 | ავტორი: შატილიონი ჟანრი: პოეზია 20 ნოემბერი, 2010 |
(ძღვნად ილტოსპირელს)
შენ, ჩემო ილტოსპირელო, ხმა შენი გულზე მეფონა, ილტოს ტალღებმა, დამაშვრალს მომიალერსეს, მეგონა. რა მადლიანად მოჩქეფენ მისი ბროლ-შუშა შხეფები, ზოგან მზის სხივით ნაქარგი, ზოგან კლდეს შენაყეფები, ქართული სიტყვის სულივით ცა-მზისად ზეაღმჩქეფები, ჩვენი ყრმობის და კაცობის სიბრძნე-ნამუსის ფესვები! მეც ბევრჯერ, მისმა ლაჟვარდმა ცაში ღრუბელთან მასტუმრა, ცრემლი მადინა თვალთაგან მისად ტრფიალის დასტურად. ამავსეს ნობათ-საუნჯით ილტოს წყალ-ჭალის ფერებმა, სული მილაღეს სიტურფით, მომწყურდა მათი ფერება, მათი ძოწის და ლაჟვარდის, მათი მარჯნის და ლალისა, ბროლ-ბადახშ, გიშერ, ზურმუხტის, სულში მზედ გადამდნარისა. აქ ჩაუქრობლად გიზგიზებს ცეცხლი წინაპრის კვალისა, გულს დაწერილი ხმაური კარგის ყმის ხმლის და ფარისა. ღამ-ღამ სიზმრებად მოდიან პიროფლიანთა ხილვები, საფლავშიც ვერ ისვენებენ სიცოცხლის ამომსხივები. კვეტარით ბახტრიონამდე ზღვა შავღრუბელობს ჯარისა, ღამეს ანათებს სიმრავლით ელვა ჩაჩქნის და რვალისა. მთიდან გაისმის კივილი ნაიალაღარ ხარისა, ღვთივკურთხეული ქადაგის ლაშარის სიბრძნე -ძალისა. მოჩქეფს, ფშაური ლექსივით ლაღობს და ენამზიანობს, რომ თავის ძუძუს რძემადლით უფალთან შეგვაზიაროს!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
28. დაგლოცოთ უფალმა, მადლიანო ქართველო პოეტო! დაგლოცოთ უფალმა, მადლიანო ქართველო პოეტო!
27. რომ თავის ძუძუს რძემადლით უფალთან შეგვაზიაროს! +22222222222222222222222222222222222222 რომ თავის ძუძუს რძემადლით უფალთან შეგვაზიაროს! +22222222222222222222222222222222222222
26. რომ თავის ძუძუს რძემადლით უფალთან შეგვაზიაროს! მადლიანი ლექსი! +2 რომ თავის ძუძუს რძემადლით უფალთან შეგვაზიაროს! მადლიანი ლექსი! +2
25. ნამდვილი, ვაჟკაცური,ძმობა და სიყვარულია ლექსში ჩადებული,მთის ანკარა წყარისავით გემრიელი, მადლობთ სიამოვნებისათვის, ამ ლექსის ღირსია ილტოსპირელი +555 ნამდვილი, ვაჟკაცური,ძმობა და სიყვარულია ლექსში ჩადებული,მთის ანკარა წყარისავით გემრიელი, მადლობთ სიამოვნებისათვის, ამ ლექსის ღირსია ილტოსპირელი +555
24. კარგია , ძალიან ... + კარგია , ძალიან ... +
22. ჩვენი ყრმობის და კაცობის სიბრძნე-ნამუსის ფესვები!
წარმომიდგენია, როგორ მოეწონებოდა ადრესატს.... :) ჩვენი ყრმობის და კაცობის სიბრძნე-ნამუსის ფესვები!
წარმომიდგენია, როგორ მოეწონებოდა ადრესატს.... :)
21. ოოხ რა გულიანი კაცი ხართ ძიაჩემო :) მაგრად მიყვარხართ!
იცოცხლეთ და იხარეთ.
მოგიკითხეთ დიდი სიყვარულით :) ოოხ რა გულიანი კაცი ხართ ძიაჩემო :) მაგრად მიყვარხართ!
იცოცხლეთ და იხარეთ.
მოგიკითხეთ დიდი სიყვარულით :)
20. მოკითხვა დიდი მონატრებით ბატონ ელდარს! ლექსი რათქმაუნდა დიდებული! ასევე ადრესატს მოკითხვა! +++++ მოკითხვა დიდი მონატრებით ბატონ ელდარს! ლექსი რათქმაუნდა დიდებული! ასევე ადრესატს მოკითხვა! +++++
19. ლამაზი და მუხტიანი მიძღვნაა,+2 ლამაზი და მუხტიანი მიძღვნაა,+2
18. ამავსეს ნობათ-საუნჯით ილტოს წყალ-ჭალის ფერებმა, სული მილაღეს სიტურფით, მომწყურდა მათი ფერება, მათი ძოწის და ლაჟვარდის, მათი მარჯნის და ლალისა, ბროლ-ბადახშ, გიშერ, ზურმუხტის, სულში მზედ გადამდნარისა.
მოჩქეფს, ფშაური ლექსივით ლაღობს და ენამზიანობს, რომ თავის ძუძუს რძემადლით უფალთან შეგვაზიაროს!
გაიხარე, შატილიონო! რა ვთქვა? წავიკთხე შენი გულკისტკივილიანი კომენტარი... რას ვიზამთ? დღეს ცოტას-ღა ესმის ასეთი სტრიქონების სილამაზე. სამწუხაროდ!
:)))) 5 ამავსეს ნობათ-საუნჯით ილტოს წყალ-ჭალის ფერებმა, სული მილაღეს სიტურფით, მომწყურდა მათი ფერება, მათი ძოწის და ლაჟვარდის, მათი მარჯნის და ლალისა, ბროლ-ბადახშ, გიშერ, ზურმუხტის, სულში მზედ გადამდნარისა.
მოჩქეფს, ფშაური ლექსივით ლაღობს და ენამზიანობს, რომ თავის ძუძუს რძემადლით უფალთან შეგვაზიაროს!
გაიხარე, შატილიონო! რა ვთქვა? წავიკთხე შენი გულკისტკივილიანი კომენტარი... რას ვიზამთ? დღეს ცოტას-ღა ესმის ასეთი სტრიქონების სილამაზე. სამწუხაროდ!
:)))) 5
17. კვეტარით ბახტრიონამდე ზღვა შავღრუბელობს ჯარისა, ღამეს ანათებს სიმრავლით ელვა ჩაჩქნის და რვალისა. მთიდან გაისმის კივილი ნაიალაღარ ხარისა, ღვთივკურთხეული ქადაგის ლაშარის სიბრძნე -ძალისა. მოჩქეფს, ფშაური ლექსივით ლაღობს და ენამზიანობს, რომ თავის ძუძუს რძემადლით უფალთან შეგვაზიაროს! 55555555555555555 კვეტარით ბახტრიონამდე ზღვა შავღრუბელობს ჯარისა, ღამეს ანათებს სიმრავლით ელვა ჩაჩქნის და რვალისა. მთიდან გაისმის კივილი ნაიალაღარ ხარისა, ღვთივკურთხეული ქადაგის ლაშარის სიბრძნე -ძალისა. მოჩქეფს, ფშაური ლექსივით ლაღობს და ენამზიანობს, რომ თავის ძუძუს რძემადლით უფალთან შეგვაზიაროს! 55555555555555555
16. ეს მთის ხელუხლებელი პოეზიაა,სუფთა წყაროს წყალივით,და ლაღი,ეს ლექსი ყველამ უნდა წაიკითხოს.
5 ეს მთის ხელუხლებელი პოეზიაა,სუფთა წყაროს წყალივით,და ლაღი,ეს ლექსი ყველამ უნდა წაიკითხოს.
5
15. მოჩქეფს, ფშაური ლექსივით ლაღობს და ენამზიანობს, რომ თავის ძუძუს რძემადლით უფალთან შეგვაზიაროს!
რაც კარგია კარგია + + + მოჩქეფს, ფშაური ლექსივით ლაღობს და ენამზიანობს, რომ თავის ძუძუს რძემადლით უფალთან შეგვაზიაროს!
რაც კარგია კარგია + + +
14. ჩემო მიხეილ, უპირველეს ყოვლისა, მიიღე ჩემი მოკითხვები! ძალიან მიხარია, რომ ჩვენს ელგუჯას კარგ საღამოს აჩუქებთ. ეს კაცი ყველა ქართველისგან იმსახურებს ასეთ სითბოს, მის ლექსებს მთელი საქართველო მღერის და დღემდე ხეირანად არც იციან, რომ ის ახმეტაში, ჩვენს გვერდით, ჩვენს თვალწინ, ამ მძიმე ცხოვრებას შეჭიდებული, ქართული პოეზიით ცოცხლობს და სულდგმულობს. ზოგი იმასაც კი კადრულობს, ლექსები მოჰპარონ და ტექსტები დაუმახინჯონ, როგორც თვითონ მოეპრიანებათ. მადლობის მაგივრად, ეუზრდელებიან და მაღლიდან დაჰყურებენ. არადა რა მშვენიერი ლექსები აქვს, ნამდვილი მარგალიტები: ”შატილის ცასავით ლურჯი გაქვს თვალები”, ”აყვავებულა არაგვზე დეკა”, ”ღმერთო, შენ დალოცე შუაფხო, ჩარგალი” და უამრავი ლამაზი ლექსი, სიმღერებად რომ ქცეულან დღეს. ყველანაირად ვეცდები, ჩემს ახმეტელებთან ერთად, მონაწილეობა მივიღო ამ ლამაზ ღონისძიებაში. რაც შეეხება ჩემს პოეზიასა და თარგმანებს, ურაკპარაკიდან მიღებული რეიტინგებით თუ ვიმსჯელებთ, ჯერ ნამდვილად არ ღირს მის გამო საზოგადოების შეწუხება, მათი ნამდვილი მკითხველი, ჯერ-ჯერობით ურაკპარაკის შეთავაზებას დასჯერდება. ჩემო მიხეილ, უპირველეს ყოვლისა, მიიღე ჩემი მოკითხვები! ძალიან მიხარია, რომ ჩვენს ელგუჯას კარგ საღამოს აჩუქებთ. ეს კაცი ყველა ქართველისგან იმსახურებს ასეთ სითბოს, მის ლექსებს მთელი საქართველო მღერის და დღემდე ხეირანად არც იციან, რომ ის ახმეტაში, ჩვენს გვერდით, ჩვენს თვალწინ, ამ მძიმე ცხოვრებას შეჭიდებული, ქართული პოეზიით ცოცხლობს და სულდგმულობს. ზოგი იმასაც კი კადრულობს, ლექსები მოჰპარონ და ტექსტები დაუმახინჯონ, როგორც თვითონ მოეპრიანებათ. მადლობის მაგივრად, ეუზრდელებიან და მაღლიდან დაჰყურებენ. არადა რა მშვენიერი ლექსები აქვს, ნამდვილი მარგალიტები: ”შატილის ცასავით ლურჯი გაქვს თვალები”, ”აყვავებულა არაგვზე დეკა”, ”ღმერთო, შენ დალოცე შუაფხო, ჩარგალი” და უამრავი ლამაზი ლექსი, სიმღერებად რომ ქცეულან დღეს. ყველანაირად ვეცდები, ჩემს ახმეტელებთან ერთად, მონაწილეობა მივიღო ამ ლამაზ ღონისძიებაში. რაც შეეხება ჩემს პოეზიასა და თარგმანებს, ურაკპარაკიდან მიღებული რეიტინგებით თუ ვიმსჯელებთ, ჯერ ნამდვილად არ ღირს მის გამო საზოგადოების შეწუხება, მათი ნამდვილი მკითხველი, ჯერ-ჯერობით ურაკპარაკის შეთავაზებას დასჯერდება.
12. ძარღვიანი მიძღვნაა. მე მიყვარს ეს გვერდი. ძარღვიანი მიძღვნაა. მე მიყვარს ეს გვერდი.
11. მადლობის მეტი რა უნდა გითხრა, ძმაო შატილიონო! ლამის სათვალავიც კი ამერიოს, ეს უკვე მერამდენე ლექსს მიძღვნი! :)
ალბათ წაიკითხავდი "ლიტმოვლენებში" - 26 ნოემბერს ჩვენი, ილტოსხეობელი უნიჭიერესი სახალხო მთქმელის, ელგუჯა უძილაურის პოეზიის საღამოს გამართვას ვაპირებთ თბილისში! ძალიან მინდა, რომ მთლიანმა საქართველომ პოეტური არაგვისა და ივრის ხეობების დარად პოეტურად ასევე მდიდარი ილტოს ხეობაც მოინიშნოს თავის მშობლიურ რუკაზე! თუ შენც, მანდაურ რამდენიმე მეგობართან ერთად, საპარასკევოდ აეკალმასებოდი ელგუჯას, ფრიად სასიამოვნო იქნებოდა არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ბევრი სხვა აქაური პოეზიის თაყვანისმცემლისთვისაც! ვფიქრობ, ასევე წინ არაფერი უდგას, სამომავლოდ, შენი მადლიანი ქართულით დაწერილი ლექსებისა და თარგნმანების თბილისელ მსმნლამდე მსგავსი ფორმით მიტანასაც! პატივისცემითა და ძმური სიყვარულით მადლობის მეტი რა უნდა გითხრა, ძმაო შატილიონო! ლამის სათვალავიც კი ამერიოს, ეს უკვე მერამდენე ლექსს მიძღვნი! :)
ალბათ წაიკითხავდი "ლიტმოვლენებში" - 26 ნოემბერს ჩვენი, ილტოსხეობელი უნიჭიერესი სახალხო მთქმელის, ელგუჯა უძილაურის პოეზიის საღამოს გამართვას ვაპირებთ თბილისში! ძალიან მინდა, რომ მთლიანმა საქართველომ პოეტური არაგვისა და ივრის ხეობების დარად პოეტურად ასევე მდიდარი ილტოს ხეობაც მოინიშნოს თავის მშობლიურ რუკაზე! თუ შენც, მანდაურ რამდენიმე მეგობართან ერთად, საპარასკევოდ აეკალმასებოდი ელგუჯას, ფრიად სასიამოვნო იქნებოდა არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ბევრი სხვა აქაური პოეზიის თაყვანისმცემლისთვისაც! ვფიქრობ, ასევე წინ არაფერი უდგას, სამომავლოდ, შენი მადლიანი ქართულით დაწერილი ლექსებისა და თარგნმანების თბილისელ მსმნლამდე მსგავსი ფორმით მიტანასაც! პატივისცემითა და ძმური სიყვარულით
10. დალოცვილი ქართული ლექსი.მოვიხიბლე. დალოცვილი ქართული ლექსი.მოვიხიბლე.
9. რა ლამაზი გადაძახილია...55555 ალბათ მთებიც ასე გადასძახებენ ხოლმე ერთმანეთს...:-* რა ლამაზი გადაძახილია...55555 ალბათ მთებიც ასე გადასძახებენ ხოლმე ერთმანეთს...:-*
8. +5 ძალიან ლამაზად წერთ. +5 ძალიან ლამაზად წერთ.
7. მიყვარს აქ შემოსვლა. ქართული სიტყვის ზეიმია აქ! ყოველთვის ლაღი და გულწრფელი ლექსი მხვდება ქართული სიტყვის მადლით!!! კარგი მიძღვნა კარგ ადრესატს! გაიხარეთ ავტორმაც და ადრესატმაც! 5 მიყვარს აქ შემოსვლა. ქართული სიტყვის ზეიმია აქ! ყოველთვის ლაღი და გულწრფელი ლექსი მხვდება ქართული სიტყვის მადლით!!! კარგი მიძღვნა კარგ ადრესატს! გაიხარეთ ავტორმაც და ადრესატმაც! 5
6. გაიხარეთ ორივემ
წარმატებები +5 გაიხარეთ ორივემ
წარმატებები +5
5. მადლობა, ლელა, ღმერთმა დაგლოცოს! მადლობა, ლელა, ღმერთმა დაგლოცოს!
4. ეს კარგქართულიანი ლექსები!!! მთის ძმების ძმური სიყვარულით გამთბარი! გაიხარეთ:) პ.ს. აქ მე ვკითხულობდი და იქ თქვენ:) გმადლობთ:) ეს კარგქართულიანი ლექსები!!! მთის ძმების ძმური სიყვარულით გამთბარი! გაიხარეთ:) პ.ს. აქ მე ვკითხულობდი და იქ თქვენ:) გმადლობთ:)
3. ორივეს შემოგევლეთ!!! ლექსს რა თქმა უნდა მოწონება!!! გაიხარე შენა!!!
ორივეს შემოგევლეთ!!! ლექსს რა თქმა უნდა მოწონება!!! გაიხარე შენა!!!
2. ბრწყინვალე ლექსია, ხევსურისა და ფშაველის ძმობით გამთბარი, გაიხარეთ... 555 ბრწყინვალე ლექსია, ხევსურისა და ფშაველის ძმობით გამთბარი, გაიხარეთ... 555
1. ულამაზესი მიძღვნაა შესანიშნავ პოეტს, ასევე უშესანიშნავესი პოეტისგან! მიყვარს თქვენი მთის წყაროსავით სუფთა და ანკარა პოეზია! ღმერთმა დაგლოცოთ! ულამაზესი მიძღვნაა შესანიშნავ პოეტს, ასევე უშესანიშნავესი პოეტისგან! მიყვარს თქვენი მთის წყაროსავით სუფთა და ანკარა პოეზია! ღმერთმა დაგლოცოთ!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|