ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიზო
ჟანრი: პოეზია
27 ნოემბერი, 2010


ხატავ?..

ვხატავ,.. დღეს ვხატავ ეიფორიას-
ეიფორიას ლამაზი სახით...
შვიდ ფერს ჩაგაცმევ აფორიზმებად
და სილუეტებს ვეცეკვოთ ვალსი,
აქ სიყვარულის ძინავს ანგელოზს
და თუ ვინატრებ, ახდება წამით,
ჩემი ოცნება, შენი ღიმილი
და ფერთა გამა ნანატრი ქალის...
რა ნატიფია თქვენი სინაზე... ეიფორია... და თეთრი ხაზი...
რა მარტივია და მიმზიდველი ღრუბელთა თბილი ციხე კოშკები.
როცა მომწონდი, როცა მიყვარდი, დამება ბაგე და ვერ გითხარი-
მე შენ მიყვარხარ, 
მე შენ მიყვარხარ, 
მე შენ მიყვარხარ, ნახატო კალმით!..
ვთვრები და ვცეკვავ სილუეტებთან,
ჩაძირულ ვნებას მიაპობს ხაზი,
მე სიყვარულის ვიხმობ ანგელოზს
და გელოდები, და გელოდები, დაგელოდები...
რომ გითხრათ მაინც,
როგორ მიყვარდი,
როგორ მიყვარხარ,
და მეყვარები ლამაზო მაინც!..
რა ნატიფია თქვენი სინაზე... ეიფორია... და თეთრი ხაზი!..
ფუნჯმა აკრიფა ბოლო აკორდი...
სახე ნაცნობი...  უცნობი ქალის...

                    27.11.2010წ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები