ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პოეზია
13 აგვისტო, 2008


ძველი ომი

შუქი ჩაქვრა და...
მახსოვრობის ქვიშის საათმა
უკუღმა იწყო დროის ათვლა - ბავშვობისაკენ.
ის თბილისი შავ-თეთრია, უხასიათო,
ქუჩაში ტყვიის და შიმშილის მძაფრი სუნი დგას,
მაღაზიებთან- პურის რიგში წინ ინაცვლებენ
(სატირალია, შეგვრჩენია მშიერთ ზრდილობა)
მეზობლებისგან ნათხოვარი თოთო ბავშვებით,
ყველას არ ხვდება პური ჩვენი არსებობისა.

ახლა კი მიკვირს, როგორც მაშინ შუქი მიკვირდა,
რატომ არ გჯერათ, შიმშილის და ნგრევის თაობა
როცა ვამბობთ - ადრე დავბერდით?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები