ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიზო
ჟანრი: პოეზია
20 ნოემბერი, 2010


სიოსეფოლის ხიდი

1600 წელს, შაჰ-აბასის კარზე მოღვაწე ქართველმა ალავერდი-ხან უნდილაძემ მდინარე ზაიანდერუდზე ააგო სი-ო-სე-ფოლის ულამაზესი ხიდი. ალავერდი-ხანს არაერთგზის შესთავაზეს საქართველოს წინააღმდეგ გალაშქრება, რაზეც მან უარი განაცხადა. შაჰმა ალავერდი-ხან უნდილაძე სიკვდილით დასაჯა. ალავერდი-ხანის შთამომავლები საქართველოში გადმოსახლებულან და კახეთში ალავერდაშვილების გვარით ცხოვრობენ. წარმოდგენილი ლექსი მიეძღვნა ალავერდი-ხან უნდილაძეს და მის ღირსეულ შთამომავალს, ლიტერატორ გიორგი (გუგუა) ალავერდაშვილს. (გადაეცა ეგზოტიკურ ჩაიხანა "გულანშაროში" ჩატარებულ პოეზიის საღამოზე - ”ლექსები ფერეიდანზე” 19.11. 2010 წ.)



              სიოსეფოლის ხიდი

ქართველს, ალავერდი-ხანს უნდილაძეს
მიშენებია როსმე ირანი.
აქეთ და იქით სანაპიროებს
ბილიკი გავდე მაღალ ქვისანი
და ზენდერუდზე ავაგე ხიდი...
სი-ო-სე-ფოლი,
ლამაზი...
მშვიდი...
და ყოველ ღამით, ვით ხსოვნის სანთლებს
ხიდის ჩირაღდნებს მინთებს ირანი
ნახეთ...
და მიქეთ გაბრწყინებული
ქართული ნიჭი, გული ირანის.…
მაქეთ...
და მიქეთ დიდი ირანი
სი-ო-სე-ფოლი...
ფერეიდანი...
თუმცა სამშობლო სხვა არის ჩემი,
და სხვას ვუშენე გზები ქვისანი
ნუ დამიტირებთ როგორც იუდას
არ მაქვს ღალატი ქართლის მთისანი
არ დამილაშქრავს მე ქართლ-კახეთი
არა!
არ მისვამს სისხლი ძმისანი.

ქისით მაძლიეს ოქრო და ვერცხლი
და მხედრიონი მრავალ ყმისანი
არ დამითმიხართ... მაღალ ღმერთს ვფიცავ
არ გავახარე გული მტრისანი.

ქართველს, ალავერდი-ხანს უნდილაძეს
მიშენებია გზები ქვისანი
და ყოველ ღამით, ვით ხსოვნის სანთლებს
ხიდის ჩირღდნებს მინთებს ირანი...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები