ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აგლაია
ჟანრი: პოეზია
27 ნოემბერი, 2010


დამშრალი ნოემბერი

სული დამეწყრა ფიქრთა ნამქერმა...
ამხსენით...სისხლზე მაქვს ბორკილები!
გადმოიღვაროს მინდა ჩანჩქერად,
სისხლი, სხეულში ნაბოგინები!
ახლა გარდაცვლილ სიმშვიდეს ვუხმობ,
ის კი ფარფატებს სამყაროს მიღმა...
ამღვრეულ სულს და ცვარიან თვალებს
ყოველდღე მაინც სიმშვიდით ვნიღბავ.
გახუნდა მზე და მოაკლდა სითბო,
დამშრალ ნოემბერს დღეებს უთვლიან...
ეს შემოდგომაც კენტად ჩაივლის,
თუმც ჯერ გაზაფხულს არ ჩაუვლია!...
...
სისხლში ომია... მებრძვის... ვნებდები...
ზავი დავუდე კვდომის  სანაცვლოდ,
თუ კი სიმშვიდე აღარ ჩამაცვა,
მიჯობს, სხეულმა სულიც გამაძროს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები