობეს შარას მოედო, გუნდ-გუნდად ციცინათელა.

ჭრიჭინობლები ფხიზლობენ, მთვარე ღრუბლებში გათეთრდა
სოფლის გადაღლილ თვალებში, უეცრად ძილი გამეფდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები