ნაწარმოებები



ავტორი: ჯიჯი
ჟანრი: პოეზია
19 ნოემბერი, 2010


ჩვენ დროს უნდა გადავუსწროთ

"როცა მოცარტი ნოტებს არჩევდა,
დროებით შერცხვა დროს და გაჩერდა".
ნიკო გომელაური

ჩვენ დროს უნდა გადავუსწროთ
წამებს, წუთებს რომ
ვერასოდეს დაგვაჩოქოს,
ვერ დაგვჯაბნოს დრომ.

მოწოდების სიმაღლეზე
ჩვენ ვიდგებით როს,
ჩვენი თელვა-გადაჯეგვა
კი შერცხვება დროს.

11 სექტემბერი
2010             

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები