ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარიი231
ჟანრი: პოეზია
30 ნოემბერი, 2010


და მე უსიტყვოდ გაპატიებ არდაბრუნებას...

ათას ფიქრს იქით გადაკარგულ ოცნებას გავხარ,
და მთვარის შუქზე მხოლოდ ლანდად მომელანდები,
მაგ უცნობ სახეს ჩავიყოლებ ღამით სიზმრებად
და ტკივილამდე, დილიდანვე მომენატრები...
      ზღვის ტალღის შხეფებს გავაყოლებ ძველ მოგონებებ,
      და შავ კონტურებს შემოვავლებ ცისფერ ოცნებას,
      ღამით ჩამოსულ ციდან ვარსკვლავს შენთვის ავანთებ
      და მე უსიტყვოდ გაპატიებ არდაბრუნებას...
აღარ თავდება უთავბოლო თავის მართლება,
ერთს და იმავეს ალბათ ასჯერ გაიმეორებ,
და ამ სიტყვებსაც, ნაცნობ სტრიქონს, გაცვეთილ ფრაზებს,
გულის ტკივილით მე მოვისმენ უკვე მეორედ...
      ზღვის ცისფერ ტალღებს, ცისფერ ლანდებს ავედევნები,
        შავი კონტურიც მოხდენია ცისფერ ოცნებას,
        ღამით ვარსკვლავიც გაფერმკრთალდა ამდენი დარდით,
        მაინც უსიტყვოდ გაპატიებ არდაბრუნებას...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები