ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
29 ნოემბერი, 2010


მიძღვნები მედეა კაზარაშვილისადმი

ჩვენ დავბრუნდებით გაზაფხულებად!!!
(მე-დეას)


გაზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს, როცა ჩიტები საამურად ჭიკჭიკებდნენ და არემარე მზის სხივებით იყო განათებული, წყაროზე მიმავალმა ციცუნიამ შავებში ჩაცმულ ქალებს მოჰკრა თვალი, რომლებიც ილორის მონასტერში სალოცავად მიდიოდნენ... მიდიოდნენ და თან ჩუმად ამბობდნენ: ’’ნუ სტირით, ჩვენ გმირები გავზარდეთ... მათი სიკვდილი გამარჯვებას მოუტანს საქართველოს!“
        ნეტავ როდის დაირღვევა ეს სულისშემძვრელი დუმილი?! ფიქრობდა პატარა ანგელოზი. ახლაც თვალწინ მიდგას მისი სახე... თმებგაშლილმა გოგომ პირჯვარი გარდაისახა და თვალცრემლიანი გაეცალა იქაურობას.
        უსაზღვროა ადამიანთა სევდა, მაგრამ იმედი მაინც არსებობს... იმედი იმისა, რომ ოდესმე ისევ შევძლებთ ბედნიერების მწვერვალზე ასვლას...
          ჩვენ დავბრუნდებით... დავბრუნდებით გაზაფხულებად!!!


                                              არემარეს-მთვარის შუქით შემოსილს
                                              მწუხარების ბინდი გადაეფარა.
                                              გულით დაგაქვს დარდი საქართველოსი,
                                              გტკივა შენი ნაომარი ქვეყანა.
                                              სიყვარული გადაგვარჩენს იცოდე,
                                              ომის ღრუბელს ქარი სადმე გაჰფანტავს.
                                              გწამდეს: ’’აფსნი“ იარსებებს მანამდე,
                                              სანამ ისმის აფხაზური კანტატა.


                              19 სექტემბერი, 2010

                                             


ზიარება
(მე-დეას)


აფხაზეთიც საქართველოს ორგანული ნაწილია,
ასეა და ვაი იმას, ვინც ამას არ აღიარებს.
საქართველო ლაჟვარდებში აფრენილი არწივია,
გმადლობ ღმერთო, მშობელ მიწის სიყვარულს რომ მაზიარე.
სული ჩვენი შენ გეკუთვნის, სიცოცხლე კი წრფელად მამულს,
სოხუმს დღეს ნატყვიარები ამჩნევია იარებად.
გაუმარჯოს ხალხთა ძმობას, სუფთა სინდისს, ერის ნამუსს,
დაილოცოს... დაილოცოს სიყვარულის ზიარება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები