ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ბოთლი რომი
ჟანრი: პოეზია
20 ნოემბერი, 2010


უბრალოდ გნახავდი მ-ს

ნისლია ახლა პარიზის ქუჩებში,
მხატვრებიც ბლომად დადიან.
ხალი ზის ფაშასავით,
გაბუტულ ტუჩებზე
mon die.
და ვფიქრობ, თუ  ფიქრი
საერთოდ შემომრჩა
გნახავდით რატომღაც
თაღთან ტრიუმფალურ
(ალბათ ღმერთს რომ ცოტა
იღბალი ებოძა)
ჩემო დედოფალო.
ქალმა ჩაიარა  დე გოლის კუთხეში,
ქუჩამ კი მოპარა სითბო და ავტომაც,
და მე კი ასეთი, დიდი და უხეში,
გნახავდით რატომღაც.
ხალი ზის შაჰივით, შენს ზედა ბაგეზე,
მოტელს კი აბრაზე ეწერა ნახვამდის,
ვდგავარ ვით პოეტი, არაფერს დავეძებ,
უბრალოდ გნახავდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები