ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მუხრან აბაშიძე
ჟანრი: პოეზია
17 ნოემბერი, 2010


სულისცალის გულისცემა

გარეთ - მარტო სიმარტოვეს სძინავს,
გულში – იმედს ნაპერწკალი სცვივა;
მწვავდა ერთი საუკუნის წინაც,
მწვავდა ერთი საუკუნის წინაც.

ახლა ახლოს მოვიკრიბე ძალა
და სველ ფიქრებს გამოვუსვი ცელი.
ძალა მალე სულ გამომეცალა,
ვენაცვალე, სულ გამომეცალა.

გარეთ – მართლა მათრობელა დილა,
გულში – ჩვილი ბავშვის გულის ხელი
სიკვდილამდე რწმენად გამოწვდილა,
სიცოცხლემდე რწმენად გამოწვდილა.

დრო იბნევა, ვით სრიალა სილა,
სალამივით რბილია და სალი.
ყველა ფერი ლურჯად შემოსილა,
ყვავილებიც - ლურჯად შემოსილი.

ვეუბნები საკუთარ თავს - მცივა,
მზეო, გულზე მომაბნიე მძივი.
ცისარტყელას სხივი ხომ აცვივა?!
ცისარტყელას ხომ აცვია სხივი?!

გარეთ – თოვლშიც ლურჯ თოლიას ელი,
გულში გაზის მოგიზგიზე ალი.
ველი, თეთრად მოფარფალე ველი;
ნატერფალი, შავი ნატერფალი.

მენდე ამინდს სცდის ხვალამდე ხველა,
უნდა განცდა მოიტანოს ცხელი –
სულისცალის გულისცემისხელა...სულისცალის გულისცემისხელა...

                                                                                          ავტორი: მუხრან აბაშიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები