ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: იმო ჯახუანი
ჟანრი: პოეზია
17 ნოემბერი, 2010


მარად-ეული მგზავრისა


    ...მიდიხარ... 
    შენს  ბედს  ბევრი  ინატრებს...
                  გალაკტიონი

შენი  გოლგოთა 
დრო-და-ჟამის  გამოღმა  დარჩა...
თუმც  ( განწირულმა )
ვერ  უშველე  თავს  ვერც  გაქცევით...
მიდიხარ  მარტოდ ...
და    შენს  გზაზე  ლანდიც  კი  არ  ჩანს
არც  თანამგზავრის,
არც  შემწის  და
არც  ხმის  გამცემის ...

მარტო  იყავი  ( უსაშველოდ ) 
შენ  იმ  ხმაურშიც,
როცა  ( მფრინავი )  აფრა  აუშვი...

დღეს  სადღაც  მაღლა
( უღვთოდ  დამღლელს ) 
მიარღვევ  აღმართს ...
და  უღრანს  -
ჟამის  ჟვერ-ჟალტამებს 
ჟინით  მიჟვერავ...
მიდიხარ, 
მიგაქვს  წვალება  და. 
აღარც  დღეს  გავხარ
არც  ღმერთს,
არც  ჯვარცმულს,
არც  კაცს
და  არც  მწირს  - 
ფეხშიშველას...

ვინ  უწყის,
თუ  რა  ლაჟვარდები 
მიელის  სახლად,
ვინც  დედა-მიწას
გაექცა  და 
ზეცამ  იშვილა...


დიდი  ხნის  შემდეგ  მოგესალმებით  ყველას  და  გილოცავთ  გალაკტიონის  დაბადების  დღეს!
მახსოვხართ,  მიყვარხართ,  მენატრებით!
გელოდებით  წმინდა  სამების  ტაძრის  ახალგაზრდობის  დარბაზში  15  დეკემბერს  ჩემს  საიუბილეო  საღამოზე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები