ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მუხრან აბაშიძე
ჟანრი: პოეზია
1 დეკემბერი, 2010


ვცან

დუმან ბაგენი, ფიქრები ვლიან
და მე ოცნების მზეს ვწვავ ოცნებით.
ბაღში ნაცნობი ცა–ყვავილია,
ვცან, ყვავილია ბაღში ნაცნობი.

ნიავმა ბუჩქში მიმალა ია,
ნელ–ნელა ცეკვას მოჰყვა კოცნები.
ის დღე იმ წუთში რომ მიილია,
ვცან, ყვავილია ბაღში ნაცნობი.

დაფნის ხელები სველ თუ ცრემლიან
თითებს (თვით) იის თვალებს აწობენ.
ის წვა ბუნების გადამწველია–
რომ ყვავილია ბაღში ნაცნობი.

წავედი წინ... თუ სადაც მელიან;
სადაც აფრენის წადილს მაძმობენ.
ამინდმა ყველა წვიმა მოლია;
წინ! ყვავილია ბაღში ნაცნობი

რომლის ფერებიც ცამდე ივლიან,
რომლის ფერებას ველი ასწლობით–
თან წარსულიანს, თან მომავლიანს...
ვცან, ყვავილია ბაღში ნაცნობი.

                                ავტორი: მუხრან აბაშიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები