ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გუკა
ჟანრი: პოეზია
22 ნოემბერი, 2010


სოფი დარჩიას (ფოფის)

მე როცა მთვრალმა,
სიყვარულით შეგავლე თვალი,
გახსოვს ის ღამე?
სვლაც რომ შეწყვიტა დროებით წამმა...
ცას რომ გავხედეთ,
ჯერ არ მენახა ცა ასე მკრთალი.
ვხურდით ორივე...
არა სამივე,
ცაც ხურდა მაშინ!..
გახსოვს ის ღამე?
ვდუმდით ორივე...
მხოლოდ ცა წვიმდა ხმაურიანად,
გულიც მიმიხვდა დუმილს საეჭვოს,
დროსაც მობეზრდა წამით ლოდინი.
გაკოცე... მიპარებით და ფრთხილად.
(ერთად იფეთქა გრძნობების გუნდმა)
გახსოვს ის ღამე?
ჯერ არ მენახა ცა ასე მკრთალი,
ვხურდით ორივე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები