ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მე-დეა
ჟანრი: პროზა
25 ნოემბერი, 2010


მგრძნობიარე თითები...

  თითები შევახე თითებს ურცხვად! მეგონა, მხოლოდ მე მელოდა შენი ლამაზი თითები, ჩემი თითები კი შენსას, თუმცა ვიცოდი , რომ ეს ასე არ იყო... ჩემში პირველად აღმოვაჩინე ურცხვობა და გავწითლდი. რამოდენიმე წუთში  გზები აეხლართათ თითებს. შენ აქ დარჩი, მე კი წავედი იმ ადგილას, რომელიც არცერთს არ გვიყვარს...
  დრო ითვალეს ჩვენმა თითებმა მორიგ შეხვედრამდე. ზღვასთან  ელოდნენ ერთმანეთს. საოცარია, რომ თითებსაც შეძლებიათ გულებივით ფეთქვა.
  შემოდგომის ზღვასთან, სადაც ტალღები ჩვენი გულებივით ეხეთქებოდნენ ნაპირებს, წვიმას ჩვენი დასველება უნდოდა.შეშინებულმა თავი შენს სითბოს შევაფარე... ახლა მხოლოდ ხმა გვესმოდა წვეთების...
    თითები ჯერ თმებს შეეხნენ, მერე თვალებს, ტუჩებს  და გული -გულთან მივიტანეთ, შენმა შეხებამ შემაკრთო და გულისცემა ამიჩქარა.  უცებ  ნაცნობი სიცივე ვიგრძენი. ავკანკალდი! მივხვდი, რომ ცოტაც და გულში შემოგიშვებდი! სულელი თითები!  ჩუმად დავტუქსე ჩემი თავი! კიდევ  ერთხელ გთხოვე, ნუ შემომისახლდები ჩემს გაბზარულ გულში, სადაც ფანჯრები ჩამსხვრეულია და დროდადრო სიცივე ატანს..  ვეღარ აიტანს მეტს და მოკვდებათქო. ძალა აღარ მაქვს ბრძოლის!
    ხელები მოგაცილე და სასწრაფოდ ჩავრაზე გრძნობის კარი და წავედი!  მახსოვს,  მაშინაც ნოემბრის სუსხიანი ამინდი იყო, როცა ზუსტად ასე მომიხურა კარი  ბ ე დ ნ ი ე რ ე ბ ა მ!
  მცივა!
  გამოართვი გასაღები!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები