ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აგლაია
ჟანრი: პოეზია
5 დეკემბერი, 2010


''მრჩეველი''

პოეტიაო ლირიკოსი, ცინიზმით ამბობს:
სად გაგონილა ქალი იდგეს ლექსების მტვერში,
იდგეს და რაღაც სასაცილოს ჩორკნიდეს, სიტყვებს,
წიგნებს,- რომელსაც აღარავინ, არა თუ ვერ შლის...
წადი, გათხოვდი, გაიჩინე ქმარი და შვილი,
ქალი ქალია, პოეტობა ან რა წესია,
მთელ სამყაროში, დამანახე, თუ ღმერთი გწამდეს,
რომელ ქვეყანას მოვლენია ქალი-მესია,
ასეა დღემდე...კაცი მუდამ მეტია ქალზე,
რა გენდერობის საპირწონე, რის სწორ-ტოლობა,
სად გაგონილა ქალის ძალა, ქალის მწვერვალი,
ან სად გინახავს ქალი სთხოვდეს ადამს ცოლობას?!...
ან პოეტობა?... ნუ მაცინებ, თუ ღმერთი გწამდეს...
ეს იგივეა -  ნაცრით დაღლილს, ექექო მტვერში,
მოცლილობისგან, უქმობისგან იგონებთ თვალლიბრს
და მერე გიკვირთ, რომ გიწოდებთ ვიღაცა შეშლილს..
და მერე გიკვირთ, რად გაგრიყათ ზოგადოებამ,
სხედხართ და მშრალად დასტირიხართ გლობალსიცივეს,
ვერ ეგუები,როცა ვინმე ხელს გაგიწოდებს
და გიკვირს მერე,თუ იგივე მისგან გიცილებს..
უცნაურობა?... ო,პოეტეს, თუ ღმერთი გწამდეს,
თვითონ არ იცი, რა გახარებს, ან რაღად წვიმხარ,
აი, სარკე და ჩაიხედე, ღვთის გულისათვის
და მიპასუხე, რამდენი დღის, რამდენი წლის ხარ...
...
ვუსმენდი თვალებაწურული მობრიყვო მრჩეველს,
მერე ძარღვებში ნიაგარას თხრიშინი ვიგრძენ..
მინდოდა ქალა ამეგლიჯა ჩემივ ხელებით-
ამომეხაპა ამ ტვინიდან უგნური სიბრძნე!...

და გააგრძელა...(რაკი სიტყვა არ ვუთხარ მაინც,
ალბათ ეგონა დაუჯდაო ჭკუაში ''ჭკუა''
-გადამიშალე, პოეტესავ, წიგნის შუაში
და ნუ აწვალებ მაგ კრებულის ''პოეტურ ყუას''
გადიკისკისა აქვე, რაღაც ეშმაკურ ბრწ(ყინვით),
თვალმოწკურულმა შემომხედა თვალებში უცებ..
ერთხანს გაჩუმდა... დაკვირვებით ჩამხედა ისევ
და თვისი მზერა გაუჩერა თვისივე მუცელს...
...
მე კი მინდოდა მეღრიალა, მეყვირა ცამდე...
არტერია და სისხლძარღვები მექცია ხეთქვად,
ოღონდ არცერთი, სულ არცერთი ბწკარი თუ სიტყვა,
ოღონდ არცერთი, იმ წუთებში არ უნდა მეთქვა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები