 | ავტორი: აგლაია ჟანრი: პოეზია 1 დეკემბერი, 2010 |
მინდა ვხედავდე, ვგრძნობდე მინდა... მინდა ვერ ვგრძნობდე... სულაც არ მინდა, რომ ვხედავდე, ან სულ მესმოდეს, ყრუ მინდა ვიყო, ზოგჯერ კი ბრმა, ვთვლიდე შეცდომას, ცოდვის სანაცვლოდ ზოგჯერ, მინდა მწადდეს შენდობა. მინდა მიყვარდეს, რომ ვუყვარდე მინდა მეგობარს, საოცარია და სიყვარული ღმერთი მეგონა... მინდა მეგონოს, მეგონოს მინდა უწინდებურად, კვლავ დავიფარო ის ქუდი, რაც უწინ მებურა. მინდა ზეცაში თავი ვიგრძნო ლაღად, მეფურად, ზოგჯერ კი მინდა მოვიბუზო, ვიქცე ბეღურად... მინდა ცრემლები... სულ არ მინდა ზოგჯერ სიცილი, მომიპარია თვალებისთვის ფერი- ცის წილი... მინდა მხედავდე ცაში, მზეში ატმის კვირტებში მე ვარ ზეცაში, მზეში,შენში - თუ მაკვირდები... მინდა მიYვარდე, ნარცისივით მიყვარდე მინდა. სამსჯავროზე კი არ დაგვიხვდეს მკაცრი თემიდა. მინდა გიყვარდე , მიკოცნიდე თვალებს და ფრაზებს სხვას რომ შევხედავ იეჭვო და მინდა გაბრაზდე. შენს ხელისგულზე რომ მოვთავსდე იის ცრემლებად, მინდა შიგ გულში შემოგასკდე ქალწულ ტყემლებად... მინდა მერანი... დაგვიტიოს ორივე, ზეცამ... მე ბუხრის ცეცხლი, შენ კი იქცე იმწამსვე კეცად, მინდა ვკოცნიდე ჰაერს, მიწას და მზეს ვკოცნიდე... თვით ვიყო კოცნა და შენს ბაგეს აღარ მოვცილდე... მინდა მიყვარდე, სულ არ მინდა გვირილის ფურცლვა, მსურს ვარდის ნამი გადაეჭდოს ტირილით კურცხალს. მინდა ჩაგიძვრე შენს ფილტვებში და ვიყო სუნთქვა, მინდა მოგიყვე ის ამბავი, რაც არვის უთქვამს... გადაგეღვარო მინდა ტკბილად, როგორც შარბათი და ერთად ყოფნის ყოველი დღე იყოს შაბათი... მინდა ჩაგაცვა ჩემი ხელით პერანგი ჯაჭვის.... ასე აგიხსნა ეს სიბრმავე, თუ რღაც...რაც მჭირს. მინდა, რომ ვიყო შენი წილი ჰაერი, წყალი... ჰა, შემისუნთქე მე ვარ მთვარე და მზეი ხვალის. მინდა მიყვარდე! მიყვარხარ კი ღმერთო, რად არა?! შენს მიგნებაში ამ თვალებმა ცხრა მზე მატარა, წყურვილი წყალის რარიგ მკლავდა... ვპოვე მათარა გავხსენ და ბაგემ უსწრაფესად წვეთი მახარა... მინდა და მინდა.... რა ჩამოთვლის... რა მოიგონებს დრო აღარ მყოფნის უდროობა გამოვიგონე. ვაი, გაწვიმდა... მინა გავწმინდე, რადგან მინაზე სიტყვა დავწინდე, შენი სახელი იყო ის სიტყვა უცხო და წმინდა... ღმერთო რამდენი, ღმერთო, რამდენი სიწმინდე მინდა?!...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
37. რაღაცნაირია ++ რაღაცნაირია ++
35. აუ რა მაგარიააა , მოვიხიბლე , ბრავო! აუ რა მაგარიააა , მოვიხიბლე , ბრავო!
34. სულ მომწონდა ამ ავტორის ლექსები, თუმცა ეს ლექსი ... ვახ ეს რა მაგარია , ვახ :)))
5555 სულ მომწონდა ამ ავტორის ლექსები, თუმცა ეს ლექსი ... ვახ ეს რა მაგარია , ვახ :)))
5555
32. მინდა და მინდა.... რა ჩამოთვლის... რა მოიგონებს დრო აღარ მყოფნის უდროობა გამოვიგონე. ვაი, გაწვიმდა... მინა გავწმინდე, რადგან მინაზე სიტყვა დავწინდე, შენი სახელი იყო ის სიტყვა უცხო და წმინდა... ღმერთო რამდენი, ღმერთო, რამდენი სიწმინდე მინდა?!...
ეხლა გავიგე ანი................
რაც იგულისხმეეეე..... მინდა და მინდა.... რა ჩამოთვლის... რა მოიგონებს დრო აღარ მყოფნის უდროობა გამოვიგონე. ვაი, გაწვიმდა... მინა გავწმინდე, რადგან მინაზე სიტყვა დავწინდე, შენი სახელი იყო ის სიტყვა უცხო და წმინდა... ღმერთო რამდენი, ღმერთო, რამდენი სიწმინდე მინდა?!...
ეხლა გავიგე ანი................
რაც იგულისხმეეეე.....
31. შენს ხელისგულზე რომ მოვთავსდე იის ცრემლებად, მინდა შიგ გულში შემოგასკდე ქალწულ ტყემლებად... ძალიან ლამაზი სურვილებია, აგსრულებოდეს :)++ შენს ხელისგულზე რომ მოვთავსდე იის ცრემლებად, მინდა შიგ გულში შემოგასკდე ქალწულ ტყემლებად... ძალიან ლამაზი სურვილებია, აგსრულებოდეს :)++
30. მინდა გიყვარდე , მიკოცნიდე თვალებს და ფრაზებს
მინდა ცრემლები... სულ არ მინდა ზოგჯერ სიცილი, მომიპარია თვალებისთვის ფერი- ცის წილი...
მინდა მიყვარდე, სულ არ მინდა გვირილის ფურცლვა, მსურს ვარდის ნამი გადაეჭდოს ტირილით კურცხალს. მინდა ჩაგიძვრე შენს ფილტვებში და ვიყო სუნთქვა, მინდა მოგიყვე ის ამბავი, რაც არვის უთქვამს...
გულიანი ლექსია... მომწონს :) მინდა გიყვარდე , მიკოცნიდე თვალებს და ფრაზებს
მინდა ცრემლები... სულ არ მინდა ზოგჯერ სიცილი, მომიპარია თვალებისთვის ფერი- ცის წილი...
მინდა მიყვარდე, სულ არ მინდა გვირილის ფურცლვა, მსურს ვარდის ნამი გადაეჭდოს ტირილით კურცხალს. მინდა ჩაგიძვრე შენს ფილტვებში და ვიყო სუნთქვა, მინდა მოგიყვე ის ამბავი, რაც არვის უთქვამს...
გულიანი ლექსია... მომწონს :)
29. მე რომ არ ვიცი ეგ სიმღერა და არც გამიგია?:( მე რომ არ ვიცი ეგ სიმღერა და არც გამიგია?:(
28. იცი რომელი სიმღერა გამახსენდა.....? "ასტრო ჯორჯია" მღერის "უნდა უნდა" :D
+5 იცი რომელი სიმღერა გამახსენდა.....? "ასტრო ჯორჯია" მღერის "უნდა უნდა" :D
+5
27. კი ...გული დიდი მაქვს მართლაც... კი ...გული დიდი მაქვს მართლაც...
26. მე ა(ნ)გლაია მეგონე-რამხელა გული გგქონია! მე ა(ნ)გლაია მეგონე-რამხელა გული გგქონია!
25. დაკოპირება დავიწყე ფრაზების, მაგრამ გადავიფიქრე, მთელი ლექსი დამეკოპირა :)
ლამაზად ნათქვამი ემოციებია.. საკუთარ გულის ცემაზე აწყობილი! ....................... ყველაზე მცხუნვარე მის სხივებს გიტოვებ! :* დაკოპირება დავიწყე ფრაზების, მაგრამ გადავიფიქრე, მთელი ლექსი დამეკოპირა :)
ლამაზად ნათქვამი ემოციებია.. საკუთარ გულის ცემაზე აწყობილი! ....................... ყველაზე მცხუნვარე მის სხივებს გიტოვებ! :*
24. nasiamovnebi davrchi am sasiamovno leqsis wakitxvis shemdeg :) nasiamovnebi davrchi am sasiamovno leqsis wakitxvis shemdeg :)
23. შევიგრძენ! ვილაპარაკოთ სწორად.... შევიგრძენ! ვილაპარაკოთ სწორად....
22. მინდა ჩაგიძვრე შენს ფილტვებში და ვიყო სუნთქვა... ბოლომდე შევიგრძნეე, მაგარი ხარ:) მეც გამეღიმა:) მინდა ჩაგიძვრე შენს ფილტვებში და ვიყო სუნთქვა... ბოლომდე შევიგრძნეე, მაგარი ხარ:) მეც გამეღიმა:)
21. ნასიამოვნები ვარ ნასიამოვნები ვარ
20. მიხარია ,რომ საღად აზროვნებ... მიხარია ,რომ საღად აზროვნებ...
19. გაიხარე მუხრან!:) გაიხარე მუხრან!:)
18. სიყვარულში მხოლოდ ,,შეყვარება" არ მიგულისხმია. შენ არ დაგიწერია, უფრო სწორედ, ლექსში. გასაგებია სურვილიც, გენაცვალე. სიყვარულში მხოლოდ ,,შეყვარება" არ მიგულისხმია. შენ არ დაგიწერია, უფრო სწორედ, ლექსში. გასაგებია სურვილიც, გენაცვალე.
17. აქ სიყვარული კი არა, სიყვარულის სურვილია... აქ სიყვარული კი არა, სიყვარულის სურვილია...
16. 5 ,,დაგვიტიოს ორივე, ზეცამ... მე ბუხრის ცეცხლი, შენ კი იქცე იმწამსვე კეცად,"
რაც მთავარია, ლექსი დაწერილია გულითადი, ღრმა გრძნობით, და ასეა სიყვარული გამომცხვარი. აღნიშნული ბევრგან ჩანს ლექსში, თუნდაც დასასრულში. 5 ,,დაგვიტიოს ორივე, ზეცამ... მე ბუხრის ცეცხლი, შენ კი იქცე იმწამსვე კეცად,"
რაც მთავარია, ლექსი დაწერილია გულითადი, ღრმა გრძნობით, და ასეა სიყვარული გამომცხვარი. აღნიშნული ბევრგან ჩანს ლექსში, თუნდაც დასასრულში.
13. შენს ხელისგულზე რომ მოვთავსდე იის ცრემლებად, მინდა შიგ გულში შემოგასკდე ქალწულ ტყემლებად...
მინდა მალე გნახო, ჩაგეხუტო და გითხრა, კარგი ხარ, ანა... და ეს ლექსიც ისე კარგია... :) ქალურობით სავსე და თბილი... შენს ხელისგულზე რომ მოვთავსდე იის ცრემლებად, მინდა შიგ გულში შემოგასკდე ქალწულ ტყემლებად...
მინდა მალე გნახო, ჩაგეხუტო და გითხრა, კარგი ხარ, ანა... და ეს ლექსიც ისე კარგია... :) ქალურობით სავსე და თბილი...
12. მელოდია და სილამაზე არ აკლია... კარგია... მელოდია და სილამაზე არ აკლია... კარგია...
11. ერტი ნატვრა, მხოლოდ ერთი, ამის მეტი არც რა მინდა, რომ ამ გზაზე სიკვდილამდე მარონინა სუფთად, წმინდად.
ყოჩაღ, აგლაია! მაგარი ხარ(თ)! ერტი ნატვრა, მხოლოდ ერთი, ამის მეტი არც რა მინდა, რომ ამ გზაზე სიკვდილამდე მარონინა სუფთად, წმინდად.
ყოჩაღ, აგლაია! მაგარი ხარ(თ)!
10. ''პირიმზე''-ს წავიკითხავ... გაიხარეთ ``პირიმზე``-ს წავიკითხავ... გაიხარეთ
9. ერთიამოსუნთქვითდაწერილს აქვს ფასი, ექსპრომტად რო დაწერ, ეგ არი მაგარი! :)
მეც დავწერე ერთიამოსუნთქვით ლექსი ''პირიმზე'', ოღონდ ნახევარ საათში. :) ერთიამოსუნთქვითდაწერილს აქვს ფასი, ექსპრომტად რო დაწერ, ეგ არი მაგარი! :)
მეც დავწერე ერთიამოსუნთქვით ლექსი ``პირიმზე``, ოღონდ ნახევარ საათში. :)
8. ეს მართლა ერთი ამოსუნთქვით დავწერე... 7 წუთში...:) ეს მართლა ერთი ამოსუნთქვით დავწერე... 7 წუთში...:)
7. ''მინდა გაკოცო, მაკოცო''... :))))))))))))))))))))))))))))))
ერთიამოსუნთქვით წავიკითხე, გაიხარე ანა!
ფრიადი! ``მინდა გაკოცო, მაკოცო``... :))))))))))))))))))))))))))))))
ერთიამოსუნთქვით წავიკითხე, გაიხარე ანა!
ფრიადი!
5. ლამაზი ლექსია,სასიამოვნოდ წასაკითხი :)
ლამაზი ლექსია,სასიამოვნოდ წასაკითხი :)
4. ძალიან მიყვარს ეს ლექსი!
5 ძალიან მიყვარს ეს ლექსი!
5
3. მინდა ჩაგიძვრე შენს ფილტვებში და ვიყო სუნთქვა,
სასიამოვნოდ იკითხება ლექსი:) ++ მინდა ჩაგიძვრე შენს ფილტვებში და ვიყო სუნთქვა,
სასიამოვნოდ იკითხება ლექსი:) ++
2. ძალიან მომეწონა.... ძალიან... ძალიან მომეწონა.... ძალიან...
1. ძალიან მაგარი მელოდიის მატარებელი ლექსია, ყოჩაღ!
5 ძალიან მაგარი მელოდიის მატარებელი ლექსია, ყოჩაღ!
5
|
|
მონაცემები არ არის |
|
|