ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ჯიჯი
ჟანრი: პოეზია
30 ნოემბერი, 2010


იხთიუს

და მარცხდებოდა პოლითეიზმი
ქრისტიანობას ფეხი აედგა,
ახალი მრწამსის იყო ზეიმი,
სატანჯველს იგი ხვდებოდა მედგრად.

ყოველნაირი უბედურების
ქრისტიანებში ხედავდნენ საწყისს
და იყენებდნენ მათს დასასჯელად
წამების ფორმებს უმძიმესს, სასტიკს.

ყოველი საფრთხის შემდგომად მყისვე
ქრისტეს მიმდევართ სწვდებოდა ხელი
იმპერატორის და მაინც ისევ:
იხთიუს ----- ქრისტე, ძე ღვთისა, მხსნელი.

30 ნოემბერი
2010

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები